ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/webinar%20pic.jpg

ვებინარი ,,ჰორიზონტი 2020

09/01/2018 10:32

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებული ვებინარის შესახებ: „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და კეთილდღეობის მიმართულებით - 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის’’   

ვებინარი, ჩატარდება 2018 წლის 11 იანვარს, (ცენტრალური ევროპის დროთ  10:00 – 10:45). სამუშაო ენაა ინგლისური, ხოლო  ხანგრძლივობა - 45 წუთი.

ვებინარის თემაა:  „ ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა“. მისი მთავარი მიზანია გაზარდოს შავის ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან კერძო სექტორის წარმომადგენელთა და  სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ში.  და ხელი შეუწყოს მათ შორის პარტნიორობას.

ვებინარის დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Black Sea Horizon  პროექტის ვებგვერდზე, შესაბამის ბმულზე.

საკონტაქტო პირი:

Adam Gluszuk

National Contact Point for Research Programmes of the EU

E-Mail: adam.gluszuk@kpk.gov.pl