ევროპული კვლევების საბჭოს აქტივობები

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აქვეყნებს საგრანტო პროექტების შემფასებელ ექსპერტთა სიას  

04/04/2016 15:45
ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აქვეყნებს საგრანტო პროექტების შემფასებელ ექსპერტთა სიას.    ჯამში წარმოდგენილია ექსპერტთა 25 პანელი სამი ძირითადი  მიმართულებით: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში (LS),  6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (SH) და 10 პანელი ფიზიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში. პანელის თავმჯდომარეების და წევრები შეირჩევა ERC სამეცნიერო საბჭოს მიერ მათი სამეცნიერო რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. ERC ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ვრცელდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით და დაუშვებელია აპლიკანტების, პოტენციური აპლიკანტების ან მიმღები ინსტიტუციების მხრიდან შემფასებელ ექსპერტებთან დაკავშირება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: ERC Helpdesk ეროვნული საკონტაქტო პირების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: ERC National Contact Points   ERC Starting grants, 2015-2016 წლების ექსპერტთა პანელების თავმჯდომარეები და წევრები. ERC Starting grants 2016- პანელის თავმჯდომარეები ERC Starting grants 2015- პანელის თავმჯდომარეები , პანელის წევრები . ERC Consolidator Grant, 2015-2016 წლების პანელების თავმჯდომარეები და წევრები. ERC Consolidator Grant 2016, პანელის თავმჯდომარეები . ERC Consolidator Grant 2015 - პანელის თავმჯდომარეები , პანელის წევრები . ERC Advanced Grant-ის 2015 წლის პანელების თავმჯდომარეები            
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/comics.jpg
04/04/2016 11:52

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ინიციატივა - კომიქსები

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღებთათვის მიმდინარეობს ახალი პროექტი: ERCcomics ERCcOMICS არის კრეატიული და ამბიციური ინიციატივა, რომელიც ვიზუალური ხერხების გამოყენებით, კერძოდ კომიქსების საშუალებით, წარმოაჩენს ERC მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობასა და  მიღწევებს. პროექტი 4 წლიანია და განხორციელდება    ERC-ის გრანტის მიმღებ ERCcOMICS-სა და მონაწილე მხატვარს შორის. თემის გათვალისწინებით, ვებ-კომიქსი უნდა იყოს მხატვრული ან დოკუმენტური ჟანრის. ვებ-კომიქსები ითარგმნება რამდენიმე  ევროპულ ენაზე და ფართოდ გავრცელდება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღებმა პირებმა, 2016 წლის 30 აპრილამდე შემდეგი მონაცემები უნდა წარადგინონ ელ-ფოსტაზე: info@erccomics.com  
სრულად

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიმართვა ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტს

02/02/2016 16:19
ევროპული კვლევების საბჭოს ( ERC) პრეზიდენტის, ჟან-პიერ ბორგინიონის (Jean-Pierre Bourguignon) ვიზიტი ევროპარლამენტში, საბიუჯეტო კომიტეტში. 2016 წლის 27 იანვარი.
სრულად