ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Logo_Volkswagenstiftung.svg_1.png

ფოლკსვაგენის ფონდის (VoklswagenStiftung) კონფერენცია „სახიფათო ლანდშაფტები“

22/08/2017 13:51

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფოლკსვაგენის ფონდი (VoklswagenStiftung) ორგანიზებას უწევს კონფერენციას „სახიფათო ლანდშაფტები“ (the Herrenhausen Conference "Dangerous Landscapes”), რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს, ჰანოვერში. კონფერენციის მიზანია, გამოიკვლიოს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაში კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო და უახლესი მიღწევები. კონფერენციის ფარგლებში განიხილება პრევენციის ინტეგრაციული და ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც შეიძლება, დაინერგოს საშიშროების პირას მყოფი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ექსპერტები - მკვლევარები და პრაქტიკოსები სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან, მათ შორის: ლანდშაფტისა და ურბანული დაგეგმარებიდან; ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან; საინჟინრო მეცნიერებებიდან; ექსპერტები, რომლებიც ჩართულნი არიან თემებზე მომუშავე ორგანიზაციებში.

პროგრამა:

პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კლასტერი 1: Towards a Deeper Understanding of Risk
კლასტერი 2: Community-based Knowledge and Coping Strategies
კლასტერი 3: Landscape-based Disaster Risk Management
კლასტერი 4: Weaving and Wiring

კონფერენციაზე დასწრება უფასოა. დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.