ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fd.jpg

ჩილეს რესპუბლიკის კვლევისა და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის

30/08/2017 12:07

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჩილეს რესპუბლიკის კვლევისა და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს - CONICYT მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.   

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს, ასევე, შეზღუდული არ არის სამეცნიერო მიმართულება.

იმისთვის რომ მეცნიერმა მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში აუცილებელია:

  •  დოქტორის ხარისხის ქონა, რომელიც მინიჭებულია აპლიკაციების მიღების დასრულებამდე შვიდი წლით ადრე;
  • ჯანდაცვის სფეროში აპლიკაციის წარდგენის შემთხვევაში, არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (მსგავსი თემატიკის საკითხზე მუშაობის შემთხვევაში);

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული ესპანურ ენაზე:
http://www.conicyt.cl/pci/2017/08/apoyo-a-la-formacion-de-redes-internacionales-para-investigadoresas-en-etapa-inicial/