სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dasd.jpg
07/12/2017 18:24

2018 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ინოვაციის (GIST) ტექნოლოგიური იდეის (Tech-I) კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ინოვაციის (GIST) ტექნოლოგიური იდეის (Tech-I) კონკურსის შესახებ. ტექნოლოგიური იდეის კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებსა და ინოვატორებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში, დაესწრონ ტრენინგებს და მოიპოვონ საწყისი კაპიტალი. 2018 წლის GIST Tech-I კონკურსი იწვევს დამწყებ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (S&T) ყველა სფეროში (მაგალითად: სოფლის მეურნეობა, განათლება, ენერგეტიკა გარემო, ჯანდაცვა, ინფორმაციული  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ოკეანეები და კოსმოსის მეცნიერება). დამწყებ საფეხურზე მყოფ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სტარტაპებს შეუძლიათ, გაწევრიანდნენ ერთ-ერთ Tech-I ჯგუფში. თითოეული GIST-თან ასოცირებული მენტორი აირჩევს სამ სტარტაპს გლობალური საჯარო არჩევნებით. 10 წამყვან სტარტაპს და მათ GIST-თან ასოცირებულ მენტორს კი დაუფინანსდებათ 2018 წლის სტამბოლის გლობალურ მეწარმეობის კონგრესის ბოლო ეტაპზე დასასწრებად საჭირო ვიზიტის ხარჯები. ფინალისტებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი იდეები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ 2018 წლის გლობალური  მეწარმეობის კონგრესის (GEC)-ის მეშვეობით და მიიღონ 10 000 USD საწყისი კაპიტალის სახით. ამასთანავე, ყველა ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგში GEC-მდე და კონგრესის შემდეგ სამი თვის განმავლობაში. 2018 წლის Tech-I კონკურსის ორგანიზატორები  არიან ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის (AAAS) და VentureWell. განაცხადების მიღება 2018 წლის Tech-I კონკურსისათვის შესაძლებელია ამა წლის 28 დეკემბრამდე. განაცხადი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტის მოკლე შეჯამებას წუთ-ნახევრიან ვიდეო ჩანაწერთან ერთად. ვიდეო უნდა წარმოაჩენდეს ინოვაციურ პროდუქტსა და იდეას და უნდა გაიგზავნოს მოცემული ბმულის მეშვეობით: http://www.gistnetwork.org/content/gist-tech-i განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 18-დან 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიზნესი ან სურვილი ბიზნესის დაწყებისა GIST-ში მონაწილე რომელიმე ქვეყანაში. განსაკუთრებით წახალისებულია იმ ორგანიზაციების მონაწილეობა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ახალგაზრდა მეცნიერებთან და ინჟინერებთან (უნივერსიტეტები, ბიზნეს ინკუბატორები, ბიზნესის დამაჩქარებლები (accelerators)).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/24946153_10155920873517378_316485352_o.jpg
07/12/2017 15:49

„საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი: ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“

2017 წლის 01 დეკემბერს სასტუმროში „Holiday Inn Tbilisi“ 08:30-17:00 საათზე, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის, ხელშეკრულება MG_CG_09-3004/5344 კონფერენცია: „საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი: ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“. კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრები, ქართველი უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები და რადიოლოგები საქართველოს 20 სამედიცინო დაწესებულებიდან - სულ 200-ზე მეტი პერსონა. პროექტის მიზანი იყო უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების მართვის შესახებ ევროპის უროლოგთა ასოციაციის უახლესი რეკომენდაციების გაცნობა, ამ რეკომენდაციების კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის გზების დასახვა და ქართველი პაციენტების მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება; საქართველოში უროლოგიური მეცნიერების განვითარების გზების ანალიზი და დაგეგმვა; ქართული უროლოგიური მეცნიერების ევროპის მასშტაბით პოპულარიზაცია და რეგიონში (კავკასია-ცენტრალური აზია) მისი წამყვანი როლის დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა რთული შემთხვევების ანალიზი. სხვადასხვა სპეციალისტებმა საჯარო დისკუსიაში წარმოადგინეს დაავადებების მართვის მათეული პრინციპები. ყოველი სესიის ბოლოს იმართებოდა ინტერაქტიული დისკუსია აღნიშნული სპეციალისტების მონაწილეობით.   სამომავლოდ, კერძოდ ზაფხულში, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია გეგმავს კიდევ უფრო მასშტაბური კონგრესის მოწყობას მეტი ქართველი და უცხოელი დელეგატის მონაწილეობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/24825913_1963008937047952_1769460022_o.jpg
07/12/2017 14:21

"ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა"

2017 წლის 6 დეკემბერს, 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის "ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა" პრეზენტაცია.
სრულად

ბრძანება ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი - საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული დოქტორანტების დამტკიცების შესახებ

07/12/2017 14:06
გთხოვთ, იხილოთ ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი - საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული დოქტორანტების დამტკიცების შესახებ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N 164 ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/20171201_180347.jpg
06/12/2017 13:10

„ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“

 2017 წლის 1-ელ დეკემბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, 18:00 საათზე, გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის,  „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდა მუზეუმის ადმინისტრაცია, შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერი თანამშრომლები, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, პროექტით დაინტერესებული სტუდენტები (მაგისტრანტები და დოქტორანტები). პროექტის ხელმძღვანელმა, ლიტერატურის მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ია ღადუამ დამსწრეთ გააცნო პროექტი და წარუდგინა პროექტის ფარგლებში გამოცემული „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის“ (XII-XIX საუკუნეები) ოთხი წიგნი, რომელშიც შესულია პროექტის ფარგლებში აღწერილი 2636 ხელნაწერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_7068.JPG
06/12/2017 09:55

“ მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე “

2017 წლის 5 დეკემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში , 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე“ პრეზენტაცია.  პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა ორი კვლევა: „მიგრაცია და შრომის მიწოდება საქართველოში“ და „მიგრაცია და სასკოლო მიღწევები საქართველოში“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, CRRC საქართველოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროფესორები.  
სრულად

ინფორმაცია კლარივაიტის შესახებ - წვდომა „Web of Science”-ის კოლექციაზე

05/12/2017 16:44
2017 წლის 1 დეკემბერს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას  LLC “Clarivate” -თან, რომლის ფარგლებში ხელმომწერ ინსტიტუციებს და ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 8 დეკემბრიდან ექნებათ წვდომა „ Web of Science” -ის კოლექციაზე, სადაც  ინდექსირებულია 16 000 წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი მეცნიერების ყველა სფეროში -  ტექნიკური მეცნიერების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერების, ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერების მიმართულებით. ბაზაში არსებული თითოეული ჩანაწერისთვის დათვლილია ასევე ციტირების რაოდენობა, რაც საუკეთესო ინდიკატორია სტატიის გავლენის, მნიშვნელობის და კვლევის გავლენის (იმპაქტის) შესაფასებლად. „Web of Science“-ზე წვდომა საშუალებას მისცემს საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს განახორციელონ მათ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი ნაშრომების თემატური ძებნა, ვინაიდან ხდება თითოეული ავტორის ინდექსაცია, მოძებნონ საუკეთესო კოლაბორანტი ერთობილი კვლევისთვის და მაღალი გავლენის (იმპაქტის) მქონე ჟურნალი თავიანთი კვლევის გამოსაქვეყნებლად. „Web of Science“-ის გამოყენებით უნივერსიტეტების ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნებათ ჩამოაყალიბონ სამეცნიერო განვითარების სტრატეგია. ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ ექნებათ წვდომა ასევე Derwent World Patent Index-ზე, რომელიც არის უნიკალური საპატენტო ბაზა და მოიცავს პატენტის სახელწოდებებს, აბსტრაქტებს, მფლობელის შესახებ ინფორმაციას და ექსპერტების მიერ განხორციელებულ კლასიფიკაციას, 90 %-იანი ძებნის შედეგების რელევანტურობით.
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

04/12/2017 13:27
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესები.  გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Daad.jpg
01/12/2017 15:11

SRNSFG-DAAD-ს შემაჯამებელი კონფერენცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, 09:30 – 17:00 საათზე , ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის N115 აუდიტორიაში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „Rustaveli-DAAD-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: პროექტების პრეზენტაცია”. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგებიან “Rustaveli-DAAD”-ს ერთობლივი საგრანტო პროგრამის 2017 წლის სტიპენდიანტები: დოქტორანტები და პოსტდოკები. პრეზენტაციები განსაკუთრებით ინფორმატიული იქნება საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მკვლევრებისთვის. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დღის განრიგი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/10_years_erc.jpg
30/11/2017 19:02

ევროპული კვლევების საბჭოს Consolidator Grants-ის შედეგები

  ევროპული კვლევების საბჭომ (ERC)  Consolidator Grants-ის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. აღნიშნული გრანტი, რომელიც მეცნიერების გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად,  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის შემადგენელი ნაწილია. გრანტით გათვალისწინებული დაფინანსება, რომელიც 630 მილიონ ევროს უტოლდება, გადაეცემა 329 მკვლევარს ევროპის მასშტაბით. კარლოს მოედასმა, ევროკომისარმა კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით, განაცხადა: „ჰორიზონტი 2020 დააფინანსებს 329 მეცნიერს ERC-ის გრანტის ფარგლებში, რითაც ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის მეცნიერების განვითარებას. აგრეთვე, მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ქალი მეცნიერების ჩართულობა ERC-ის კონკურსებში თანდათან იზრდება. ამ მიმართულებით კვლავ ბევრი სამუშაოა  განსახორციელებელი, თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო კვლევისა და ინოვაციის სფეროში  გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით მუშაობა“.  ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ჟან-პიერ ბურჟინიონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამეცნიერო საბჭოს სახელით, მოხარული ვარ, მივულოცო ERC-ის გრანტიორებს. ასევე მადლიერებას გამოვხატავ იმ 3 000-ზე მეტი წამყვანი მეცნიერისა და მკვლევარისადმი, რომელთაც კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევისა და შეფასებისათვის გაწიეს თავდაუზოგავი შრომა.  აღნიშნული გრანტი წაახალისებს მეცნიერებს და ხელს შეუწყობს მათ თავიანთი გაბედული იდეებისა და ინიციატივების განვითარებაში“. გრანტიორები თავიანთ პროექტებს განახორციელებენ ევროპის 22 ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. ყველაზე მეტი პროექტი (60 გრანტი) გაერთიანებული სამეფოში განხორციელდება, რომელსაც მოჰყვება გერმანია (56 გრანტით), საფრანგეთი (38), ნიდერლანდების სამეფო (25). აღნიშნულ კონკურსში, 39 ეროვნების მკვლევარმა მოიპოვა დაფინანსება, რომელთა შორის არიან გერმანელები (55 გრანტი), იტალიელები (33), ფრანგები (32) და ბრიტანელები (31 გრანტი). ახალი გრანტიორების მიერ შემოთავაზებული კვლევითი პროექტები მოიცავს სხვადასხვა საკითხს ფიზიკური მეცნიერებებისა და ინჟინერიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. (იხილეთ მეტი ). ევროპული კვლევების საბჭომ სულ 2, 538 განაცხადი შეაფასა, რომელთაგან 13%-მა მოიპოვა დაფინანსება და მათგან 32%-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი ქალია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ გრანტები 2 000 დამატებით სამუშაოს შექმნის პოსტ-დოქტორანტებისათვის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და კვლევით ჯგუფებში ჩართული სხვა პერსონალისათვის (იხილეთ სტატისტიკა ). გამარჯვებული მკვლევრების სია ანბანური რიგის მიხედვით გამარჯვებული მკვლევრების სია სამეცნიერო დარგების მიხედვით: . ფიზიკური მეცნიერებები და ინჟინერია; . სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; . სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.   სტატისტიკა - Consolidator Grants 2017 Consolidator Grant: ERC-ის Consolidator Grants განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის  გამორჩეული მკვლევრებისთვის, რომელთაც აქვთ 7-12 წლიანი კვლევითი გამოცდილება. კვლევა უნდა განხორციელდეს  ევროკავშირის წევრ ან ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის საჯარო ან/და კერძო კვლევით ორგანიზაციაში. გრანტი (მაქსიმუმ 2 მილიონი ევრო პროექტისთვის) 5 წლამდე ხანგრძლივობის პროექტებისთვისაა განკუთვნილი და ითვალისწინებს დაფინანსებას მკვლევრებისა და პროექტში ჩართული ჯგუფის წევრებისათვის. ERC-ის შესახებ ევროპული კვლევების საბჭო დაარსდა  2007 წელს ევროკავშირის მიერ  და არის პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად აფინანსებს გამორჩეულ მკვლევრებს. ERC-ს აქვს სამი მთავარი საგრანტო სქემა: ERC Starting Grants - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის, Consolidator Grants – 7-12 წლის კვლევითი გამოცდილების მქონე მკვლევრებისთვის და Advanced Grants - დამკვიდრებული მკვლევრებისთვის. ამასთანავე, ERC Synergy Grants  განახლდა 2017 წელს. ERC-ს კონკურსების ფარგლებში, დღემდე, სულ დაფინანსებულია 7500 წამყვანი მკვლევარი და 50 000-მდე პოსტ-დოქტორანტი, დოქტორანტი და პროექტებში ჩართული სხვა კვლევითი პერსონალი. ERC-ის 2017 წლის ბიუჯეტია 1.8 მილიარდი ევრო, რაც ევროპაში კვლევის მიმართულებით მთლიანი დაფინანსების 1%-ია. ევროკომისარი კარლოს მოედასი არის პასუხისმგებელი ევროპული კვლევების საბჭოს ფუნქციონირებაზე და პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2014-2020 წლებისათვის 13 მილიარდ ევროს შეადგენს. ERC-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო საბჭო მართავს, რომელსაც 2014 წლის იანვრიდან ERC-ის პრეზიდენტი, ჟან-პიერ ბურჟინიონი ხელმძღვანელობს.
სრულად