ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/logo_en_23.png

„კონკორდი 2017“ - მე-6 ევროპული კონფერენცია კორპორაციულ კვლევებზე, განვითარებასა და ინოვაციებზე

11/09/2017 14:24

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მე-6 ევროპული კონფერენციის „კონკორდი 2017“ შესახებ, რომელიც ჩატარდება 27-29 სექტემბერს, ქალაქ სევილიაში. განსახილველ საკითხებს შეადგენს კორპორაციული კვლევები, განვითარება და ინოვაციები. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში კონფერენცია უმასპინძლებს მკვლევრებს ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 30-მდე უნივერსიტეტიდან და ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.

პლენარულ და პარალელურ სხდომებს, აგრეთვე, დაესწრებიან: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კორპორაციები,  აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისის, (US Patent and Trademark Office), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა  (OECD) და ევროკომისიის (European Commission) წარმომადგენლები .

კონფერენცია ორგანიზებულია ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრისა (Joint Research Centre of the European Commission) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ.

რეგისტრაცია უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.