ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/qwqwe.jpg

საინფორმაციო დღე ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ

17/09/2018 14:14

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ორშაბათს, 15:00 სთ-ზე, 2018 წლის  „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ.

ERC არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის ერთ-ერთი კომპონენტი და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭო (ERC) დაარსდა 2007 წელს, როგორც კვლევის დამფინანსებელი პირველი პანევროპული ორგანიზაცია. 

აღნიშნულ შეხვედრაზე ეროვნული საკონტაქტო პირები აუდიტორიას გააცნობენ ევროპული კვლევების საბჭოს ახალ სამუშაო პროგრამას, ERC-ის მიმდინარე კონკურსებს და უპასუხებენ შეკითხვებს.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით.

ასევე, იხილეთ 2018 წლის ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, ფონდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალი ბმულზე.