გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_4815.JPG

„ქალის როლის რეაქტუალიზაცია წარღვნის ბიბლიურ მითზე დაყრდნობით მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში“

28/07/2017 13:32

28 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის  პრეზენტაცია. თამარ საქუაშვილმა წარმოადგინა  პროექტი სახელწოდებით  „ქალის როლის რეაქტუალიზაციის შესაწავლასა და განსაზღვრას მე-20 საუკუნის ევროპულ  ლიტერატურაში.“ თამარ საქუაშვილი სტაჟირებით იმყოფებოდა საფრანგეთში - ლიონის უმაღლეს სკოლაში ENS.

წარმოებული კვლევა საშუალებას მისცემს, როგორც ლიტერატურითა და ლიტერატურათმცოდნეობით დაინტერესებულ მკითხველს ასევე მომიჯნავე სფეროებით (ფსიქოლოგია, ფილოსოფია) დაინტერესებულ ადამიანებს მშობლიურ, ქართულ ენაზე გაეცნონ, ქალის როლის რეაქტუალიზაციის გამომწვევ მიზეზებს სამყაროს განახლების პროცესში მე-20 საუკუნის ევროპულ ლიეტრატურაში ბიბლიურ მით „წარღვნაზე“ დაყრდნობით.