სიახლეები

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

02/07/2018 13:50
შევიდა ცვლილება „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N30 ბრძანებაში. იხ. ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/962741248_n.jpg
29/06/2018 11:49

ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები

2018 წლის 27 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგად, გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, დიმიტრი ჩუბინიძის დისერტაციის დაცვა სახელწოდებით „ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები“. დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია – ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს. კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება. საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევ არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს. კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/vebi.jpg
26/06/2018 17:54

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 ივნისს, სამშაბათს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.  შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg
26/06/2018 13:35

გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის

კონკურსის სახელწოდება კონკურსი სსიპ - შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო  2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის კონკურსის აბრევიატურა AARP კონკურსის მიზანი საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.    სა კონკურსო განაცხადი ტიპი :   ინდივიდუალური, ჯგუფური.   კონკურსის ძირითადი პირობები კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას.  ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგზარდა მეცნიერი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე თითოეულ ნომინაციაში, დამატებით, შესაძლებელია გაიცეს წარჩინების სიგელი (Seal of Excellence) ფულადი ჯილდოს გარეშე.  თითოეულ ნომინაციაში დამატებით გაიცემა არაუმეტეს 1 სიგელი;   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი კონკურსის განრიგი და ვადები: 2018 წლის 26 ივნისი - კონკურსის გამოცხადება; 20   ი ვლისის 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ბოლო ვადა; 23 ივლისის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                                ივლისი- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა); აგვისტო/სექტემბერი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.   დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის ჩატარების წესი ( ქართული / ინგლისური ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ( ქართული / ინგლისური ) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია  ( ქართული / ინგლისური ) განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის დასაბუთების წერილი დარგში  ბოლო 3 წლის პერიოდში  სამეცნიერო მიღწევების მითითებით  ( ქართული / ინგლისური ) სარეკომენდაციო წერილი ( ქართული / ინგლისური ) ხშირად დასმული კითხვები   კოორდინატორები: მაკა ქაჯაია, თორნიკე სხირტლაძე
სრულად

დამტკიცდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტთა კოდექსი

26/06/2018 11:04
დამტკიცდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტთა კოდექსი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/YS/etriks.jpg
26/06/2018 10:17

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შუალედური შედეგები

“2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 107 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარეს ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპი და შეფასების ეტაპზე გადავიდა 107-ვე პროექტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1_3.jpg
25/06/2018 13:53

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“

25 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსა. ფორუმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC). ღონისძიება 30 ივნისამდე გასტანს. ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთვება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კომბინირებული სამეცნიერო ფორუმი მიეძრვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს  და მიზნად ისახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანის გაანალიზებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/farosana%20NFA-SRNSFG/farosana.jpg
25/06/2018 12:05

საკონსულტაციო დღე - „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსი

26 ივნისს, პარასკევს, 16 საათზე, გაიმართება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო დღე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სხდომის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  სართული 4) საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/FR%202018/FR-surati.jpg
22/06/2018 15:11

საკონსულტაციო დღე - ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

29 ივნისს, პარასკევს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  სართული 0) საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/FR%202018/FR-surati.jpg
20/06/2018 16:36

ფონდი აცხადებს 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი  კონკურსის აბრევიატურა FR კონკურსის მიზანი ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური  კონკურსის ძირითადი პირობები   პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას: პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში , არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 45 000 ლარს. აღნიშნული თანხიდან ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 15 000 ლარისა წელიწადში, ხოლო გამოცდილ მეცნიერთა საგრანტო დაფინანსებისათვის - არაუმეტეს 30 000 ლარისა წელიწადში.  სავალდებულოა, ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის მონაწილეობა პროექტის ყველა საანგარიშო პერიოდში. ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, თუ პროექტში არ არიან ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი(ებ)ი , არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს  წელიწადში; დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში. ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 2018 წლის 20 ივნისი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 2018 წლის 29 ივნისი, 6 ივლისი, 13 ივლისი   –  ჯგუფური კონსულტაციები; *29 ივნისს 16:00 საათზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  სართული 0),  შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა . * 6 ივლისს, პარასკევს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის B კორპუსის 201-ე აუდიტორიაში , II სართული (ჭავჭავაძის 32).  საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. *11 ივლისს, ოთხშაბათს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზში, III  სართული. *13 ივლისს, პარასკევს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის  107-ე აუდიტორიაში. * 13 ივლისს, პარასკევს, 11, 12 და 13 საათებზე გაიმართება GMUS- ში პროექტის რეგისტრაციის საკონსულტაციო შეხვედრა ფონდის საკონფერენციო დარბაზში, მ. ალექსიძის N 2, II სართული.   საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ   სარეგისტრაციო ფორმა.   2018 წლის 16 ივლისი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 2018 წლის 27 ივნისიდან 25 ივლისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია; 2018 წლის 27 ივლისის 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2018 წლის ივლისი-აგვისტო – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 2018 წლის აგვისტო – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; 2018 წლის აგვისტო-დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების  შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; 2019 წლის იანვარი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა; 2019 წლის იანვარი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; 2019  წლის  იანვარი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 20 ივნისის №80 ბრძანება სამეცნიერო კლასიფიკატორი ( GEO / ENG ) ბიუჯეტის კლასიფიკატორი შეფასების კრიტერიუმები პროექტით განსაზღვრული კვლევის შედეგების ამსახველი მასალა   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები პირობები - დანართი 1 კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 საპროექტო წინადადება - დანართი 3 ( GEO / ENG ) ძირითადი პერსონალის ბიოგრაფია - CV - ნიმუში, დანართი 4 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი  -  ნიმუში, დანართი 5   პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 ( GEO / ENG )   უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - დანართი 7 (ENG) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ ENG ) თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 ( GEO / ENG )   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები ( ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება 27 ივნისს) გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული) მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით fr@rustaveli.org.ge 16 ივლისამდე . კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე. ხშირად დასმული კითხვები   კოორდინატორები: ქეთევან გაბიტაშვილი თორნიკე სხირტლაძე სალომე შარაშენიძე - 2 200 220 (4016) გიორგი ბაგაშვილი თამთა ტურაშვილი ანა გოგუაძე საკონტაქტო ინფორმაცია: fr@rustaveli.org.ge   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად