ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/4th%20Webinar%20IMG.jpg
18/04/2018 17:15

EaP PLUS რიგით მეოთხე ვებინარი კვლევისა და ინოვაციების შესახებ!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილ რიგით მეოთხე RDI - ვებინარის შესახებ, რომელიც შეეხება ერთობლივ პროექტებს კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით (მაგ: Horizon 2020 პროექტები). შეხვედრას გაუძღვება inno TSD -ის დირექტორი და ინოვაციების მთავარი კონსულტანტი სვეტლანა კლესოვა საფრანგეთიდან. ვებინარის მიზანია კვლევებისა და ინოვაციების პროექტებისა და პრაქტიკული ნიმუშების ეფექტურობის გაზრდა, რაც ითვალისწინებს მონაწილეების მიერ კვლევითი გამოცდილებისა და ნიმუშების გაზიარებას. ვებინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებსა და მკვლევრებს, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა . იხილეთ დანართი   ვებინარზე განსახილველი საკითხების შესახებ. ვებინარის თარიღი: 2018 წლის 24 მაისი ვებინარის გამართვის დრო: 10:00 – 11:30 CET (12:00-13:30 საქართველოს დროით) საკონტაქტო პირი: კრისტინა დაქსი k.dax@inno-group.com
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Green%20Talents%20pic.png
16/04/2018 17:25

გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიერ ინიცირებული “ Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development ”- კონკურსის შესახებ. ფორუმი ემსახურება მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა საუკეთესო ნამუშევრებისა და ინოვაციური პროექტების, კონკურსის პრინციპით გამოვლენას. პროექტი ტარდება გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრის ანია კარლიჩზეკის პატრონაჟით. პროექტი ყოველწლიურად აჯილდოებს 25 მონაწილეს. გამარჯვებულთა შერჩევის პროცესს უძღვება კონკურსის ჟიური . 2018 წლის Green Talents Award მოიცავს : 2018 წლის სამეცნიერო ფორუმის ორ კვირიან, სრულად დაფინანსებულ მოსაწვევს, რომელიც გულისხმობს: შეხვედრებს გერმანიის მდგრადი განვითარების ინსტიტუციებში და შესაბამისი პროფილის მქონე კვლევით კომპანიებში; ინდივიდუალურ შეხვედრებს გერმანელ ექსპერტებთან მომავალი კვლევებისა და თანამშრომლობის განსახილველად; ბერლინში, დაჯილდოების ცერემონიაზე Green Talents-ის კურსდამთავრებულთა მონაწილეებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას. 2019 წლის გამარჯვებულთა მიერ შერჩეულ ინსტიტუციაში, სრულად დაფინანსებულ სამ თვემდე ხანგრძლივობის კვლევას; Green Talents-ის კურსდამთავრებულთა ქსელზე ექსკლუზიურ დაშვებას. მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსი ან დასრულების ხარისხი მიღებული არაუმეტეს სამი წლისა, აპლიკაციების მიღების საბოლოო ვადის დასრულებამდე; მდგრადი განვითარების მიმართულებით კვლევითი საქმიანობა და მულტიდისციპლინარული მიდგომა; ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; საშუალოზე მაღალი ქულები მიმდინარე ან დასრულებულ სასწავლო უნივერსიტეტში; განმცხადებელი არ უნდა იყოს გერმანიის მოქალაქე ან გერმანიაში ცხოვრების უფლების მქონე პირი. დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის ბროშურის სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს . განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 23 მაისი. განაცხადების წარსადგენად ეწვიეთ ვებ-გვერდს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/webinar-activtrades-2018.jpg
11/04/2018 16:43

