ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Green%20Talents%20pic.png

გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს კონკურსი

16/04/2018 18:06

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიერ ინიცირებულიGreen Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development”- კონკურსის შესახებ.

ფორუმი ემსახურება მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა საუკეთესო ნამუშევრებისა და ინოვაციური პროექტების, კონკურსის პრინციპით გამოვლენას.

პროექტი ტარდება გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრის ანია კარლიჩზეკის პატრონაჟით. პროექტი ყოველწლიურად აჯილდოებს 25 მონაწილეს. გამარჯვებულთა შერჩევის პროცესს უძღვება კონკურსის ჟიური.

2018 წლის Green Talents Award მოიცავს:

  • 2018 წლის სამეცნიერო ფორუმის ორ კვირიან, სრულად დაფინანსებულ მოსაწვევს, რომელიც გულისხმობს:
  • შეხვედრებს გერმანიის მდგრადი განვითარების ინსტიტუციებში და შესაბამისი პროფილის მქონე კვლევით კომპანიებში;
  • ინდივიდუალურ შეხვედრებს გერმანელ ექსპერტებთან მომავალი კვლევებისა და თანამშრომლობის განსახილველად;
  • ბერლინში, დაჯილდოების ცერემონიაზე Green Talents-ის კურსდამთავრებულთა მონაწილეებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას.
  • 2019 წლის გამარჯვებულთა მიერ შერჩეულ ინსტიტუციაში, სრულად დაფინანსებულ სამ თვემდე ხანგრძლივობის კვლევას;
  • Green Talents-ის კურსდამთავრებულთა ქსელზე ექსკლუზიურ დაშვებას.

მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსი ან დასრულების ხარისხი მიღებული არაუმეტეს სამი წლისა, აპლიკაციების მიღების საბოლოო ვადის დასრულებამდე;
  • მდგრადი განვითარების მიმართულებით კვლევითი საქმიანობა და მულტიდისციპლინარული მიდგომა;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საშუალოზე მაღალი ქულები მიმდინარე ან დასრულებულ სასწავლო უნივერსიტეტში;
  • განმცხადებელი არ უნდა იყოს გერმანიის მოქალაქე ან გერმანიაში ცხოვრების უფლების მქონე პირი.

დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის ბროშურის სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა:

2018 წლის 23 მაისი.

განაცხადების წარსადგენად ეწვიეთ ვებ-გვერდს.