სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/clarivate%20logo.jpg
20/04/2018 18:14

Clarivate Analytics აცხადებს ვებინარებს

შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანია “Clarivate Analytics” მიმდინარე წლის 23-27 აპრილს ატარებს ყოველთვიურ ვებინარებს, სადაც კონსორციუმის წევრი ინსტიტუციები გაეცნობიან, თუ როგორ გამოიყენონ მოპოვებული რესურსები სამეცნიერო-კვლევითი, საპატენტო, საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. ასევე, გაეცნონ პლატფორმა Web of Science-ის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის მომსახურებებს Publons (ინსტრუმენტი გამომცემლებისა და რედაქტორებისთვის) და Kopernio (სრული ტექსტების საძიებო სისტემა). ვებინარებში მონაწილეობის მიღება უფასოა და გაიმართება 3 ნაწილად, მათ შორის, I ნაწილი ჩატარდება ორჯერ. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა. მონაწილეებს, რომლებიც მოისმენენ მინიმუმ 1 სემინარს, გადაეცემათ სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9958.JPG
20/04/2018 16:48

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 20 აპრილს, პარასკევს 16:00  საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/pgh2020.jpg
18/04/2018 11:29

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 20 აპრილს, პარასკევს 16:00  საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0121.JPG
18/04/2018 10:39

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის  18 აპრილს, ოთხშაბათს 16:00 საათზე,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/etriks_3.jpg
17/04/2018 17:27

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის!

2018 წლის 18 აპრილს, ოთხშაბათს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები კონკურსის შესახებ, ასევე, ჩატარდება 2018 წლის  3 და 16 მაისს ფონდის საკონფერენციო დარბაზში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
17/04/2018 17:26

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 24 აპრილს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.   მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები კონკურსის შესახებ ასევე ჩატარდება 2018 წლის  24 მაისსა  და 12 ივნისს. კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0112.JPG
16/04/2018 17:07

შეხვედრა ბულგარეთის ანტარქტიდის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბულგარეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის -  Bulgarian Antarctic Institute    წარმომადგენლებს შეხვდა. ქ-ნ მანანა მიქაბერიძემ მათ ფონდის საქმიანობა და პროგრამები გააცნო. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობით, ბულგარეთის მეცნიერებს (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მეცნიერებს) ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავება  და ფონდში საკონკურსოდ წარდგენა შეუძლიათ -  საერთაშორისო მკვლევართათვის  ღიაა როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა დაფინანსების, ასევე ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების დაფინანსების სქემები.   Bulgarian Antarctic Institute -ის წარმომადგენლებმა საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სხვადასხვა კვლევით უნივერსიტეტების და ცენტრების წარმომადგენლებთან.   ინფორმაცია  Bulgarian Antarctic Institute -ის საქმიანობის შესახებ  ხელმისაწვდომია ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_0063.JPG
13/04/2018 10:08

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

13 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედა ენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა “დედაენისთვის” შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისათვის შემქნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, იაკობისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების მიმოწერა “დედაენის” შექმნის პროცესთან დაკავშირებით, პირველნაბეჭდი “დედაენა”, ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა - 1629 წელს რომში დაბეჭდილი “ქართულ-იტალიური ლექსიკონი”, აფხაზური “დედაენა” - რეპრესირებული წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის არქივს შემორჩა, მიძღვნითი წარწერით გამომცემელთაგან, “დედაენის” 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები და სხვ. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.  მემორანდუმის ფარგლებში თსუ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამართავენ ერთობლივ კონფერენციებს, სამეცნიერო და სასწავლო სემინარებს.  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა  ნანი გაფრინდაშვილმა.  კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის“ პრეზენტაცია. მაღალი სიხშირის მიხედვით. ამიტომ წიგნი სასარგებლო იქნება მომხმარებელთა ფართო წრისთვის. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/30772286_10156277991082378_710293491_o.jpg
13/04/2018 09:57

გამოფენა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში

2018 წლის 13 აპრილს, 13 საათზე სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)“ ფარგლებში დაგეგმილი ხელნაწერების გამოფენა. გამოფენას ესწრებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სრულად