გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/thumbnail_13318961_568697623312964_2115816635_n.jpg
01/06/2016 10:34

საქართველო რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში

2016 წლის 30 მაისს, 13:00 საათზე თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადებული და გამოცემული წიგნის _ `საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში~ (ნაწილი I-II, გამომცემლობა `მერიდიანი, თბილისი, 2016) პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან: დოდო ჭუმბურიძე, ვაჟა კიკნაძე, ხათუნა ქოქრაშვილი, ლელა სარალიძე; რეცენზენტი: ოთარ ჯანელიძე. ორი ნაწილისგან შემდგარი წიგნი 1400-მდე გვერდს შეიცავს. ნაშრომი ასახავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მთავარ ასპექტებს XV საუკუნიდან მოყოლებული დღემდე. გამოკვლევა ეფუძნება ქართული და უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებს, საისტორიო წყაროებსა და საარქივო დოკუმენტებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_9030.JPG
13/05/2016 16:05

„ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“

2016 წლის 11 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“ (სამეცნიერო ხელძღვანელი პროფესორი ნინო დოლიძე) - შუალედური  პრეზენტაცია . პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ დაფინანსებული, გამოყენებითი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში. „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“ – მიზანს წარმოადგენს ენციკლოპედიური ხასიათის ილუსტრირებული სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის დამუშავება, რომელშიც სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოცემული იქნება ქართული ეროვნული სამოსის სახეობები, ფორმები, შემკულობა – გამოყენებული მასალების დამზადების უძველესი ხალხური ტრადიციების აღწერით, სხვადასხვა კუთხის სამოსის შედარებითი ანალიზითა და ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონით. გარდა აღნიშნულისა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მუზეუმებში დაცული ეროვნული სამოსის კომპლექტები არასრულია და უმეტესი ნაწილი დაზიანებულია, პროექტის ფარგლებით გათვალისწინებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსის ნიმუშების დამზადება.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/PIC_0350.JPG
06/05/2016 12:25

ორენოვანი „ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში“

2016 წლის 5 მაისს, 18:00 საათზე თსუ-ს I კორპუსში, გაიმართა „სოციალურ მეცნიერებებში ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარის“ პრეზენტაცია.  პროექტი განხორციელდა 2014-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ელექტრონული ლექსიკონების შესაქმნელადელსაგრანტო კონკურსის ფარგლებში. წინამდებარე პროექტის მიზანია ქართულ ონლაინ სივრცეში ორენოვანი „განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარის შექმნა სოციალურ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, გენდერი, გამოყენებითი სტატისტიკა, საჯრო პოლიტიკა და მართვა“. ეს არის რიგით მეორე ქართულენოვანი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ შეიქმნა. იგი მიზნად ისახავდა ცენტრის მიერ 2004 წელს გამოცემულ „სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარის“ შევსებას, კერძოდ კი, იმ სფეროების დაფარვას, რომელიც წინა ბეჭდურ ვერსიაში ვერ მოხვდა. ლექსიკონი მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინებს ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად) და დამატებით ახსნა-განმარტებით ტექსტს, კონკრეტული მაგალითების ჩვენებითამ ეტაპზე ელექტრონულ ლექსიკონში შევიდა 1203 ტერმინი, აქედან 500 ტერმინი არის ფსიქოლოგიის დარგში, 300 - გენდერსა და ფემინისტურ თეორიებში, 201 ტერმინი - საჯარო პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში, და 202 ტერმინი - გამოყენებით სტატისტიკაში. მომავალში იგეგმება, 2004 წლის გამოცემის დიგიტალიზაცია, და სოციალურ მეცნიერებათა ერთიანი ელექტრონული ლექსიკონის შექმნა.  ონლაინლექსიკონი და ლექსიკონის დესკტოპ-აპლიკაცია, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა, გამიზნულია ფართო საზოგადოებისთვის: სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, მთარგმნელებისთვის, სხვ. ლექსიკონი ღიად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ლექსიკონით სარგებლობა  შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით dictionary.css.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/leonardo%202016/IMG_8757.JPG
05/05/2016 11:35

„ფსიქიკური ჯანმრთელობა, მიმართულებები და პრობლემები“

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია „ფსიქიკური ჯანმრთელობა, მიმართულებები და პრობლემები“  თბილისში 27-30 აპრილს ჩატარდა. კონფერენცია  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე დელეგატმა 30 ქვეყნიდან. მათ ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე იმსჯელეს და  პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვის, გენდერული პოლიტიკის შემუშავების, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/leonardo%202016/IMGP2011.JPG
04/05/2016 16:54

“ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921-1941წწ)”

2016 წლის 27 აპრილს, 15 საათზე თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921-1941წწ)” ფარგლებში დაგეგმილი კონფერენცია. კონფერენცია გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ირმა რატიანმა. კვლევის  შედეგები შეაჯამა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფ. მაკა ელბაქიძემ. პროექტის მონაწილეებმა თავიანთ მოხსენებებში გააშუქეს ის საკითხები, რომლებიც განხილული იქნება პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D.jpg
22/04/2016 11:58

მოეწყო აკაკი წერეთლის ახალი აკადემიური ოცტომეულის XVII_XXტომების (პირადი წერილები, დოკუმენტები და ბიბლიოგრაფია, საძიებლები) ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია

