სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/tsu.jpg
27/10/2017 17:51

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში მიღწეული წარმატების შესახებ. U.S. News & World Report-ის 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 359-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგის 2018 წლის ვერსიის კვლევებში მსოფლიოს 74 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტია შესული. საქართველოს უნივერსიტეტებიდან რანჟირებაში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6009.JPG
25/10/2017 17:00

„მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“

2017 წლის 25-27 ოქტომბერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები.“ აღნიშნული კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნა მევენახეობა მეღვინეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვით. კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/10_years_erc.jpg
23/10/2017 14:12

ERC Starting grant 2018 - განაცხადების მიღება დასრულდა

2017 წლის 17 ოქტომბერს  ევროპული კვლევების საბჭოს ( ERC)  საგრანტო კონკურსისათვის  Starting Grant , განაცხადების მიღება დასრულდა.      გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რაოდენობა 3 %-ით გაიზარდა. საკონკურსოდ ჯამში  დარეგისტრირდა 3170 საპროექტო წინადადება. პროექტების უმრავლესობა  ფიზიკური მეცნიერებისა და ინჟინერიის  მიმართულებიდანაა (1345 - ანუ 42 %). სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე   915 განაცხადი დარეგისტრირდა (29 %),  ხოლო სიცოცხლის შემსწავლელ  მეცნიერებებზე  კი -  910 განაცხადი (29 %). ასევე ყურადსაღებია სტატისტიკა გენდერულ ჭრილში - ქალი კონკურსანტების რაოდენობა თანაბარია შარშანდელი მონაცემისა (დაახლოებით 37 %). ევროპული კვლევების საბჭო შეუდგა საპროექტო წინადადებების შეფასების პროცესს. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები გამოვლინდება 2018 წლის ზაფხულში. აქვე  შეგიძლიათ გაეცნოთ საგრანტო კონკურსის შემფასებელი პანელის წევრებს  მიმართულებების მიხედვით. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/3_1.JPG
20/10/2017 16:59

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის: კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 25 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N07 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული 19 საკონკურსო განაცხადი. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული პროექტები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/horizon2020.jpg
19/10/2017 17:28

„ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების პირველადი ვერსიები 2018-2020 წლებისთვის

1) „ბრწყინვალე მეცნიერების“ სვეტი: მომავალი და საბაზისო ტექნოლოგიები; მარია სკლოდოვსკა კიურის აქტივობები; კვლევის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის სამუშაო პროგრამა 2) „ინდუსტრიული ლიდერობის“ სვეტი: სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია; ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; კოსმოსი, სამუშაო პროგრამა 3) „საზოგადოებრივი გამოწვევების“ სვეტი: ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა; საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო, საზღვაო ფლოტისა და შიდა წყლების კვლევა და ბიოეკონიმიკა; უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია; „ჭკვიანი“, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი; კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული; ევროპა ცვალებად მსოფლიოში ; ჰორიზონტალური პროგრამები: ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის; რისკ-ფინანსებთან წვდომა; ბრწყინვალების გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება ; მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის; ევროპული ინოვაციური საბჭო; ევრატომი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/eapplus.PNG
17/10/2017 12:20

