მიმდინარე კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/H2020%202018/pgh2020.jpg

ფონდი აცხადებს „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსს

15/03/2018 16:57

კონკურსის ახელწოდება: „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: H2020 PG

კონკურსის კოორდინატორები: მარიამ ქებურია

                                                            თამთა შკუბულიანი

                                                            ნინო ბიწაძე

                                                            მეგი ქარცივაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: H2020@rustaveli.org.ge

კონკურსის მიზანი: ა) საქართველოს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა;

ბ) მაღალი ხარისხის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ღონისძიებებსა და საერთაშორისო კონსორციუმებში გაერთიანებისათვის საქართველოს მეცნიერთათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;

გ) საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება.

  1. კონკურსის ქვე-მიმართულებები: I ლოტი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენი საპროექტო წინადადების მოსამზადებელი გრანტი, (პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 25 000 ლარი);
  2. II ლოტი - გრანტი ფართომასშტაბიან სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისათვის (პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 60 000 ლარი);
  3. III ლოტი - საზღვარგარეთ ფართომასშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საქართველოს მეცნიერთა მობილობის გრანტი (პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 2 000 ევროს ექვივალენტი ლარში).

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური/ინდივიდუალური

კონკურსის ადმინისტრირების ვადები:

ა) 2018 წლის 15 მარტი - კონკურსის გამოცხადება;

ბ) 2018 წლის 12 აპრილი და 20 აპრილი 16:00 სთ  - ჯგუფური კონსულტაციები; 

გ) 2018 წლის 25 აპრილი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

დ) 2018 წლის 11 აპრილიდან 30 აპრილის 16:00 სთ-მდე - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;

ე) 2018 წლის 3 მაისი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;   

ვ) 2018 წლის მაისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ზ) 2018 წლის მაისი - ივნისიკონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

თ) 2018 წლის ივნისი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ი) 2018 წლის ივნისი - გამარჯვებული პროექტ(ებ)ის წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან, ძირითად პერსონალთან და მეცნიერთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

I ლოტი - მოსამზადებელი გრანტი

  • პროექტის თავფურცელი (დანართი 2);
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3) GEO/ENG;
  • პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - Letter of Commitment (დანართი 4);
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) GEO/ENG;
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 6) GEO/ENG;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7) GEO/ENG;
  • პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების ერთობლივი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში) (დანართი 8);
  • პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ნიმუში. (დანართი 9).

II ლოტი - გრანტი საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისთვის

  • პროექტის თავფურცელი (დანართი 10);
  • საპროექტო წინადადება (დანართი 11) GEO/ENG;
  • პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - Letter of Commitment (დანართი 12);
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13) GEO/ENG;
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 14) GEO/ENG;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 15) GEO/ENG;
  • პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების ერთობლივი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში) (დანართი 16);
  • პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ნიმუში (დანართი 9).

III ლოტი - მობილობის გრანტი

  • პროექტის თავფურცელი (დანართი 17);
  • საპროექტო წინადადება (დანართი 18) GEO/ENG;
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 19) GEO/ENG;
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 20) GEO/ENG;
  • ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 21) GEO/ENG;
  • პროექტის წარმომდგენი პირის „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში) (დანართი 22);
  • პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) (ნიმუში) დანართი 9.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (გაიხსნება 2018 წლის 11 აპრილს)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანია:

  • პროექტის მომზადებისას გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის პირობებსა და დანართებს;
  • დანართები, რომლებიც მოცემულია ნიმუშის სახით, ივსება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) ელექტრონული რეგისტრაციის დროს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 25/04/2018-მდე მოცემულ ელ. ფოსტაზე: h2020@rustaveli.org.ge

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!