ორმხრივი თანამშრომლობა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

05/01/2016 16:18

კონკურსის მიზანი: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS)  ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის  მიზანია მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს კვლევის ინტერნაციონალიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარების გზით. პროგრამა CNRS PICS-ი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციული საერთაშორისო ჯგუფების/ქსელის შექმნას.

სამიზნე ჯგუფი: საქართველოსა და საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების მიხედვით საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები: მ. ქებურია, ნ. ბაქრაძე