ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/webnar.jpg
23/10/2018 11:02

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი ვებინარის შესახებ. ვებინარის თემატიკა უკავშირდება გენდერის საკითხებს პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში

ვებინარში მონაწილეობა უფასოა; თარიღი:   2018 წლის  26 ოქტომბერი; დრო: 10 – 11 საათი ( ცენტრალური ევროპის დროით) ვებინარის მიმოხილვა და განრიგი იხილეთ  ბმულზე . ვებინარზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით  ბმულს . დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ვებ-გვერდს . ორგანიზატორის საკონტაქტო ინფორმაცია: liane.lewerentz@dlr.de +49 228-3821 1652
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/gsf-logo.png
17/10/2018 15:51

Google Science Fair სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისთვის

შოთა რუსთაველს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ახალგაზრდული სამეცნიერო საგრანტო კონკურსის Google Science Fair – ის შესახებ. Google Science Fair წარმოადგენს ყოველწლიურ სამეცნიერო ოლიმპიადას, რომელიც იმართება 2011 წლიდან და ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით დამწყებ, მოზარდ გამომგონებელთა ინოვაციური იდეებისა და სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციასა და წახალისებას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ინოვატორებსა და მეცნიერებს 13-დან 18 წლამდე, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. კონკურსის მთავარი საპრიზო ადგილი ითვალისწინებს გამარჯვებულის დაჯილდოებას სასწავლო სტიპენდიით, 50.000$ ოდენობით. პროექტი ასევე მოიცავს სხვა მონაწილე გამომგონებელთა წახალისებას სასწავლო სტიპენდიებით, მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სათაო ოფისებში ვიზიტებითა და სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკით. Google Science Fair წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის და მეცნიერებით გატაცებული სკოლის მოსწავლეებისათვის, თავიანთი ინოვაციური იდეების მსოფლიოსთვის გასაცნობად.   კონკურსის პარტნიორები არიან: Google , LEGO Education , Virgin Galactic , ცნობილი სამეცნიერო ჟურნალები National Geographic და Scientific American . 2018 წლის კონკურსზე პროექტების დარეგისტრირებისა ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc_1_1.png
16/10/2018 16:44

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) Starting and Consolidator Grant Calls

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსების Starting and Consolidator Grant 2019  - ის შესახებ. ERC Starting Grant  -  გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის , რომლებთაც გააჩნიათ 2-7 წლამდე გამოცდილება სამეცნიერო სფეროში (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან. გრანტის ოდენობა - 1.5 მილიონი ევრო პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი ERC Starting Grant 2019 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 ოქტომბერი. პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით. ERC Synergy Grants -  გრანტები  კვლევის ხელმძღვანელებისთვის (მაქს. რაოდენობა 4 ხელმძღვანელი), ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან.   გრანტის ოდენობა - 10 მილიონ ევრომდე პროექტის ხანგრძლივობა - 6 წელი ERC Synergy Grant 2019 - აპლიკაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ნოემბერი. პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით.   დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/43828275_2192935660921419_3290526255379644416_n.jpg
12/10/2018 14:59

ვირტუალური საინფორმაციო დღე ჰორიზონტი 2020-ის „ჭკვიანი, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტის“ სამუშაო პროგრამის შესახებ

შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაგეგმილი ვირტუალური საინფორმაციო დღის შესახებ.  საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნება ,,ჰორიზონტი 2020“ ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის მიმდინარე კონკურსები „ჭკვიანი, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტის“ მიმართულებით ( Smart, Green and Integrated Transport). ვირტუალურ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნება 2019 წლისათვის გამოცხადებული შემდეგი კონკურსები: მობილობა ზრდისთვის (MG) ავტონომიური საგზაო ტრანსპორტი (ART) მწვანე ავტომობილები (GV ) შემდგომი თაობის ბატარეები (BAT) აღნიშნული კონკურსებისათვის სამუშაო პროგრამით გათვალისწინებულია დაახლოებით 355 მილიონი ევრო.  საინფორმაციო დღე გაიმართება 2018 წლის 23 ოქტომბერს, 09:00 – 13:00 (ცენტრალური ევროპის დროით). ყურადსაღებია, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეკითხვების  გაგზავნა შემდეგ ელ. ფოსტაზე: INEA-H2020-Transport-Infoday@ec.europa.eu   ან twitter -ზე @inea_eu . შეკითხვებს განიხილავენ ვირტუალურ საინფორმაციო დღეზე. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს. ,,ჰორიზონტი 2020“ ის სამუშაო პროგრამის ,,Smart, Green and Integrated Transport” სანახავად, გთხოვთ იხილოთ ფაილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/unesco_logo.jpg
04/10/2018 17:49

