სიახლეები

დოქტორანტურის საგანმანათებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესი

04/08/2017 15:06
2017 წლის დოქტორანტურის საგანმანათებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესის შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N111 ბრძანება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4852.JPG
02/08/2017 16:38

მეორე სამუშაო შეხვედრა საქართველოს ინსტიტუციებისგან შემდგარ კონსორციუმის წარმომადგენლებთან

2 აგვისტოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა მეორე სამუშაო შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციისაგან შემდგარ კონსორციუმის წევრებთან. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს  Clarivate Analytics -თან კონკრეტული პირობები და ხელშეკრულების დეტალები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება  Clarivate Analytics -თან, რათა კონსორციუმის წევრმა ინსტიტუციებმა მიიღონ წვდომა აღნიშნული კომპანიის გარკვეულ პროდუქტებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ კონსორციუმში შემავალი ინსტიტუციების წარმომადგენლები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან; თავისუფალი უნივერსიტეტიდან და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4837.JPG
31/07/2017 14:08

შეხვედრა მეცნიერების საერთაშორისო ექსპერტთან, კრისტოფ კრატკისთან

28 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საქართველოს მეცნიერთა შეხვედრა ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილ პრეზიდენტთან, პროფ. კრისტოფ კრატკისთან . პროფ. კრატკი საქართველოს ესტუმრა, როგორც საერთაშრისო ექსპერტი მეცნიერების მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარს დაუჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელებაში, რომელიც მეცნერების სისტემის გაუმჯობესებას და სტრატეგიის განვითარებას შეეხება. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4808.JPG
26/07/2017 14:50

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ინსტიტუციებისგან შემდგარ კონსორციუმის წარმომადგენლებთან

26 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციისაგან შემდგარ კონსორციუმის წევრებთან. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს Clarivate Analytics -თან თანამშრომლობის პირობები. აღნიშნული კომპანია თავს უყრის მონაცემებს და ატარებს ანალიზს მეცნიერებისა და ინოვაციის სფეროში. Clarivate Analytics -ის ბაზებში იძებნება  სამეცნიერო და აკადემიური კვლევები, პატენტის ანალიზი და სარეგულაციო სტანდარტები, სავაჭრო ნიშნის დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ Clarivate Analytics ფლობს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობას Web of Science , რომელიც აერთიანებს მსოფლიოს როგორც უახლეს, ასევე გასული საუკუნის (1990-2017) სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, წიგნებს და ა.შ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება Clarivate Analytics -თან, რათა კონსორციუმის წევრმა ინსტიტუციებმა მიიღონ წვდომა აღნიშნული კომპანიის გარკვეულ პროდუქტებზე.  კონსორციუმში შემავალი ინსტიტუციებია: ·         საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; ·         ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ·         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; ·         საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი; ·         ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ·         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ·         თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ·         ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ·         აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ·         სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ·         შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ·         აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ; ·         თავისუფალი უნივერსიტეტი; ·         საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი.  უახლოეს მომავალში ჩატარდება დამატებითი სამუშაო შეხვედრა თანამშრომლობის კონკრეტული პირობების შესამუშავებლად.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4780.JPG
25/07/2017 13:58

„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

25 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს გამოცემის ღირსებასა და პრაქტიკულ დანიშნულებაზე. სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს გამოცემის მნიშვნელობასა და პრაქტიკულ ღირსებას. ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ. „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ შოთა რუსტაველის ერვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტი. პროექტის მიზანი იყო საქართველოში, ქართულ ენაზე შეიქმნილიყო სამხედრო ცნებების სრულფასოვანი ბაზა  _ სრული, სისტემატიზებული და კლასიფიცირებული ნაშრომი რომელიც, ერთი მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნებოდა NATO-ს, მასში შემავალი სახელმწიფოების და სხვა სახელმწიფოების ერთიან ნორმატიულ მასალებთან და მათ განმარტებებთან, ხოლო, მეორე მხრივ, იგი აღადგენდა და თანამედროვე ეტაპისთვის განავრცობდა საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიულ და სამხედრო თეორიის უახლეს მონაცემებს.  პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის მეცნიერების და სამხედრო სპეციალისტების მიერ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. არსებული ტერმინების თარგმნის, გადამუშავების და დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ ჩამოყალიბდა ნაშრომი, რომლის მოცულობა შეადგენს 4200 ტერმინს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/20348210_10212042339546378_875077657_o.jpg
24/07/2017 13:57

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის ვიზიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

22 ივლისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ( TUBITAK) პრეზიდენტი, პროფ. არიფ ერგინი. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, თურქეთსა და საქართველოს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. 22 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრას ეწრებოდნენ:  პროფ. არიფ  ერგინი,  თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის წარმომადგენელი, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი სელდა ულუტასი  და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი მუთებერ კილიჩი. საქართველოს მხრიდან  შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი თეიმურაზ მურღულია, სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი კახა ხანდოლიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ქ-ნი მანანა (მაკო) მიქაბერიძე და ფონდის საერთაშორისო ურთოერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი ქ-ნი მარიამ ქებურია. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე ორმხირივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. თურქეთის მხარემ გამოხატა მზაობა,  საქართველოს შესაბამის ინსტიტუციებს გაუზიაროს გამოცდილება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის კუთხით. ამ მიზნით, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს დელეგაციამ სპეციალური კონცეფცია შეიმუშავა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს კონკრეტული აქტივობების  ერთობლივად დაგეგმვისკენ მოუწოდა. ბატონმა თეიმურაზ მურღულიამ პროფ. არიფ ერგინი საქართველოში, სექტემბერში დაგეგმილ სამეცნიერო ფესტივალზე მიიწვია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4719.JPG
24/07/2017 13:56

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის ვიზიტი ფონდში

მიმდინარე წლის 22 ივლისს, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ( TUBITAK) პრეზიდენტის, პროფ. არიფ ერგინის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა TUBITAK-ის წარმომადგენლებსა და საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ეწრებოდნენ:  პროფ. არიფ  ერგინი,  თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის წარმომადგენელი, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი სელდა ულუტასი  და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი მუთებერ კილიჩი. საქართველოს მხრიდან მოწვეულები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტის, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფონდსა და  TUBITAK-ს შორის დაწყებული ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და მობილობის მხარდამჭერი პროექტების მხარდაჭერას, გაგრძელდება და გახდება უფრო ფართომასშტაბიანი. პროფ. არიფ ერგინი გაეცნო შეხვედრაზე წარმოდგენილი ინსტიტუციების თურქეთთან სამეცნიერო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, მათთან ერთად განიხილა შესაძლო სამომავლო კოლაბორაციის ფორმატი. დაინტერესების და მხარეთა მზაობის შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სამეცნიერო ღონისძიება (ფორუმი) საქართველოს და თურქეთის მეცნიერთა მონაწილეობით, რომელიც მკვლევრებს ერთმანეთის გაცნობისა და ერთობლივი პროექტის კონცეფციის შემუშავების  საშუალებას მისცემს. პროფ. არიფ ერგინმა შეხვედრაზე მობრძანებულ კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) მხრიდან თანამშრომლობის მზარდი ინტერესი დაუდასტურა.  
სრულად

მტცუ-ს კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

21/07/2017 17:38
იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსზე ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მოხსნილი პროექტების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Logos/ERC%20(3).PNG
20/07/2017 12:12

ERC-ის 2018 წლის სამუშაო პროგრამა

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოაქვეყნა 2018 წლის სამუშაო პროგრამის პროექტი, რომელიც აღწერს დაგეგმილ საგრანტო კონკურსებს (ჯამური ბიუჯეტი - 1.86 მილიარდი ევრო).  დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე   პროგრამის ერთ-ერთი ახალი ელემენტია საგრანტო სქემა - Synergy Grants .  სამეცნიერო პროექტის დაფინანსების ეს ინსტრუმენტი გათვალისწინებულია 2-დან 4 სამეცნიერო ხელმძღვანელის ჯგუფისათვის.  2018 წლის სამუშაო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისათვის მანამ, სანამ იგი ოფიციალურად დამტკიცდება ევროკომისიის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს. მხოლოდ ოფიციალურად მიღებულ სამუშაო პროგრამას ექნება სამართლებრივი ღირებულება.   ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსების კალენდარი იხილეთ ქვემოთ:
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4642.JPG
18/07/2017 17:31

საკონსულტაციო შეხვედრა

18 ივლისს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“  2017 წლის საგრანტო კონკურსიში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად