ანონსები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ ფასიანი ვებინარების სერიის შესახებ

28/04/2016 12:55
Science Business Network   დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას ,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებისთვის საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის შესახებ. 2016 წლის სასწავლო კურსი სულ 8 სერიისაგან შედგება და თითოეული ეთმობა სხვადასხვა საკითხს. კურსის ერთი სერიის ღირებულება შეადგენს 85 ევროს (საფასურს ემატება დღგ), ხოლო მთლიანი სასწავლო კურსის ღირებულება 295 ევროა. რას ნიშნავს ,,გავლენა“- როგორ განმარტავს მას კომისია და რას ელოდებიან „ჰორიზონტი 2020“-ის შემფასებლები? თარიღი: 28 აპრილი, 2016 როგორ უნდა წარვადგინოთ განაცხადი - 8 საფეხურიანი წარმატების სტრუქტურა თარიღი: 24 მაისი, 2016 ევროპული კვლევების საბჭო (ERC) : რისი აღმოჩენა სურს ევროპული კვლევების საბჭოს? თარიღი: 21 ივნისი, 2016 მცირე და საშუალო ბიზნესი - როგორ შევუერთდეთ კონსორციუმს ან მოვიპოვოთ დაფინანსება? თარიღი: 20 სექტემბერი, 2016 კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა, ე.წ. Open Access თარიღი 18 ოქტომბერი, 2016 ჰორიზონტალური პრობლემების წარდგენის მნიშვნელობა საპროექტო წინადადებაში თარიღი: 15 ნოემბერი, 2016 რას ნიშნავს გავრცელება - როგორ განმარტავენ მას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის შემფასებლები? თარიღი: 13 დეკემბერი, 2016 ახალი დაფინანსების მეთოდები გრანტების გარდა - როგორ მოვიპოვოთ წვდომა ფინანსებთან? თარიღი: 17 იანვარი, 2017 ვებინარების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.sciencebusiness.net/Horizon2020/Intelligence/Default.aspx      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/poyo.png
28/04/2016 12:28

სამი ვებინარი მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების შესახებ ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების   თემაზე სამი დაგეგმილი ვებინარის შესახებ . „მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები“ ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებისთვის  და ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისთვის არის ღია. მკვლევრებს კარიერის ნებისმიერ საფეხურზე აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება.   პირველი ვებინარი 2016 წლის 14 აპრილს გაიმართა და შეეხებოდა ორგანიზაციის ინდივიდუალური სტიპენდიის პროგრამას. მეორე ვებინარი ჩატარდება 29 აპრილს, 10:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) და ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს შეეხება. 2016 წლის მაისში კი მონაწილეთა პორტალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვებინარი  გაიმართება. ვებინარის ონლაინ ბმული დაეგზავნება მიმართულების ეროვნულ საკონტაქტო პირების (NCPs). ვებინარზე წვდომასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ საკონტაქტო პირს პოლონეთიდან  ( Barbara.Trammer@kpk.gov.pl )
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/IncoNet%20EaP/IMG_2079.JPG
27/04/2016 13:50

IncoNet EaP ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საანგარიშო შეხვედრა

მიმდინარე წლის 13 მაისს, 15:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების მოხსენება, რომელიც დაეთმობა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში“ (IncoNet EaP) ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. IncoNet EaP დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში.  პროექტის ფარგლებში სამ ეროვნულ საკონტაქტო პირს (სამი საზოგადოებრივი გამოწვევის მიხედვით) შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ე.წ. Twinning ღონისძებებს და გაეზიარებინათ ევროპელი კოლეგების გამოცდილება. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატალია შათირიშვილი (ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი);  მაია ოკუჯავა (ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი) და ნინო ჯანელიძე (კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ დასახელებული კანდიდატი). მიმდინარე წლის 13 მაისს, 15:00 საათზე  დაგეგმილ ღონისძიებაზე მომხსენებლები  დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ შეძენილ გამოცდილებას და მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის აქტივობების შესახებ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. დასწრება თავისუფალია. (მისამართი: ქ, თბილისი, ალექსიძის #1)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/12333.jpg
26/04/2016 10:15

