გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_3838.JPG
01/05/2017 13:57

სეზონური სკოლის გახსნა

2017 წლის 1 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაიხსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლა სახელწოდებით : „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებოდან დიაბეტამდე.“ სეზონური სკოლა გრძელდება 1-დან 9 მაისამდე, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია მზია ჟვანია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/DSCN1852.JPG
27/04/2017 13:52

„გეომორფოლოგიური პროცესების სტაბილიზაციის ღონისძიებები მდინარეების რიონისა და ენგურის შესართავ აკვატორიებში და მათი გაანგარიშების ჰიდროდინამიკური მეთოდები“

2017 წლის 21 აპრილს საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის I კორპუსის №222 აუდიტორიაში ჩატარდა სამეცნიერო გრანტ „გეომორფოლოგიური პროცესების სტაბილიზაციის ღონისძიებები მდინარეების რიონისა და ენგურის შესართავ აკვატორიებში და მათი გაანგარიშების ჰიდროდინამიკური მეთოდები“-ის შესრულების შედეგად მიღებული    საინჟინრო გადაწყვეტილებათა პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი  პროფესორი ივანე საღინაძე. მომხსენებელმა დასაბუთებულად წარმოადგინა გრანტის ფარგლებში მიღებული ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდინარეების რიონისა და ენგურის შესართავ აკვატორიებში არსებული ჰიდროსაინჟინრო პრობლემების მოგვარებას. მათ შორის აღსანიშნავია მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის ნგრევის ძირითადი მიზეზების დადგენა და მის შესაჩერებლად საჭირო საინჟინრო ღონისძიებების დასახვა, პორტის შესასვლელი არხის მოსილვებისგან დაცვის რეკომენდაციები, ფოთისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვის დასაბუთებული წინადადებები და რეკომენდაციები. დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს აზრი. აღინიშნა, რომ გაწეული სამუშაო მნიშვნელოვანია ფოთისა და ანაკლიის სანაპირო ზოლში არსებული ჰიდროსაინჟინრო პრობლემების მოგვარების საქმეში და იმსახურებს დადებით შეფასებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/1.jpg
26/04/2017 14:53

„ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები“

25 აპრილს 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სემინარი სახელწოდებით „ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები“. სემინარი ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“. სემინარს წარუძღვა პროექტის ჩეხი კონსულტანტი , პროფესორი ირჟი კაპლანი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/Picture%20193.jpg
24/04/2017 09:55

შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები

7აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები  ; სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ.დემურიშვილი.მოხდა  კვლევის ფარგლებში განხორცილებეული საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების და მათი შედეგების წარდგინება მუზეუმის თანმშრომლებისა და დაინტერესებულ პირთათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3219.JPG
19/04/2017 09:57

„XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VI-VIIტომები)“

18 აპრილს, 15:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VI-VIIტომები)“ პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ეპისტოლური მემკვიდრეობის VII ტომი. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ფონდმა აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი 2016 წელს უკვე მესამედ დააფინანსა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3147.JPG
10/04/2017 14:36

„ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“

31 მარტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა პროექტის - „ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“ - პრეზენტაცია. პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3161.JPG
10/04/2017 14:34

“სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია” პრეზენტაცია

31 მარტს, 17:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის “სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია” პრეზენტაცია. პროექტი ეხებოდა რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (სანკტ-პეტერბურგში) დაცული ბერძნულ-ქართული ხელნაწერის (0.I.58) ფუნდამენტურ შესწავლას.შოთა რუსათველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოსაცემად მომზადდა ხელნაწერებში დაცული ქართული და ბერძნული ტექსტები, დაიწერა გამოკვლევა როგორც ტექსტების, ასევე ხელნაწერში დაცული მინიატურების მხატვრულ- სტილისტური თავისებურებების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3140.JPG
31/03/2017 09:46

პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

2017 წლის 30 მარტს 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა 2016 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „უძველესი მეტალურგია მთიან კოლხეთში (ლეჩხუმი)“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. გრანტის მიმღები დოქტორანტი გახლდათ ნანა რეზესიძე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3126.JPG
31/03/2017 09:37

ბეჭდური და ელექტრონული ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია

30 მარტს 13:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (მ. ალექსიძის 1/3) გაიმართა ბეჭდური და ელექტრონული ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია, სახელწოდებით - „ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაციაზე პროექტის შემსრულებელთა ჯგუფმა წარმოადგინა პროექტის განხორციელების შედეგად მომზადებული პუბლიკაცია - ილუსტრირებული ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრე ბის ყველა ეტაპის სამოხელეო სისტემები შესაბამისი ვიზუალური მასალის (ბეჭდები, ხელრთვები), წყაროებისა და ბიბლიოგრაფიის დართვით. პროექტის განხორციელება დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია მოიცავს უგრძეს ისტორიულ პერიოდს გვიანანტიკური ხანიდან მოყოლებული, მე-19 ს-ის დასაწყისამდე. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრივი სისტემა ეყრდნობოდა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის სამოხელეო ინსტიტუტებს, რომლებიც შეესაბამებოდნენ კონკრეტული პერიოდის საზოგადოების განვითარების დონეს, სახელმწიფო იდეოლოგიას, ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ თავისებურებებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3109.JPG
28/03/2017 11:27

პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

2017 წლის 27 მარტს 16:00 საათზე, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ჩატარდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „გარემოსადმი ტოლერანტობისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლების მემკვიდრულობა და ცვალებადობა ავსტრალიურ მერძეულ ზებუსთან ადგილობრივი ძროხის ჰიბრიდიზაციისას“ პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი გ.გოგოლი.
სრულად