ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/10_years_erc.jpg

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Consolidator Grant 2018

25/10/2017 15:58

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

ERC Consolidator Grant 2018 გაიცემა ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის, წარმატებული პროექტის ხელმძღვანელისათვის/Principal Investigator, რომელიც საკუთარი მკვლევართა ჯგუფისა და პროგრამის საბოლოოდ ჩამოყალიბების ეტაპზეა და მისთვის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან 2018 წლის 1 იანვრამდე გასულია 7-დან 12 წლამდე.

საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს მკვლევარი, რომელიც რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია ან ხელმძღვანელის გარეშე აქვს დაწერილი ნაშრომი. ასევე სასურველია, კონკურსანტს ჰქონდეს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება და პუბლიკაციები საერთაშორისო კვლევით ჟურნალებში ჰქონდეს გამოქვეყნებული. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის სამუშაო პროგრამა.

კონკურსის ფარგლებში, კვლევა უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში მდებარე კვლევით დაწესებულებაში და პროექტის ხელმძღვანელმა, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში უნდა სამუშაო დროის 50 % ევროკავშირის წევრ ან ასოცირებული ქვეყანაში უნდა გაატაროს და თავისი სამუშაო დროის მინიმუმ 40 % კი ERC-ის პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე (field work). დაფინანსება განსაზღვრულია 5 წლამდე კვლევითი პროექტებისთვის. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 550 მლნ. ევროს, თითოეულ დაფინანსებულ პროექტზე კი გათვლილია დაახლოებით 2 მლნ ევრო.

  • განაცხადის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, Participant Portal-ის მეშვეობით:
  • განაცხადების წარდგენის ბოლოვადაა 2018 წლის 15 თებერვალი.
  • კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე