ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/eap_plus.jpg

EaP Plus გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში საქართველოს მეცნიერების მონაწილეობისთვის

14/03/2017 16:46

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის „EaP Plus” შესრულებაში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ და Horizon2020-სთვის განკუთვნილი საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

გრანტი გაიცემა ორ რაუნდად. პირველ რაუნდში განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც 2017 წლის 17 სექტემბრამდე აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას. 

შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: grdzelishvili@rustaveli.org.ge

წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები
  • ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია;

იხილეთ EaP Plus გრანტთან დაკავშირებული დოკუმენტები”

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2017

მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ევროს. 

ინფორმაცია გრანტთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.eap-plus.eu/object/news/39

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტს, ირაკლი გრძელიშვილს.

(ტელ.: 2 200 220; ელ. ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge)