გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/18296960_135902216951948_931525623_o.jpg

,,ქართველურ და კავკასიურ ენათა ფრაზეოლოგიზმების მონაცემთა ბაზა“

04/05/2017 11:10

28 აპრილს 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რუსთავლის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - ,,ქართველურ და კავკასიურ ენათა ფრაზეოლოგიზმების მონაცემთა ბაზის“ დასრულებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია.

მოხსენებები გააკეთეს გრანტის სამეცნიერო თანახელმძღვანელმა პროფ. რევაზ აბაშიამ, პროფ. ცირა ბარამიძემ, პროფ. როსტომ ფარეულიძემ, პროფ. ქეთევან მარგიანმა, პროფ. რომან ლოლუამ, პროფ. რიტა მარღანიამ. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა საპრეზენტაციო მოხსენებათა მასალების კრებული. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური პერსონალი, კავკასიოლოგები და სტუდენტები.