ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/webinar-activtrades-2018.jpg

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვებინარის შესახებ

11/04/2018 16:42

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS–ის ფარგლებში დაგეგმილი რიგით მესამე ვებინარის შესახებ, რომელიც შეეხება Horizon 2020-ის 2018 წლის კონკურსებს ენერგეტიკის სფეროში. ვებინარს გაუძღვებიან ფუნდამენტური ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტის - პოლონეთის სამეცნიერო აკადემიის (IPPT PAN) ექსპერტები ევროკავშირის კვლევითი პროგრამების შესახებ.

ვებინარის თარიღი და დრო: 2018 წლის 17 მაისი, 10:00 CET (12:00 თბილისის დროით)

ხანგრძლივობა: 60 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით).

ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია „ჰორიზონტი 2020“-ის აღნიშნული თემატიკითა და კონკურსებით. მონაწილეობა უფასოა.

 სამუშაო ენა არის ინგლისური და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • Horizon 2020- თან დაკავშირებული ზოგადი საკითხები;
  • ენერგეტიკის სფერო „ჰორიზონტი 2020“- ში;
  • Horizon 2020-ის კონკურსები, სადაც განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2018 წლის სექტემბერში;
  • კითხვა - პასუხი.

 

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ინსტრუქციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი.