სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3972.JPG
23/05/2017 14:17

მემორანდუმი - ბულგარეთისა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდებს შორის

მიმდინარე წლის 21-24 მაისს საქართველოს ესტუმრა  ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია, რომლის წევრებიც არიან ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე - გეორგი ვაისილოვი, ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დიანა კოპევა; საქართველოში ბულგარეთის ელჩის მრჩეველი დანტჩო მიტჩევი. დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეცნიერული თანამშროლობის გაღრმავება, STI სექტორში დამატებით შესაძლებლობებზე დისკუსია და იდეების მიმოცვლა, ბულგარელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მეცნიერთა ქსელის ჩამოყალიბების წახალისება. დღეს, 23 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის. შეხევედრას ბულგარეთის დელეგაციის გარდა ესწრებოდა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი დესისლავა ივანოვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3944.JPG
22/05/2017 16:51

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 22 მაისს 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2017 წლის  საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/18518311_1448644378515121_4402251259212393070_o.jpg
22/05/2017 13:48

ქართველი მოსწავლეების გამარჯვება Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

ლოს-ანჯელესში, Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ, გამოვლინდა გამარჯვებულები. IV ადგილის მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი.  ქართველმა მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ კონკურსზე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ მესამე ადგილი მოიპოვეს პროექტით „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“ რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანების მიმართულებაში. საქართველოს წარმომადგენლობა ორშაბათს სიამაყით დაბრუნდა სამშობლოში. ვულოცავთ წარმატებას ჩვენს მოსწავლეებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/10%20years.jpg
19/05/2017 11:46

10 წელი - 10 პორტრეტი

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოამზადა შემეცნებითი მასალა - 10 პორტრეტი გამორჩეული კვლევითი პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელების მონაწილეობით. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღები მეცნიერები საზოგადოებას უზიარებენ მიზნის დასახვისა და ამოცანების განხორციელების საკუთარ გამოცდილებას. 10 წელი - 10 პორტრეტი   ხელმისაწვდომია ამ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_6234.JPG
18/05/2017 16:40

ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულები Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული კონკურსის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ 9 გამარჯვებული მოსწავლე, 2017 წლის 13 მაისს, გაემგზავრა ქალაქ ლოს-ანჟელესში, კალიფორნია (აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  კონკურსში მონაწილეობს მსოფლიოს 78 ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლე გამომგონებელი. 15-18 მაისს კონკურსანტები პრეზენტაციებით წარსდგებიან ჟიურის წინაშე გამარჯვებულების გამოსავლენად.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3906.JPG
16/05/2017 16:30

შეხვედრა მეცნიერებთან

16 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წამომადგენლებთან.  შეხვედრაზე განხილეს საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების სამეცნიერო პროდუქტიულობის განსაზღვრის კრიტერიუმები, სამეცნიერო პუბლიკაციების რეფერირებისა და ფონდის ექსპერტთა ბაზაში მეცნიერთა რეგისტრაციის საკითხები.
სრულად

ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები

16/05/2017 15:33
ევროპული კვლევების საბჭოს გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერა - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ღონისძიებაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები იხილეთ  ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
15/05/2017 15:19

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.   ერთობლივი კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით  ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა. კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები: 1) ერთობლივი კვლევითი პროექტები (ხანგრძლი ვ ობა 2 წელი); 2) ერთობლივი სემინარები. პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში -  არაუმეტეს 2 გრანტისა. საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ  პარტნიორებს საქართველოს მხრიდან. მეორე კატეგორიაში (ერთობლივი სემინარები) გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს - პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის. ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განაცხადს საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები განაცხადს წარადგენენ იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში. ორივე კატეგორიის პროექტისთვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტში ჩართული ქართული ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა)  „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ მონაწილე პროექტის წარმომდგენ ქართველ მკვლევართა განცხადებას - დანართი №3 (ხელმოწერით  დადასტურებული). ბ)   საპროექტო წინადადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე,   ამობეჭდილი სახით ხელმოწერილი პროექტის ქართველი ხელმძღვანელის მიერ, ასევე სრული პროექტი ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD-R დისკზე,   დანართ №2-ში მოცემული ფორმის შესაბამისად (პროექტის ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა-გრაფიკი, ქართული ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფია - CV); გ) ქართული ჯგუფის წევრთა მუშაობისა და აკადემიური ხარისხის/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 3. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში   წარდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 30 ივნისის 14:00 საათამდე. დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. ერთობლივ კონკურსზე განაცხადის წარსადგენად იხელმძღვანელეთ თანდართული დოკუმენტებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინ ი სტრის ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის  ბრძანება ; კონკურსის პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები ; ერთობლივი განცხადების ფორმა; საპროექტო განაცხადი ს ფორმა ;  იხილეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ CNR-ის ვებ-გვერდზე (იტალიურ ენაზე): https://www.cnr.it/en/news/7463/nuovi-bandi-accordi-bilaterali-cnr-con-l-internazionalizzazione-la-ricerca-va-lontano დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახური მარიამ ქებურია  ელ-ფოსტა: keburia@rustaveli.org.ge    ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4022) ირაკლი გრძელიშვილი: ელ-ფოსტა:  grdzelishvili@rustaveli.org.ge   ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4406)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/18426722_822761347875464_1110555770_o.jpg
11/05/2017 14:49

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20clis%20konkursebi/HE/slider2.jpg
10/05/2017 15:22

ფონდი აცხადებს „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსს

საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური კვლევითი გრანტები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას ერთობლივად, პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: 10 მაისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 10 მაისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 22 მაისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 2 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 9 ივნისი - ელ. ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 12 ივნისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 15 ივნისი, 16:00 სთ. - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; აგვისტო, 2017 - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მაისის № 50 ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1); პროექტის თავფურცელი (დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენებზე); საპროექტო წინადადება (დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები - CV-ები (დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხოელი მკვლევრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Commitment ( დანართი 5 ). თანხმობის წერილი ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს თარჯიმანთა ბიუროს მიერ. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტის ბიუჯეტი (დანართი 7, ქართულ და ინგლისურ ენებზე); ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( დანართი 8 ); განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ( დანართი 9 ); პროექტის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვითი კატეგორიები ( დანართი 10 ); ხშირად დასმული კითხვები; რეგისტრაციის ინსტრუქცია . კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია ელ. ფოსტის მეშვეობით - 2017 წლის 10 მაისიდან 12 ივნისის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 15 ივნისის 16:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს კონკურსის ელ.ფოსტის მისამართზე: he@rustaveli.org.ge კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge თორნიკე სხირტლაძე ელ-ფოსტა: skhirtladze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!  
სრულად