სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/IMG_1805.JPG
28/10/2016 11:12

ტრენინგი ,,ჰორიზონტი 2020”-ის პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებზე

27-28 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების ხელშეწყობისა და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით,  ჩატარდა ტრეინინგი საქართველოს მეცნიერთათვის და კვლევითი ინსტიტუციების მიერ დასახელებული პირებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა  ტალინის უნივერსიტეტის დოქტორი აბელ პოლესე.  ტრეინინგი - ‘ Navigating H2020 and its rules principles Opportunities and challenges  for Georgian scientists’ შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ში და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებს, კვლევითი პროექტების დაფინანსების მოპოვების საშუალებებს, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებისა და კოლაბორაციის გაზრდის გზებს.  ტრეინინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიღებული ინფორმაციას და ცოდნას გაუზიარებენ კოლეგებს  თავიანთი ინსტიტუციებში პრეზენტაციისა თუ სამუშაო შეხვედრის ფორმატში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
27/10/2016 13:03

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონფერენცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს დაგეგმილი კონფერენციის შესახებ - ‘Frontier Research and Science Diplomacy’ კონფერენციის შესახებ ინფორმაცია და განახლებული დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე. დაინტერესების შემთხვევაში,  შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ კონფერენციის მიმდინარეობას ონლაინ რეჟიმში: Web streaming:   27 ოქტომბერი (გადადით ბმულზე)   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/%233%20picture.jpg
27/10/2016 09:59

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი გამოქვეყნდა

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი გამოქვეყნდა.  #3  ნომრის გასაცნობად, ეწვიეთ  ვებ-გვერდს  
სრულად

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

26/10/2016 15:44
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 26 საკონკურსო განაცხადი.საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 04 თებერვლის N17 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული 26 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება  2016 წლის 11 ნოემბერს თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N7; მე-4 სართული) სადაც  საკონკურსო კომისია  გამოავლენს კონკურსში  გამარჯვებულებს.     მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები
სრულად

გამოყენებითი კვლევების საგრატო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

25/10/2016 16:58
გამოცხადდა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის I ეტაპის შედეგები:  კონკურსის II ეტაპზე გადასული პროექტების სია კონკურსის I ეტაპის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებულ სია    შენიშვნა:  II ეტაპზე გადასული პრექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 31 ოქტომბრამდე ეცნობებათ, კომისის წინაშე, პრეზენტაციით წარდგენის დრო.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_1775.jpg
21/10/2016 17:16

საკონსულტაციო დღე

21 ოქტომბერს, 16:30  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის. ფონდის თანამშრომლები კონკურსის გამარჯვებულებს გააცნეს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების პირობები და უპასუხეს გრანტიორთა შეკითხვებს.
სრულად

2016 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

21/10/2016 11:36
დამტკიცდა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების შეფასების საბოლოო ქულის გამოთვლის წესი. გთხოვთ, იხილოთ  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/IMG_1765.JPG
21/10/2016 11:11

სამუშაო შეხვედრა- ფონდს, „საქპატენტსა“ და “GITA-ს” შორის

21 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე,   „GITA-ს“ წარმომადგენლები და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი და ფონდის თანამშრომლები. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/13639458_10201825652678979_191477807_o.jpg
19/10/2016 16:00

საკონსულტაციო შეხვედრა

21 ოქტომბერს, 16:30  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის. ფონდის თანამშრომლები კონკურსის გამარჯვებულებს გააცნობენ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების პირობებს და უპასუხებენ გრანტიორთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/LESTER.jpg
18/10/2016 11:11

ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ტონი ლესტერის ვიზიტი

17 ოქტომბერს,   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს ეწვია  ORAU-ს ვიცე პრეზიდენტი ტონი ლესტერი.   ORAU სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღები  ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს (მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს) სთავაზობს სპეციალიზებულ ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობა  მოიცავს ORAU-ს მიერ ფონდის  მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის  - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო გრანტების საპროექტო წინადადებების შეფასებას. შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.  ტონი ლესტერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფონდისა და ORAU-ს შორის თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  
სრულად