სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/zintellect%20logo.png

კვლევითი სტიპენდიების საძებო სისტემა Zintellect

05/01/2017 14:43

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კვლევითი სტიპენდიების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

ამერიკული ორგანიზაცია ‘ORAUდაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფართო სპექტრის კვლევით სტიპენდიებსა და ვაკანსიებს სამეცნიერო პოზიციის დასაკავებლად აშშ-ში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ 300-მდე უნივერსიტეტსა თუ კვლევით ცენტრში. ორგანიზაცია ‘ORAU-ს სპეციალური საძიებო სისტემა Zintellect მეცნიერებს სთავაზობს პორტალზე საკუთარი მონაცემების/აპლიკაციის ატვირთვის საშუალებას. მეორეს მხრივ, Zintellect-ის განყოფილებაზე ‘შესაძლებლობების კატალოგი’ (Opportunity Catalog) გამოქვეყნებულია განცხადება ასობით საგრანტო დაფინანსების/სტიპენდიის მოპოვებისა და ვაკანსიის შესახებ. ინფორმაციის დახარისხება შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით.

დაწვრილებითი ინფორმაცია ‘ORAU- საძიებო სისტემა Zintellect-ის შესახებ ხელმისაწვდომია თანდართულ პრეზენტაციაში.

ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.zintellect.com