მიმდინარე კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg

ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში

31/03/2017 18:15

კონკურსის  მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;

გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალის საერთო რაოდენობის მინიმუმ 30% ე.წ. „მეიარაღე მეცნიერების“ ჩართულობა. აუცილებელია „მეიარაღე მეცნიერ(ებ)ის“ მითითება ძირითად პერსონალში.

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ასევე, სულ ცოტა 1 უცხოელი კოლაბორატორის ჩართულობა.

  • საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე
  • პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - ფონდისა და მტცუ-ს მხრიდან გაცემული დაფინანსება (50%:50%) არ უნდა აღემატებოდეს 70 000 აშშ დოლარს. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარს

ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  1. კონკურსის გამოცხადება 2017 წლის 31 მარტი;
  2. ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება ფონდში:
  • 2017 წლის 20 აპრილი 16:00 სთ.
  • 2017 წლის 3 მაისი 16:00 სთ.
  • 2017 წლის 24 მაისი 16:00 სთ.
  1. ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 20 მაისი.
  2. პროექტების მოკლე ვერსიის წარდგენის ბოლო ვადა ელექტრონულ ბაზაში 2017 წლის 1 ივნისის 16:00 სთ.
  3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი ხელმოწერითა და ბეჭედით დადასტურებული განცხადების შემოტანა ფონდში - 2017 წლის 5 ივნისი, 16:00 სთ.
  4. პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა) – 2017 წლის ივნისი;
  5. პროექტების მოკლე ვერსიის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ - 2017 წლის ივლისი;
  6. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე საუკეთესო ქულების მქონე არაუმეტეს 25 პროექტის სიის ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და მტცუ-ში გადაგზავნა - 2017 წლის აგვისტო;
  7. მტცუ-ს მიერ პროექტების სრული ვერსიის შესავსები ფორმის გაგზავნა (მინიჭებული ინდივიდუალური ნომრით) ამ მუხლის მე-7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ხელმძღვანელებისათვის და ფონდისთვის - 2017 წლის ივლისი;
  8. მტცუ-ს ფორმის მიხედვით მომზადებული საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ინგლისურენოვანი სრული ვერსიებისა და კოლაბორატორის/კოლაბორატორების თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვის წერილის ფონდში წარდგენა - 2017 წლის 8 სექტემბერის 16:00 სთ
  9. საუკეთესო ქულების მქონე პროექტების სრული ვერსიების, უცხოელი კოლაბორატორის/კოლაბორატორების მტცუ-ს ფორმის მიხედვით მომზადებული თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვის წერილისა და საქართველოს სახელით თანხმობის წერილის მტცუ-ში გაგზავნა ფონდის მიერ - 2017 წლის სექტემბერი
  10. მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ მტცუ-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე პროექტების დასაფინანსებლად შერჩევა 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვალი;
  11. მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ - 2018 წლის თებერვალი- აპრილი;
  12. დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან, წამყვან ან/და თანამონაწილე ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2018 წლიდან.

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! 

კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება  2017 წლის 5 მაისს.

ვადისა და პირობების დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!! 

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესების, ვადისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: 

დამატებითი ინფორმაცია:

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034

პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:

ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით. დანართი N 10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული)

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: 

დავით ჩიჩუას, ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge

ირაკლი გრძელიშვილს, ელ ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge