გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3842.JPG

საერთაშორისო კონფერენცია

04/05/2017 10:12

2-3 მაისს, თსუ-ს პირველ კორპუსში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია.“   

კოლექციები მუდამ სამეცნიერო კვლევისა და ინტერეპრეტაციის საგანს წარმოადგენდა. სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში დაცული არტეფაქტების შესწავლის პროცესმა დიდწილად შეუწყო ხელი მეცნიერების განვითარებასა და არაერთი ახალი სამეცნიერო მიმართულებებისა და დარგის ჩამოყალიბებას:  ხელოვნებათმცოდნების, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ტექნოლოგიების ისტორიიდან,  სამუზეუმო კვლევებსა და პრაქტიკამდე. სამეცნიერო კვლევები და კოლექციების ახლებური ინტერპრეტაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს მუზეუმებისა და გალერეების, როგორც ინსიტიტუციების განვითარებას. სამეცნიერო აღმოჩენებმა და საგამოფენო სივრცეებში სხვადასხვა მედია საშულებებით ინტერპრეტაციამ კოლექციებს მეტად მიმზიდველი და საინტერესო გახადა ფართო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია  ხაზი გაუსვას როგორც კოლექციების როლს ახალი სამეცნიერო მეთოდოლოგიისა და მიდგომების ჩამოყალილებაში, ისე წარმოაჩინოს მეცნიერების წვლილი მუზეუმებისა და გალერეების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციის თემატიკა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • კოლექციების როლი მეცნიერების განვითარებაში.
  • კოლექციების კვლევის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი სიახლეები.
  • სამეცნიერო კვლევა, როგორც მუზეუმებისა და გალერეების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა.
  • ახალი მეთოდოლოგიური ჩარჩოები.
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა როგორც ზოგადი ხასიათის კვლევებს, ისე კონკრეტული მაგალითების ანალიზს.