20 აპრილს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მოეწყო აკაკი წერეთლის ახალი აკადემიური ოცტომეულის XVII_XX ტომების  ( პირადი წერილები, დოკუმენტები და ბიბლიოგრაფია, საძიებლები) ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია. ამით დასრულდა  რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული  პროექტი „აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებულის  აკადემიური ოცტომეულის მეორე ნაწილის (XI-XX ტომები) გამოსაცემად მომზადება“. პროეტის პირველი ნაწილის_ „აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებულის  აკადემიური ოცტომეულის  I-X ტომების გამოსაცემად მომზადება“(ხელმ. ირმა რატიანი), რომელიც ასევე  დაფინანსდა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ 2009-2010 წწ._ შედეგად უკვე  გამოცემულია აკაკი წერეთლის თხულებათა პირველი ათი ტომი. აკაკის ეპისტოლური მემკვიდრეობის XVII_XVIII ტომები წარმოადგინეს  მეცნიერებმა: ჯული გაბოძემ (პროექტის მენეჯერი)  და ნანა ფრუიძემ. ახალ გამოცემაში დაიბეჭდება აკაკის 400-ზე მეტი  პირადი წერილი, რომლებიც დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და ახლავს ვრცელი კომენტარები და პირთა ანოტირებული საძიებლები. აკაკის დოკუმენტებისა და საქმიანი ქაღალდების  XIX ტომზე ისაუბრეს ელისაბედ ზარდიაშვილმა და მაია არველაძემ. წარმოადგინეს ახლადმიკვლეული დოკუმენტები, მათ შორის, აკაკის უბის წიგნაკები, ბილეთები,   წამლების რეცეპტები და სხვ, რომლებსაც მიაკვლიეს საქართველოს სხვადასხვა საცავებში. ბიბლიოგრაფიისა და მრავალფეროვანი საძიებლების XX ტომი აკაკის შემოქმედების კარგი გზამკვლევი იქნება. ნაჩვენები იქნა ჯ. გაბოძის მიერ მომზადებული თვალსაჩინო მასალა, რომელიც ასახავს  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 1900-1914 წლებში აკაკის მიერ გავლილ გზასა  და მის საზოგადოებრივ აქტივობას. ახლად გამოვლენილი პირადი წერილები და დოკუმენტები ავსებს აკაკის ბიოგრაფიას და ამ დიდი მოღვაწის მრავალმხრივ დანახვის საშუალებას იძლევა.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Olimpiada/4.jpg
18/04/2016 09:33

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმიწფო მუზეუმმა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსიტუტმა  2016 წლის 15-16 აპრილს ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია “სათავებთან”. კონფერნეცია მიეძღვნება საქართველოში პირველი სამუზეუმო ინსტიტუციების დაარსების, კოლექციების ფორმირებისა და საგამოფენო საქმიანობის მიმოხილვას.  კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები, რომლებმაც  წარმოაჩინეს საქართველოში მუზეუმების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები: რა პირობებში, რა მიზნით და ვის მიერ არსდებოდა და ვითარდებოდა პირველი მუზეუმები; როგორ ყალიბდებოდა პირველი კოლექციები და რა ისტორიული წინაპირობები უძღოდა წინ მათ შექმნას.  კონფერენცია გაიხსნა 2016 წლის 15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 212 აუდიტორიაში და გაგრძელდა 16 აპრილს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.  კონფერენცია გაიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი-კოლონიალური პოლიტიკიდან ეროვნულ მუზეუმამდე (#FR/409/2-150/14)  ფარგლებში.  კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მეცნიერების, ასევე დოქტორანტებისა და მაგისტრების მოხსენებები.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/12966713_1525964154095787_391179994_n.jpg
15/04/2016 17:46

მეგრულ–ლაზური ფრაზეოლოგია

12 აპრილს 15:00 საათზე თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეგრულ–ლაზური ფრაზეოლოგია“ სამწლიანი მუშაობის შედეგების წარდგინება. პროექტის წარდგინებაზე მოხსენებით გამოვიდნენ გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, პროფ.  ვაჟა შენგელია, პროექტის მონაწილეები: აკადემიური დოქტორები – ცირა ჯანჯღავა, ეთერ შენგელია,  დოქტორანტი ნათია ფონიავა. წარდგინებას ესწრებოდნენ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/DSC_0229.JPG
15/04/2016 17:44

“ეფექტური ბიომეტრიული ტექნოლოგიების დამუშავება მსხვილმაშტაბიანი საარჩევნო სისტემის მაგალითზე”

14 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტში “ეფექტური ბიომეტრიული ტექნოლოგიების დამუშავება მსხვილმაშტაბიანი საარჩევნო სისტემის მაგალითზე”  მიღებულ შედეგებს. პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES ), ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წამომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. პრეზენტაცია წარიმართა ორ  ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო პროექტში მიღებული სამეცნიერო შედეგები, ხოლო მეორე ნაწილში – სამეცნიერო შედეგებზე დაყრდნობილი რეალური ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა. ბიომეტრიული საარჩევნო სისტემით საარჩევნო პროცესის მოდელირებაში მონაწილეობა მიიღო დამსწრე საზოგადოებამ და სტუდენტებმა. გაიმართა სამეცნიერო დისკუსია, დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილი შედეგები შეაფასა დადებითად და პერსპექტიულად.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_0105.JPG
15/04/2016 16:31

"თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II დიალექტები" პრეზენტაცია

14 აპრილს 15 საათზე  არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მონოგრაფიის - "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II. დიალექტები" პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი − პროფ. გ. გოგოლაშვილი.
სრულად