საგრანტო კონკურსი კლასტერებისათვის კიდევ ერთხელ გამოცხადდა

EAP Plus-ის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი კლასტერებისათვის, განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება 17 ოქტომბრიდან 4 დეკემბერი ჩათვლით. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება 10 000 ევროს ოდენობით.  გრანტი განკუთვნილია საქართველოსა და ევროკავშირის კლასტერებს შორის მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობისათვის და მისი მიზანია ევროკავშირსა და  საქართველოს შორის კვლევისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ყურადსაღებია, რომ კონკურსში თანამონაწილე კლასტერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული ECCP  (European Cluster Collaboration Platform)-ზე.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ და განაცხადს დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები: სააპლიკაციო ფორმა; ევროპული პარტნიორი კლასტერი ორგანიზაციის მხრიდან ხელმოწერილი და დათარიღებული თანხმობის წერილი; ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კლასტერების მოკლე პრეზენტაცია (PDF, PPT ფორმატი) ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლასტერის პროფილის ბმული ან screenshot პლატფორმიდან ECCP.  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ქ-ნ კრისტინა დაქსს k.dax@inno-group.com გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები და EaP PLUS პროექტის ბმული https://www.eap-plus.eu/object/call/116  ; რას ნიშნავს კლასტერი? ევროკომისიამ ევროკავშირის კლასტერების პორტალზე ამ ტერმინის შემდეგ განმარტება განათავსა: „სპეციალიზებული ორგანიზაციებისა (ხშირად მცირე ან საშუალო ზომის) და სხვა დამხმარე ინსტიტუციების ერთობლიობა, რომელიც თანამშრომლობს მჭიდროდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე. თანამშრომლობის გზით მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს შეუძლიათ იყვნენ უფრო ინოვაციური, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და დაარეგისტრირონ მეტი პატენტი, ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ.“ ამ კონკურსის ფარგლებში, კლასტერი, შესაძლებელია, იყოს კვლევითი ორგანიზაციებისა (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტები, სხვა ორგანიზაციები, რომელთაც წესდებით აქვთ განსაზღვრული კვლევითი საქმიანობა) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამზადებს საპროექტო განაცხადს. EU cluster Letter of Consent template Grant Scheme Application Georgia Grant Scheme Call for Applications Georgia
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/936a466d831578a5c94ba03889d0ca4b.jpg
17/10/2017 09:42

ქართველი ნომინანტის წარდგენა ჯონ კლუგეს სახელობის პრიზზე

აშშ-ის „კონგრესის ბიბლიოთეკის“ (Library of Congress) მიერ დაწესებული ჯონ კლუგეს სახელობის პრიზი ( John W. Kluge Prize for Achievement in the Study of Humanity ) გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ და ჯილდოვდება ერთი მეცნიერი მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებიდან, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიასა და განვითარებაზე. 2017 წლის კონკურსზე, პირველად საქართველოდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა “კლუგეს პრიზზე” წარსადგენად დაასახელა დოქტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი პალეოანთროპოლოგი და არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, რუსთაველის ფონდის წარმატებული გრანტიორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალუმნი. დავით ლორთქიფანიძის თაოსნობით განხორციელებულმა კვლევებმა სრულიად შეცვალა მანამდე არსებული წარმოდგენა ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მის სახელს უკავშირდება დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას 1,8 მილიონი წლის ასაკის თავის ქალების აღმოჩენა, რომლებიც მიეკუთვნება ადრეული ჰომინიდების ნაშთებს. დავით ლორთქიფანიძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი კვლევები გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებში, როგორიცა არის Science და Nature
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5979.JPG
16/10/2017 13:42

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 207-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეექვსე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5936.JPG
12/10/2017 13:26

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეხუთე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/21743393_10207681058183208_3161881270819063602_n.jpg
11/10/2017 16:40

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ,თსუ,ილიაუნი,აგრიუნი) სტუდენტები იულიხში

2017 წლის  9-17 სექტემბერს   „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“  კონცეფციის ფარგლებში  იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდა ე.წ. QUALI-Start-Up  ლექციების კურსი. ეს პროექტი  არის -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის  „შემოდგომის ლექციები თბილისში“- პროექტის (2013, 2015) გაგრძელება. პროექტის ხელმძღვანელია საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ. ლექციების კურსი საზეიმოდ გახსნა  იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა. ლექციების კურსს ესწრებოდა  საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ,სტუ.ილიაუნი და აგრიუნი)  22 სტუდენტი.  სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ  იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP)   დირექტორი, პროფ.ჰანს შტროერი,  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის  (INM-5)  ინსტიტუტის დირექტორი პროფ ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის  (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჯონ შა,  ენერგიისა და კლიმატის ინსტიტიტის (IEK) დირექტორები: პროფ.ანდრეას ვანერი და პროფ.ასტრიდ კლენდერ-შარ, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის  (ZEA) დირექტორი, პროფ.გჰალებ ნატუა, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის(PGI) და  კვლევითი ცენტრის თანამშრომლები:პროფ.დეტლევ გოტა, დოქტორი ფარიდა გრინბერგი, დოქტორი ანდრო კაჭარავა, დოქტორი ირაკლი ქეშელაშვილი, დოქტორი მანუელ ანგსტი,დოქტორი ეზეკიელ ფარერ  და სხვები. ლექციების კურსის გარდა სტუდენტებს ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობები,  ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაციები, რომლებიც სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომდიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა)  წარმოადგინეს. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. სტუდენტები გაეცნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen)  და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში.  
სრულად