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვებინარის შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS –ის ფარგლებში დაგეგმილი რიგით მესამე ვებინარის შესახებ, რომელიც შეეხება Horizon 2020-ის 2018 წლის კონკურსებს ენერგეტიკის სფეროში. ვებინარს გაუძღვებიან ფუნდამენტური ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტის - პოლონეთის სამეცნიერო აკადემიის ( IPPT PAN ) ექსპერტები ევროკავშირის კვლევითი პროგრამების შესახებ. ვებინარის თარიღი და დრო: 2018 წლის 17 მაისი, 10:00 CET ( 12:00 თბილისის დროით) ხანგრძლივობა: 60 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით). ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია „ჰორიზონტი 2020“-ის აღნიშნული თემატიკითა და კონკურსებით. მონაწილეობა უფასოა.  სამუშაო ენა არის ინგლისური და მოიცავს შემდეგ საკითხებს: Horizon 2020- თან დაკავშირებული ზოგადი საკითხები; ენერგეტიკის სფერო „ჰორიზონტი 2020“- ში; Horizon 2020-ის კონკურსები, სადაც განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2018 წლის სექტემბერში; კითხვა - პასუხი.   ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს . ინსტრუქციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ERC%20report%20photo.jpg
10/04/2018 14:16

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წლიური ანგარიში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  წლიური ანგარიშის შესახებ. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2017 წლის მიღწევებისა და აქტივობების  შესახებ ანგარიში  გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 26 მარტს, დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/PATL%20img_1.jpg
05/04/2018 10:27

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას რობერტ ბოშის ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის Postdoc Academy for Transformational Leadership შესახებ

პროექტის მიზანი: საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროგრამის შეთავაზება, რომლის მიზანია მდგრადი განვითარებისა და ტრანსფორმაციის კვლევის მიმართულებით ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადება. პროგრამა განხორციელდება  წამყვანი ევროპული აკადემიური ინსტიტუტების ჩართულობითა და ხელშეწყობით. პროექტის განხორციელების ფორმატი: The Postdoc Academy for Transformational Leadership მოიცავს, ორი წლის განმავლობაში ჩასატარებელ ოთხ ინტენსიურ სემინარს, რომელიც ემსახურება კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევრების კომპეტენციის გაუმჯობესებას. მონაწილეობა: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტ-დოქტორანტებს, მათ შორის ახალგზარდა მეცნიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 20 ახალგაზრდა მკვლევარი. მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე . აკადემიის პროგრამის ამსახველი ბროშურა იხილეთ ბმულზე : პროექტის განხორციელების ადგილი და დრო: პირველი სემინარი: Humboldt-Universität zu Berlin , 10 – 12 ოქტომბერი, 2018; მეორე სემინარი: Leuphana University of Lüneburg , 7 – 9 თებერვალი, 2019; მესამე სემინარი:  Stockholm Resilience Centre , 16 – 18 ოქტომბერი, 2019; მეოთხე სემინარი: Dutch Research Institute for Transitions (DRIFT) , 18 – 20 მარტი, 2020. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 15.04.2018 საკონტაქტო პირი რობერტ ბოშის ფონდიდან: Andrea Bruhn პროექტის მენეჯერი Tel: +49 711 46084-610
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/JRC.jpg
04/04/2018 17:26

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ერთობლივი კვლევების ცენტრის პროექტის შესახებ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის პროექტთან დაკავშირებით. კონკურსის მიზანია შეიმუშაოს State-of-the-science მოხსენება და ფაქტებზე დაფუძნებული ჰიპოთეზა, პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბების წარმმართველი მოდელებისათვის და მათში ფაქტობრივი საფუძვლის მნიშვნელობისათვის. ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელიც ასაქმებს მეცნიერებს იმისათვის, რომ მეცნიერული კვლევის საფუძველზე ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი სამეცნიერო რეკომენდაცია და ხელი შეუწყონ ევროკავშირის პოლიტიკას. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ძირითადი მოხსენება შემუშავებულ იქნება ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) -ის მიერ, რომელიც დაეყრდნობა ექსპერტების დაწერილ State-of-the-science-ის ლიტერატურულ მიმოხილვებს. Enlightenment 2.0 flagship report - ისათვის პროექტის მიზანია თანამშრომლობა უკუკავშირის მიღების მიზნით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ: ინდივიდუალურად მომუშავე მეცნიერებს; წამყვან ავტორებს კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში, სამეცნიერო ლიტერატურის ავტორებსა და თანაავტორებს; დარგის ექსპერტებს; მმართველი კომიტეტის წევრებს/ექსპერტებს (Steering Committee members). საერთაშორისო ორგანიზაციებს; პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ღია კონკურსის გზით და ის მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: შემეცნებითი ლინგვისტიკა; ეთნოლოგია/ანთროპოლოგია; ევოლუციური ბიოლოგია; განმანათლებლობის ისტორია; ნეირო მეცნიერებები; ორგანიზაციული მეცნიერებები; ქცევითი მეცნიერებები; მეცნიერების ფილოსოფია; ფიზიოლოგია; პოლიტიკური კვლევები; პოლიტიკური ქცევა; პოლიტიკური ფსიქოლოგია; პოლიტიკური მეცნიერება; ფსიქოლოგია; სოციალური ფსიქოლოგია; სოციოლოგია; თეოლოგია. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Untitled.png
29/03/2018 17:26

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის კონკურსის შესახებ ორგანიზაციებისთვის ლიტერატურული თარგმანების პროექტების მხარდასაჭერად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ლიტერატურული თარგმანების პროექტების მხარდამჭერი 2018 წლის კონკურსის შესახებ „EACEA 13/2018: Support to Literary translations projects“ შესახებ, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ გამომცემლობებს, იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მაისი, 12:00 (ბრიუსელის დროით). ლიტერატურული თარგმანების პროექტების კონკურსის მიზანია კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების, ევროპული ლიტერატურული თარგმანების გავრცელებისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნაკლებად განვითარებული ლიტერატურული ჟანრების წახალისება და სხვ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, არამედ ასოცირებულ ქვეყნებიდანაც, მათ შორის საქართველოდან (იხილეთ ბმული ). განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მონაწილეთა პორტალის მეშვეობით. ყურადსაღებია, რომ განაცხადის წარსადგენად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ევროკომისიის საიდენტიფიკაციო სერვისის პორტალზე ECAS (European Commission Authentication Service). იხილეთ, ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით და განაცხადის წარსადგენად საჭირო დანართები. დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე. პროგრამას კოორდინირებას უწევს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ,,შემოქმედებითი ევროპა".  დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ  ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/saproeqto%20jpg.Wby8BiZIP3.jpg
29/03/2018 17:26

ფონდი ავრცელებს საპროექტო განაცხადის წერაზე ტრენინგის შესახებ ინფორმაციას

ტრენინგის მიზანია,  მონაწილეებს  მიაწოდოს ინფორმაცია პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ხელი შეუწყოს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას,  რომლებიც აუცილებელია ეფექტური პროექტებისწერისათვის. კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის. ინფორმაცია ტრენინგის შესახებ იხილეთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Innovaiton%20news.jpg
29/03/2018 13:35

ევროკომისიის ახალი პუბლიკაცია კვლევისა და ინოვაციის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ახალი პუბლიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს, ვრცელი ინფორმაცია მიიღონ ინოვაციის პროცესების შესახებ (როგორ ვაქციოთ კვლევა წარმატებულ კომერციულ პროდუქტად). პუბლიკაცია შედგება სამი ნაწილისგან: 1. ინდუსტრიული ტექნოლოგიების მიმართულებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ანალიზი; 2. ინდუსტრიული ტექნოლოგიების მიმართულებით, ინოვაციის ანალიზი; 3. ინოვაციის მართვა პრაქტიკოსებისთვის. მასალა ხელმისაწვდომია ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Global_Food_Venture.png
26/03/2018 12:27

EIT Food’s Global Food Venture (GFV) programme

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დოქტორანტებისათვის გამოცხადებული ახალი შესაძლებლობის შესახებ - EIT Food’s Global Food Venture (GFV) programmes. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ წახალისებას კვების ინდუსტრიის სფეროში ჩართულ მეწარმეებთან პარტნიორობის განვითარებისათვის. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროგრამის  ეწვიეთ ვებგვერდს.
სრულად