ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/spire_1.jpg

საინფორმაციო დღე SPIRE-ის კონკურსების შესახებ

14/12/2017 14:03

2017 წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში გამოცხადებული SPIRE-ის (Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency) კონკურსების შესახებ.

SPIRE-ის კონკურსები გამოცხადებულია ჰორიზონტი 2020-ის ერთ-ერთი სამუშაო პროგრამის „ ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია, თანამედროვე წარმოება და გადამუშავება” ფარგლებში და მისი მიზანია ევროპული ინდუსტრიული ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური/არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენების გზით.

SPIRE აერთიანებს ინდუსტრიული პროცესის 8 სექტორს: ცემენტი, კერამიკა, გადამუშავების ინჟინერია, მინერალები და მადნეული, ფერადი მეტალურგია, ფოლადი და წყლის სექტორი.

კონკურსის პირობების ამსახველ დოკუმენტში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

საინფორმაციო დღეზე განხილული იქნება SPIRE-ის 2018 წლის ღია კონკურსები:

აღნიშნულ კონკურსებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 22 თებერვალი. კონკურსებზე განაცხადების მიღება ხორციელდება „ჰორიზონტი 2020“-ის სტანდარტული სარეგისტრაციო პროცედურის შესაბამისად.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო პროგრამა (Spire-ს კონკურსები: გვ. 61-71).

საინფორმაციო დღე  გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (ალექსიძის ქ. #1, III სართული). გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით.