მიმდინარე პროექტების მონიტორინგი
მონიტორინგი

მიმდინარე პროექტების მონიტორინგი

10/10/2015 05:01

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის – მონიტორინგის დეპარტემენტი ახორციელებს გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელების კონტროლს, ხელშეკრულების შესაბამისად.

მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციაა მიმდინარე საგრანტო ხელშეკრულებების ფინანსური და პროგრამული კონტროლი. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს დაფინანსებულ საგრანტო პროექტებზე წარმოდგენილი ანაგრიშების განხილვას და ადგენს ფინანსურ და პროგრამულ განხილვის აქტებს:

  • ფინანსური კონტროლი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ხელშეკრულებასთან;
  • პროგრამული კონტროლი გულისხმობს დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.