გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3848.JPG
04/05/2017 10:19

“საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“

2017 წლის 3 მაისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“ დასკვნითი შეხვედრა.  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ლიანა ქართველიშვილი. სააგენტოს სპეციალისტებმა სამშენებლო-კლიმატურ ნორმებზე ისაუბრეს და პროექტის შედეგები განიხილეს. პროექტი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა-განახლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ურბანული განვითარების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
სრულად

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიში

03/05/2017 16:26
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ 2016 წლს დამუშავდა და განხორციელდა მეტეოროლოგიური პარამეტრების მონიტორინგის, შეგროვებისა და ანალიზის მრავალფუნქციური სისტემა. ჩატარებული კვლევები განხორციელდა და შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით. იხილეთ ანგარიში ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/1_2.jpg
02/05/2017 09:35

“დარიშხანის ზემოქმედება ვირთაგვების ქცევასა და ტვინის ნეიროარქიტექტონიკაზე“

2017 წლის 30 აპრილს, გაიმართა სემინარი პროექტ “დარიშხანის ზემოქმედება ვირთაგვების ქცევასა და ტვინის ნეიროარქიტექტონიკაზე“-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ თამარ ბიკაშვილი. კვლევები ჩატარდა ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრეთვე, სამუშაოს გარკვეული ნაწილი შესრულდა (სამეცნიერო მივლინება) რუმინეთის ქ.კლუჯ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში. მძიმე მეტალები, ტოქსიური ეფექტის გამო, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ გარემოს დაბინძურების საკითხში. ისეთი უახლესი და დახვეწილი მორფომეტრული მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა კონფოკალური მიკროსკოპი, იმუნოციტოქიმიური ელექტრონული მიკროსკოპი და კარგად აპრობირებული ქცევითი ტესტები, გამოკვლეული იქნა დარიშხანის ზემოქმედება დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე ჰიპოკამპში და თავის ტვინის ქერქში მომხდარ მორფოლოგიურ ცვლილებებთან პარალელურად. გამოკვლეული იქნა ამ ნივთიერების მავნე ზემოქმედება როგორც ახალგაზრდა, ასევე ზრდასრულ ცხოველებში. ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე გაკეთებული დასკვნები საინტერესოა დარიშხანის ციტოტოქსიურობის საკითხისთვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_3838.JPG
01/05/2017 13:57

სეზონური სკოლის გახსნა

2017 წლის 1 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაიხსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლა სახელწოდებით : „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებოდან დიაბეტამდე.“ სეზონური სკოლა გრძელდება 1-დან 9 მაისამდე, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია მზია ჟვანია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/DSCN1852.JPG
27/04/2017 13:52

„გეომორფოლოგიური პროცესების სტაბილიზაციის ღონისძიებები მდინარეების რიონისა და ენგურის შესართავ აკვატორიებში და მათი გაანგარიშების ჰიდროდინამიკური მეთოდები“

2017 წლის 21 აპრილს საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის I კორპუსის №222 აუდიტორიაში ჩატარდა სამეცნიერო გრანტ „გეომორფოლოგიური პროცესების სტაბილიზაციის ღონისძიებები მდინარეების რიონისა და ენგურის შესართავ აკვატორიებში და მათი გაანგარიშების ჰიდროდინამიკური მეთოდები“-ის შესრულების შედეგად მიღებული    საინჟინრო გადაწყვეტილებათა პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი  პროფესორი ივანე საღინაძე. მომხსენებელმა დასაბუთებულად წარმოადგინა გრანტის ფარგლებში მიღებული ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდინარეების რიონისა და ენგურის შესართავ აკვატორიებში არსებული ჰიდროსაინჟინრო პრობლემების მოგვარებას. მათ შორის აღსანიშნავია მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის ნგრევის ძირითადი მიზეზების დადგენა და მის შესაჩერებლად საჭირო საინჟინრო ღონისძიებების დასახვა, პორტის შესასვლელი არხის მოსილვებისგან დაცვის რეკომენდაციები, ფოთისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვის დასაბუთებული წინადადებები და რეკომენდაციები. დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს აზრი. აღინიშნა, რომ გაწეული სამუშაო მნიშვნელოვანია ფოთისა და ანაკლიის სანაპირო ზოლში არსებული ჰიდროსაინჟინრო პრობლემების მოგვარების საქმეში და იმსახურებს დადებით შეფასებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/1.jpg
26/04/2017 14:53

„ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები“

25 აპრილს 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სემინარი სახელწოდებით „ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები“. სემინარი ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“. სემინარს წარუძღვა პროექტის ჩეხი კონსულტანტი , პროფესორი ირჟი კაპლანი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/Picture%20193.jpg
24/04/2017 09:55

შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები

7აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები  ; სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ.დემურიშვილი.მოხდა  კვლევის ფარგლებში განხორცილებეული საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების და მათი შედეგების წარდგინება მუზეუმის თანმშრომლებისა და დაინტერესებულ პირთათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3219.JPG
19/04/2017 09:57

„XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VI-VIIტომები)“

18 აპრილს, 15:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VI-VIIტომები)“ პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ეპისტოლური მემკვიდრეობის VII ტომი. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ფონდმა აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი 2016 წელს უკვე მესამედ დააფინანსა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3147.JPG
10/04/2017 14:36

„ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“

31 მარტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა პროექტის - „ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“ - პრეზენტაცია. პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3161.JPG
10/04/2017 14:34

“სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია” პრეზენტაცია

31 მარტს, 17:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის “სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია” პრეზენტაცია. პროექტი ეხებოდა რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (სანკტ-პეტერბურგში) დაცული ბერძნულ-ქართული ხელნაწერის (0.I.58) ფუნდამენტურ შესწავლას.შოთა რუსათველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოსაცემად მომზადდა ხელნაწერებში დაცული ქართული და ბერძნული ტექსტები, დაიწერა გამოკვლევა როგორც ტექსტების, ასევე ხელნაწერში დაცული მინიატურების მხატვრულ- სტილისტური თავისებურებების შესახებ.
სრულად