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ (UNESCO/Japan Young Researchers’ Fellowship Programme ) ,  რომელსაც აფინანსებს იაპონიის მთავრობა ,, Japanese Funds-in-Trust for the Capacity-Building of Human Resources ’’ პროგრამის ფარგლებში.  პროგრამის ფარგლებში გაიცემა 10 კვლევითი სტიპენდია,  UNESCO-ს  4 პრიორიტეტულ მიმართულებაში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ აპლიკანტებს: 1. პირებს, რომელთაც სურთ აკადემიური კარიერის იაპონიაში გაგრძელება; 2. ქალ აპლიკანტებს; 3. აპლიკანტებს აფრიკის ქვეყნებიდან; 4. აპლიკანტებს პატარა კუნძულოვანი ქვეყნებიდან; 5. აპლიკანტებს განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევების განვითარებას UNESCO-ს  შემდეგი ოთხი პრიორიტეტის მიმართულებით: 1. გარემოსთან დაკავშირებული საკითხები; 2. ინტერკულტურული დილოგი; 3. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; 4. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა.  კონკურსის ფარგლებში სხვა მიმართულებით წარდგენილი თემები არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის პირობები: კანდიდატი უნდა ფლობდეს A, M.S. ან მათთან  გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც უნდა გამოიყენონ მათი ქვეყნის განვითარებისთვის  უკან დაბრუნების შემდეგ; თითოეულ ქვეყანას შეუძლია მაქსიმუმ ორი კანდიდატურის წარდგენა კანდიდატები არ უნდა იყვნენ 40 წელზე მეტი ასაკის, პროგრამის ფარგლებში არ განიხილება 1978 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირების განაცხადები; შერჩეულმა კანდიდატებმა კვლევა უნდა განახორციელონ მასპინძელი ინსტიტუციაში, აკადემიური ხელმძღვანელის დაკვირვების ქვეშ; ხელმძღვანელის თანხმობის წერილის წარმოდგენა სავალდებულოა კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 9 თვე. განაცხადების  მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი   დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/poto.png
03/10/2018 14:52

EaP PLUS-ის ვებინარი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტ  EaP  PLUS- ის ფარგლებში ორგანიზებული ვებინარის შესახებ, რომელიც გაიმართება  2018 წლის 17 ოქტომბერს, 10:30 – 12:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) . ვებინარის სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობა უფასოა.  ვებინარის  თემატიკა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების (IP) , უფლებების (IPR) და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ ის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ   EaP PLUS ვებგვერდზე, ხოლო ვებინარში მონაწილეობისათვის, გთხოვთ იხილოთ  ბმული.
სრულად

“ზურაბ ჟვანიას ფონდი” აანონსებს კონკურს 2018 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.

18/09/2018 16:39
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „წინანდლის პრემიის" 2018 წლის კონკურსის  შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/qwqwe.jpg
17/09/2018 14:14

საინფორმაციო დღე ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ორშაბათს, 15:00 სთ-ზე, 2018 წლის  „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ. ERC  არის  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის  ერთ-ერთი კომპონენტი და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭო (ERC)  დაარსდა 2007 წელს, როგორც კვლევის დამფინანსებელი პირველი პანევროპული ორგანიზაცია.  აღნიშნულ შეხვედრაზე ეროვნული საკონტაქტო პირები აუდიტორიას გააცნობენ ევროპული კვლევების საბჭოს ახალ სამუშაო პროგრამას, ERC-ის მიმდინარე კონკურსებს და უპასუხებენ შეკითხვებს. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით. ასევე, იხილეთ 2018 წლის ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, ფონდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალი ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/asas.png
11/09/2018 11:28

EaP PLUS-ის ვებინარი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტ EaP PLUS -ის ფარგლებში ორგანიზებული ვებინარის შესახებ, რომელიც გაიმართება 2018 წლის 12 სექტემბერს, 10:30 – 12:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) . სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობა უფასოა.  ვებინარის თემატიკა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების, უფლებების (IP R ) და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვას დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ   EaP PLUS ვებგვერდი , ხოლო ვებინარში მონაწილეობისათვის, გთხოვთ იხილოთ ბმული.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc_1.png
10/09/2018 10:42

ინფორმაცია Starting and Consolidator Grant 2019-ის აპლიკანტებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, ევროპული კვლევების საბჭო (ERC) - ის მიერ დაფინანსებული კონკურსების: Starting and Consolidator Grant 2019 - ის შესახებ. ERC Starting Grant - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის გრანტის ოდენობა - 1.5 მილიონი ევრო პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი ERC Starting Grant 2019 კონკურსის გამოცხადების თარიღი განსაზღვრულია 2018 წლის 14 სექტემბერს და აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 ოქტომბერი. ERC Consolidator Grants - გრანტები 7-12 წლიანი გამოცდილების მქონე მეცნიერებისთვის, რათა ჩამოაყალიბონ სამეცნიერო გუნდი და განაგრძონ წარმატებული კარიერა ევროპაში გრანტის ოდენობა - 2 მილიონ ევრომდე; პროექტის ხანგრძლივობა - 5 წლამდე. ERC Consolidator Grants 2019 კონკურსის გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 24 ოქტომბერი, ხოლო აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 7 თებერვალი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო ბროშურა  .
სრულად