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საშუამავლო ღონისძიების შესახებ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საშუამავლო ღონისძიების შესახებ, რომელიც დაგეგმილია სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ქ.  ბრატისლავაში, მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს. საშუამავლო ღონისძიებას ორგანიზებას უწევს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ეროვნულ საკონტაქტო პირთა ქსელი   Idea-ist ევროპის მეწარმეთა ქსელთან   ( Enterprise Europe Network ) მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია მიმდინარეობს 2016  წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე.   დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს .  
სრულად

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

25/04/2016 16:38
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის მაისის თვეში. კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ; მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო - კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად ; კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები;   ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.     ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე: ა) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ბ) ახალგაზრდა მკვლევრებს: მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს 35 წლამდე;     ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა- 15 000 ლარს.   ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები და შესაბამისი დანართები ( საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება , ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება, პროგრამა და პირობები, საპროექტო განაცხადის ფორმა, პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!   დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს: -  მარიამ ქებურიას +995 322 200 220 (4022);  keburia@rustaveli.org.ge -  ნიკოლოზ ბაქრაძეს +995 322 200 220 (4406);  bakradze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/logo_euraxess.png
22/04/2016 09:51

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პანევროპული ინიციატივა EURAXESS პორტალის შესახებ.

პანევროპული ინიციატივა EURAXESS დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას აწვდის კვლევისა და მეცნიერების სფეროში ფართო შესაძლებლობებზე. ეს არის ევროკომისიისა და ევროკავშირის კვლევით პროგრამაში ჩართული ქვეყნების ერთობლივი ინტერნეტ პორტალი, უნიკალური ინიციატივა, რომელიც ევროპის და სხვა ქვეყნების მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ განახლებული ინფორმაცია კვლევის, დასაქმების და კარიერის განვითარების სხვა შესაძლებლობების შესახებ. ინტერნეტ პორტალზე მონაცემები წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულების მიხედვით: EURAXESS Jobs პორტალის ამ ნაწილში მკვლევარებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ ვაკანსიები, საგრანტო კონკურსები,  სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის მასშტაბით. დაინტერესებულ მეცნიერებს შეუძლიათ პორტალზე თავიანთი რეზიუმეს ატვირთვა, რაც დამქირავებელ ორგანიზაციებს  სასურველი მკვლევარის მოძიებას გაუადვილებს.   EURAXESS Services პორტალის ეს ნაწილი აერთიანებს 5 ათასზე მეტ მომსახურების ცენტრს ევროპის 40 ქვეყანაში. მომსახურების ცენტრი დახმარებას უწევს მეცნიერსა და მის ოჯახს სხვა ქვეყანაში გადასვლის ორგანიზებაში. მომსახურება უფასოა და მისი დახმარებით შესაძლებელია ისეთი საკითხების შესახებ ინფორმირება, როგორიცაა: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ვიზისა და მუშაობის უფლების მოპოვება, ენის კურსები, სკოლები, დაზღვევა და სამედიცინო მომსახურება.  EURAXESS Rights ამ ნაწილში შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ევროპის კანონმდებლობა კვლევისა და მეცნიერების შესახებ,  რეგულაციები /საკანონმდებლო ჩარჩო  მეცნიერთა დასაქმების შესახებ,  ამასთან ერთად მკვლევარებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ ინფორმაცია ქვეყანაში შესვლის მოთხოვნების, სოციალური დაზღვევისა და პენსიების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება დოკუმენტზე: ,,The European Charter for Researchers and the Code of Conduct for the Recruitment of Researchers“ EURAXESS Links ვებ-პორტალის ეს ნაწილი წარმოადგენს კავშირების დამყარების ერთგვარ საშალებას და  საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დანტერესებულია კოლაბორაციის შესაძლებლობებით ევროპაში და ევროპის ფარგლებს გარეთ. პანევროპული ინიციატივის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ EURAXESS ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/1280px-Logo_Volkswagenstiftung.svg.png
19/04/2016 16:36

