გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3865.JPG

„ახალი მეთოდიკით აგებული მსოფლიო დონის 3D სტერეოსკოპული კონკურენტუნარიანი აგრეგატის შექმნა“

10/05/2017 11:04

2017 წლის 5 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ახალი მეთოდიკით აგებული მსოფლიო დონის 3D სტერეოსკოპული კონკურენტუნარიანი აგრეგატის შექმნა“ პრეზენტაცია. აღიშნულ პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო შექმნილი აგრეგატით გადაღებული 3D ვიდეო-რგოლები.