ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/stepss.png
18/07/2017 17:47

მეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამის შესახებ. სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) იწვევს მეწარმეობისა და ინოვაციის სფეროში დაინტერესებულ პირებს  მეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის პროგრამის ( STEP )  ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა STEP Georgia ხელს შეუწყობს დამწყებ კომპანიებს ბიზნესის განვითარების სტრატეგიის დახვეწასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებთან დაკავშირებაში. პროგრამა STEP Georgia ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის ფარგლებში. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ეცნიერებისა და მეწარმეობის ტექნოლოგიის  პროგრამის ( STEP ) ვებგვერდს https://www. step gps.com/ რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის 20 ივლისი.    სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ გაგზავნოთ მისამართზე:  stepge@crdfglobal.org  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/energy%20hub.png
17/07/2017 17:17

EIT InnoEnergy Hubs

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  „ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის“ (European Institute of Innovation & Technology - EIT) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ - EIT InnoEnergy Hubs. კონკურსის მიზანია ახალი პარტნიორობის დამყარება და ევროკავშირისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. განაცხადის წარდგენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 31 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Weiser.jpg
12/07/2017 16:05

ვეისერის პროფესიული განვითარების პროგრამა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვეისერის პროფესიონალური განვითარების პროგრამისთვის განაცხადთა მიღების თაობაზე.  „რონალდ და ეილენ ვეისერის ცენტრი ევროპისთვის და ევრაზიისთვის მიჩიგანის უნივერსიტეტში“ აცხადებს კონკურსს ვეისერის პროფესიონალური ჯილდოს მოსაპოვებლად. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს კალინიგრადის (რუსეთი), ყაზახეთის, კოსოვოს, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვის, სერბეთის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეებს. აპლიკანტს, რომელიც კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, როგორც წერით, ისე საკომუნიკაციო დონეზე, შეუძლია წარმოადგინოს განაცხადი ნებისმიერ კვლევით საკითხთან დაკავშირებით. გრანტი სრულად ფარავს: სამოგზაურო ხარჯებს, ცხოვრების საფასურს, დაზღვევასა და დღიურ ხარჯებს. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას ან 3 თვეს მიჩიგანის უნივერსიტეტში. ვიზიტები უნდა განხორციელდეს 2018 წლის თებერვალ-აპრილში ან იმავე წლის სექტემბერ-ნოემბერში. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა; რეზიუმე (CV); დოქტორანტის დიპლომის ასლი, ან საბუთი რომელიც ადასტურებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას; პასპორტის პირველი გვერდის ასლი, სადაც მოთავსებულია აპლიკანტის ფოტო; სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს: ა) პროექტის მოკლე მიმოხილვას, რომელსაც განახორციელებთ მიჩიგანის უნივერსიტეტში; ბ) რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობის მიღება; გ) რა დადებითი გავლენა ექნება ამ პროექტს აპლიკანტის უნივერსიტეტისთვის; დ) მობილობის ხანგრძლივობა და ხანგრძლივობის განმარტება. (სამოტივაციო წერილის მოცულობა: ორი გვერდი); მოწვევა მიჩიგანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტიდან და/ან მიჩიგანის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პარტნიორისგან, ვისთანაც ერთადაც აპლიკანტი აპირებს პროექტის განხორციელებას. მისაღებია მოწვევის ელექტრონული ვერსიაც; სარეკომენდაციო წერილი აპლიკანტის უნივერსიტეტის რექტორისგან ან ფაკულტეტის დეკანისგან; TOEFL-ის სერთიფიკატის ასლი, რომელიც აპლიკანტმა მიიღო უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: weiser@fulbright.edu.pl ან იხილოთ ვებ-გვერდები
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/csm_Logo_HPCE3_72deecebff.jpg
11/07/2017 15:19

