ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/logo.png

შავი ზღვის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი

12/01/2018 16:50

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო შავი ზღვის შემსწავლელი მეცნიერებების ცენტრის (The International Centre for Black Sea Studies) მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის პროექტის შესახებ ‘’ Blue growth as a driver for regional development’’, რომლის მთავარი მიზანია მომავალი თაობის ინტერესისა და ჩართულობის გაზრდა  შავი ზღვის რეგიონების სივრცეში.

სიმპოზიუმზე  ყურადღება დაეთმობა  „Blue Growth“-ს და განიხილება მდგრადი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია საზღვაო სექტორის მიმართულებით.   

 სიმპოზიუმი გაიმართება საბერძნეთში, ქ. ათენში, 2018 წლის 20-21 მარტს.

 სამუშაო ენაა ინგლისური.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის გაგზავნა შეუძლიათ არაუგვიანეს 2018 წლის 19 თებერვლისა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის პროექტის აღწერისა და მომხსენებლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს.

 

საკონტაქტო პირი:  Ms. Athina Korovesi akorovesi@icbss.org