ვოლკსვაგენის ფონდი აცხადებს კონკურსს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვოლკსვაგენის   ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ.   ვოლკსვაგენის ფონდი (VolkswagenStiftung) აცხადებს კონკურსს სადოქტორო პროგრამების მოსამზადებლად. ამ ინიციატივის მეშვეობით ვოლკსვაგენის ფონდი გეგმავს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ერთის მხრივ ცენტრალური აზიისა და კავკასიის, ხოლო მეორეს მხრივ - გერმანიის მეცნიერთა შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას. საპროექტო წინადადება ერთობლივად უნდა იყოს შემუშავებული კოლაბორატორების მიერ და ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით წარდგენილი, ინგლისურ ენაზე, გერმანელი განმცხადებლის მიერ. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 ივნისი.   გამოცხადებული კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/poyo.png
18/04/2016 14:12

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ვებინარის შესახებ

პროექტი ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება -  Black Sea Horizon , დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას. მიმდინარე წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე დაგეგმილი ვებინარი დაეთმობა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ICT in H2020) . ვებინარზე განიხილება შემდეგი თემები:  ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმოხილვა ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში“, ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსების შესახებ; მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. ვებინარს წარუძღვება პოლონელი ექსპერტი, პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირი ევროკავშირის კვლევის პროგრამებზე (IPPT  PAN) - იან ლისოვსკი. პროეტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ვებინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია შემდეგი  ვებ-გვერდის მეშვეობით: https://dlr.ilinc.com/perl/ilinc/lms/vc_launch.pl?activity_id=zvskrpw&user_id = დამატებითი ინფორმაცია ვებინარის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე .
სრულად

FaRiG - საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობრები

15/04/2016 17:31
შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ორგანიზაცია FaRiG-ის კვლევითი გრანტის შესახებ. 2016 FaRiG   Adams Essay Prize Adams Essay Prize   არის კონკურსი საუკეთესო ესეების გამოსვლენად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ საერთაშორისო აკადემიურ კვლევასთან (საკონკურსოდ წარდგენილი ესეს მოცულობა, ინგლისურ ენაზე, არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას). აპლიაკციები მიიღება ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისაგან. განმცხადებელი შეიძლება მოღვაწეობდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ესეები გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებ-გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ მასალა პირველად ქვეყნდებოდეს ინგლისურ ენაზე. სააპლიკაციო ფორმის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.farig.org  შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად, ესეს საკონკურსოდ წარდგენა შეგიძლიათ მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ,  FaRiG-ის შემდეგ ელ-ფოსტაზე:  robert@scallon.co.uk   გამარჯვებული ნაშრომები გამოვლინდება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს.  2016 FaRiG კვლევითი გრანტი FaRiG კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად საპროექტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს. კვლევითი პროექტის ძირითადი თემა უნდა ეხებოდეს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას. განსაკუთრებით კი ისეთ ნიმუშებს, რომლებიც საჭიროებს საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღების დათმობას.  კვლევითი გრანტის მოცულობა შეადგენს 2000 ფუნტ სტერლინგს. გრანტის მოპოვების უმთავრესი კრიტერიუმი არის მაღალი ხარისხის კვლევა. უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერების მიერ წარდგენილ აპლიკაციებს (მაგ. 25-45 წლამდე), რომლებსაც აქვთ თანადაფინანსება და  ბიუჯეტის მოთხოვნა 2000 ფუნტზე ნაკლები. მათ, ვისაც უკვე აქვთ მიღებული FaRiG-ის დაფინანსება ამ სქემით, განაცხადის წარდგენა ეზღუდებათ. სააპლიკაციო ფორმის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.farig.org შევსებული ფორმა, ორი სარეკომენდაციო წერილი გაგზავნილი უშუალოდ რეკომენდატორის მიერ, შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:  robert@scallon.co.uk    მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.
სრულად

იუნესკოს 2016-2017 წლების „მონაწილეობის პროგრამა“

13/04/2016 15:10
“მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. წევრ ქვეყანას აქვს მაქსიმუმ 7 პროექტის წარდგენის უფლება. პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 მაისი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს      
სრულად