ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/erc_1.png

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) - Consolidator Grant and Proof of Concept

01/11/2018 16:49

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსების - Consolidator Grant და Proof of Concept.

ERC – Consolidator Grant 2019 - საგრანტო სქემა მკვლევარებისთვის, რომლებთაც აქვთ 7-12 წლიანი კვლევითი გამოცდილება ( დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებიდან) რათა განახორციელონ მაღალი სამეცნიერო ხარისხის კვლევითი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს საჯარო ან კერძო კვლევით ორგანიზაციაში.

  • გრანტის ოდენობა - 2 მილიონი ევრო
  • პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 07 თებერვალი - 2019

პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის მონაწილეთა პორტალის საშუალებით.

ERC – Proof of Concept - დაფინანსების სქემა იმ მკვლევარებისათვის, ვისაც უკვე მინიჭებული აქვს ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი. კონკურსის მიზანია ამ მკვლევართა ნაშრომში ინოვაციის პოტენციალის ძიება, შედეგების კომერციალიზაცია. პროექტი უნდა განხორციელდეს საჯარო ან კერძო კვლევითი ორგანიზაციის ბაზაზე.

  • გრანტის ოდენობა - 150.000 ევრო
  • ხანგრძლივობა - 18 თვე
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - დაყოფილია რამდენიმე ეტაპად : 22 იანვარი - 2019 / 25 აპრილი - 2019 / 19 სექტემბერი 2019.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC ) ვებგვერდს