The HPC-Europa-ს პროგრამა კვლევითი ვიზიტის მხარდასაჭერად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას High-Performance Computing (HPC-Europa team)-ის მიერ გამოცხადებული გრანტის შესახებ. კვლევითი ვიზიტის დაფინანსების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი 2017 წლის 7 სექტემბრამდე (პირველი ნაკადი).  მობილობის განხორციელება დაიწყება 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს. განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება ყოველ სამ თვეში ერთხელ. კვლევითი ვიზიტების დაფინანსება ტრანსნაციონალური ხელმისაწვდომობისთვის გაგრძელდება 2021 წლის აპრილამდე. HPC-Europa არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც აფინანსებს მკვლევრების მოკლევადიან მობილობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დონის მკვლევარს: როგორც ასპირანტს, ასევე, გამოცდილ მეცნიერს. განმცხადებელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, თუმცა იგი კარგად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს (მაგ. კომპიუტერული მოდელირება). მობილობა გრძელდება სამი კვირიდან სამ თვემდე. HPC-Europa ანაზღაურებს საცხოვრებელ და სამგზავრო ხარჯებს. მობილობაში მონაწილე პირები ითანამშრომლებენ საერთო სპეციალობის მქონე ადგილობრივ მკვლევრებთან. დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. დამატებითი შეკითხვებისთვის მიწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HPC-Europa helpdesk: staff@hpc-europa.org
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Untitled.png
03/07/2017 12:10

საგრანტო სქემა კლასტერებისთვის, განაცხადების მიღება დაიწყო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის - EaP Plus ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო სქემის შესახებ. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 15 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. EaP Plus საგრანტო სქემა ჩამოყალიბდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაფართოების მიზნით. სქემა ორიენტირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კლასტერების გაძლიერებაზე. პროექტის არგლებში - EaP Plus გაიცემა 6 გრანტი, 10 000 ევროს ოდენობით. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ კლასტერებსა და მათ თანაბარ ინსტიტუტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ პირობებს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: სააპლიკაციო ფორმა თანხმობის ხელმოწერილი და დათარიღებული წერილი ევროპის პარტნიორი კლასტერის ორგანიზაციიდან; ევროკავშირისა და EaP კლასტერების მოკლე პრეზენტაცია (PDF, PPT), ევროკავშირის კლასტერის ECCP პროფილის ბმული/screenshot მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.   საგრანტო სქემასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კოორდინატორს:   Ms. Morgane Veillet Lavallée ელ-ფოსტა: m.veilletlavallee@inno-group.com   უფრო ვრცლად საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის - EaP Plus ვებ-გვერდი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/academy_04.jpg
30/06/2017 10:35

საერთაშრისო სამეცნიერო კონფერენციები უნგრეთში

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს უნგრეთში, ქ. ბუდაპესტში გაიმართება ევროპული კვლევების საბჭოს ღონისძიება სახელწოდებით ,,ევროპული კვლევების საბჭო - წარმატების მაგალითი ევროპისთვის“. ღონისძიება მოიცავს დისკუსიას  ,,ევროპული კვლევების საბჭოს კონკურსებში ჩართვის პერსპექტივები “. პარალელურად, 4-6 სექტემბერს ევროპის აკადემიისა  (Academia Europaea)  და ორგანიზაცია  ALLEA (ALL European Academies)  თანაორგანიზებით გაიმართება კონფერენცია   -  Sustainability and Resilience . დამატებითი ინფორმაიცის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდებს: Sustainability and Resilience    ERC –  a Success Story for Europe” pre-conference workshop  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/horizon2020smeweb-131113023722-phpapp01-thumbnail-4.jpg
30/06/2017 10:29

ევროკომისიის მიერ ექსპერტების შერჩევა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ გამოცხადებული შერჩევის შესახებ. ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატი იწვევს ინოვაციის მიმართულებით მცირე და საშუალო საწარმოების მიერ  წარდგენილი საპროექტო წინადადებების /ბიზნეს გეგმების შემფასებლებს. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ევროკომისიის პორტალის მეშვეობით - Participant Portal .   დაწვრილებითი ინფორმაცია ექსპერტთა შერჩევის შესახებ იხილეთ ბმულზე.  შეფასების პირველი ეტაპი გათვალისწინებულია 2017 წლის ოქტომბრის თვეში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/summer_school_-_senec1.jpg
16/06/2017 14:49

მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესახებ მე-3 საზაფხულო სკოლა სლოვაკეთში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, 2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) გეგმავს „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლის“ ჩატარებას.  ეს გახლავთ პროფესიული ტრენინგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიმღებები და მკვლევრები ერთად შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ მტკიცებულებები ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის. წლევანდელი ტრენინგი ჩატარდება სლოვაკიაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ასევე, ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების პოლიტიკის განმახორციელებლები (Policymakers) და მეცნიერები. საზაფხულო სკოლაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკის წარმართვის პროცესში კვლევების გამოყენებას მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებში. ამ სტრატეგიულ სფეროში მონაცემები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაბნეველია, ამიტომაც სახელმწიფო მოხელეებისა და მკვლევრებისათვის  მნიშვნელოვანია, შეიძინონ მეცნიერების გამოყენების უნარები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამა შემუშავებულია ევროკომისიის მიგრაციისა და დემოგრაფიის ცენტრთან ერთად. იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მეცნიერებისა და პოლიტიკის განმახორციელებლებისათვის,   რომლებიც ზემოაღნიშნულ რეგიონებში ამ თემატური  მიმართულებით მუშაობენ. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების დამწყებ და  კარიერის საშუალო ეტაპზე მყოფ  მკვლევრებს, აგრეთვე პოლიტიკის განმახორციელებლებს. ევროკომისია სრულად დააფინანსებს საქართველოდან შერჩეულ კანდიდატების საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს. მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ისეთ სამეცნიერო სფეროს ან საჯარო სექტორში,  რომლებიც დაკავშირებულია მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებთან; ძლიერი მოტივაცია ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით. იყოს საქართველოს მოქალაქე; ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა; სემინარში ბოლომდე მონაწილეობის მიღება. აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია 25 ივნისამდე,  ევროკომისიის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველები სააპლიკაციო ფორმის შესავსებად უნდა გადავიდნენ ამ ბმულზე . აპლიკანტებმა უნდა ატვირთონ მოკლე ბიოგრაფია (CV, მაქს. 2 გვ) და 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი. ინგლისურენოვანი ვერსია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/600_1.jpg
14/06/2017 09:21

FES Regional Lab 2017: ახალგაზრდა ლიდერები სოციალურ და დემოკრატიულ სამხრეთ კავკასიისთვის

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „FES Regional Lab 2017: ახალგაზრდა ლიდერები სოციალურ და დემოკრატიულ სამხრეთ კავკასიისთვის“ შესახებ. „FES Regional Lab 2017“ ყვარელში, 2017 წლის 20-23 ივლისს, შეკრებს ახალგაზრდა ლიდერებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. ზაფხულის ლაბორატორია მიზნად ისახავს იდეებისა და ცოდნის მიმოცვლის პლატფორმის შექმნას, რეგიონისთვის აქტუალური სოციალური და დემოკრატიული გამოწვევების საპასუხოდ. პროექტი ხორციელდება Friedrich-Ebert-Stiftung (FES) -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, რომელიც, ასევე, დაფარავს ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს. „FES Regional Lab 2017“-ის მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა საქართველოდან, სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან. ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია, შესაბამისად, პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21 ივნისი. პროექტთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: event@fesgeo.ge დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/picture%20eu%20in%20my%20region_1.jpg
12/06/2017 12:53

Europe in My Region - ევროკომისიის ახალი კამპანია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ახალი კამპანიის შესახებ - Europe in My Region. კამპანია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიიღოს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ. 2017 წელს საფუძველი ჩაეყარა ოთხ სხვასახვა ინიციატივას  - პროექტების რუკა, ფოტო კონკურსი Europe in My region , Project Hunt , კონკურსი ბლოგის წერაში. კამპანია საზოგადოებას მოუწოდებს ევროპული პროექტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ სხვადასხვა საშუალების, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსები მიმდინარეობს მიმდინარე წლის 2 მაისიდან 28 აგვისტომდე.
სრულად