სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/bshevent.jpg
30/06/2017 10:34

საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“

„შავი ზღვის ჰორიზონტის“ ჩარჩო პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა (International Centre for Black Sea Studies - ICBSS) წარმატებულად გაუწია ორგანიზება კონფერენციას ათენში, 2017 წლის 8 მაისს, სახელწოდებით „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“ (EU - Black Sea Cooperation in Science, Technology & Innovation: towards a jointly agreed STI programme) ინტერაქტიული შეხვედრების მეშვეობით, 70 მონაწილეზე მეტს მიეცა შესაძლებლობა, განიხილოს და მიიღოს რეკომენდაციები ჩარჩო სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და ბირეგიონულ STI თანამშრომლობაში დარჩენილი ბარიერების აღმოსაფხვრელად. მონაწილეები წარმოდგენილნი არიან შემდეგი სფეროებიდან: STI პოლიტიკის შემუშავება, ევროკავშირისა და შავი ზღვის სახელმწიფოების პოლიტიკის გატარება და ანალიზი. ICBSS-მა აგრეთვე უმასპინძლა „შავი ზღვის ჰორიზონტის“ პროექტის გენერალური ასამბლეის სხდომას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პარტნიორმა. „შავი ზღვის ჰორიზონტი 2020“-ის ზაფხულის სკოლის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჩატარდება ერევანში, 2017 წლის 10-12 ივლისს. იხილეთ კონფერენციის პრეზენტაციები, ფოტომასალა და სხვა ინფორმაცია. https://blacksea-horizon.eu/object/news/946
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4182.JPG
28/06/2017 17:05

საკონსულტაციო შეხვედრა

28 ივნისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4161.JPG
28/06/2017 15:12

შეხვედრა გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებთან

28 ივნისს შოთა რუთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებს შორის.  შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა და განიხილეს კოლაბორაციის  გაფართოების საკითხები.  ELSEVIER   - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია ,,ელსევიერთან“  2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.  2014 წლის მაისის თვიდან ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ორგანიზაციას. გამომცემლობა ELSEVIER-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მეცნიერების ანალიტიკის მიმართულებით სხვადასხვა მექანიზმი წარუდგინა. 
სრულად

2017 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

27/06/2017 17:45
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 2017 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების მოხსნის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
26/06/2017 17:10

ფონდი აცხადებს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდოს დაწესებისა და 2017 წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ კონკურსს

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.  კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას. 2017 წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი;   2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.   დადგენილი ვადების,   რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის ჩატარების წესი ქართული / ინგლისური განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ქართული / ინგლისური განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია ქართული / ინგლისური განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა  ქართული / ინგლისური საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქცია ქართული / ინგლისური ხშირად დასმული კითხვები კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს- მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge , ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09)  
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

26/06/2017 15:22
მეცნიერთა სურვილის გათვალისწინებით (კონკურსის მიმართ ფართო აუდიტორიის დაინტერესებით) შეიცვალა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეების ჩატარების ადგილი 30 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 -  სარეგისტრაციო ფორმა კონსულტაცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში; 7 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3 -  სარეგისტრაციო ფორმა კონსულტაცია ჩატარდება ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში(ჭავჭავაძის 32).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
23/06/2017 15:43

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი Advanced Grants

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ევროპული კვლევების საბჭოს გრანტის -   Advanced Grants   გამოცხადების შესახებ.  კონკურსის   -   ERC Advanced Grants   მიზანია მხარი დაუჭროს გამორჩეულ მეცნიერებს, კვლევითი პროექტების ხელმძღვანელებს, რომელთაც  მდიდარი  გამოცდილება და სანიმუშო სამეცნიერო კარიერა აქვთ. კონკურსში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მეცნიერების ნებისმიერი მიმართულებიდან. გრანტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2,5 მილიონ ევროს 5 წლიანი პროექტისათვის.  შეგახსენებთ, რომ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 აგვისტო. დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროგრამა ჰორზონტი 2020-ის მონაწილეთა პორტალზე (Participant Portal)   და ევროპული კვლევების საბჭოს მიერ შემუშავებულ სპეციალურ გზამკვლევში - ინფორმაცია აპლიკანტებისათვის.    ასევე, ხელმისაწვდომია მასალა ხშირად დასმული შეკითხვების საფუძველზე.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4157.JPG
23/06/2017 15:34

საკონსულტაციო შეხვედრა

23 ივნისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
22/06/2017 17:10

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსს

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა. მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა ინდივიდუალური (მობილობის) და ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების) გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:   22 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 26 ივნისი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 28 ივნისი 16:00 - ჯგუფური კონსულტაცია №1, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა ; 6 ივლისი 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა ; 18 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა ; 19 ივლისი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 24 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 26 ივლისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2017 წლის სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   დადგენილი ვადების , რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის 22 ივნისის №78 ბრძანება ; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  კონკურსის პირობები (დანართი 1) ; ბიუჯეტის კლასიფიკატორი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში -  ( დანართი 11 ) ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი . ხშირად დასმული კითხვები   მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულ ფოსტაზე - mgtravel@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4) ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6) დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-5 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტში.   მობილობის საგრანტო კონკურსზე ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9) განსაზღვრული ვადების დაცვით.   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონულ ფოსტაზე - ise@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი და პროექტის აბსტრაქტი (დანართი 3) საპროექტო წინადადება (დანართი 5) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ძირითადი პერსონალისა და ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადი პერსონალი) პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 8) უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან უცხოეთში მოღვაწე ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის დაინტერესების წერილი (დედანი და ნათარგმნი და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ) პროექტში მონაწილეობაზე ( დანართი 12) პროექტის ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13) ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6) დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის დ.ბ ქვეპუნქტში.   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ, ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10) განსაზღვრული ვადების დაცვით. პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! პროექტის გამოგზავნისას, ისარგებლეთ პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით - რეგისტრაციის ინსტრუქცია .  კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის ელექტრონულად გამოგზავნა კონკურსის შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით; კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:    თორნიკე სხირტლაძე skhirtladze@rustaveli.org.ge ვაჟა ლომიძე   lomidze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის # 71 ბრძანებაში

22/06/2017 17:05
„2016 წლის თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ -  ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის  14 ივნისის # 71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სრულად