სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/black.jpg

სამეცნიერო პროექტების შემფასებელთა ბაზაში რეგისტრაცია

21/06/2016 11:11

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება - Black Sea Horizon“ მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და შავი ზღვის რეგიონს შორის პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობას და მეცნიერების განვითარების მიზნით, სხვადასხვა კონკრეტული ღონისძიების გატარებას.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სამეცნიერო-კვლევითი განაცხადების ექსპერტ-შემფასებელთა მონაცემთა ბაზის განსავითარებლად. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება მეცნიერების დამფინანსებელი ინსტიტუციებისათვის და შესაძლებელს გახდის მასში დარეგისტრირებულ ექსპერტებთან წვდომას საპროექტო წინადადებების შეფასების მიზნით.

ამჟამად შემფასებელთა მონაცემთა ბაზა ღიაა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მასში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირება.

ექსპერტ-შემფასებელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ქ-ნ მარია იოსტენს (DLR). ელ - ფოსტა: maria.josten@dlr.de.