ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/IncoNet_EaP-1438031008.jpg
26/10/2016 17:10

ზამთრის სკოლა - IncoNet EaP-ის პროექტის ფარგლებში

ზამთრის სკოლა ,,ენერგო ეფექტურობა. საერთაშორისო პროექტების მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EaP). პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, მიმდინარე წლის 21-25 ნოემბერს ქ. ვენაში  გაიმართება ზამთრის სკოლა, სახელწოდებით ,,ენერგო ეფექტურობა: საერთაშორისო პროექტების მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე“. ზამთრის სკოლის ორგანიზატორია პროექტ IncoNet EaP-ის კოორდინატორი ავსტრიული ორგანიზაცია - „სოციალური ინოვაციების ცენტრი“ (ZSI). სოციალური ინოვაციების ცენტრის (ZSI) მიერ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან შეირჩა შემდეგი 4 ახალგაზრდა მონაწილე: ლუკა ადიკაშვილი გიორგი მუხიგულიშვილი ნინო ნიკოლეიშვილი ნინო მაღრაძე ზამთრის სკოლა - „Winter School on Energy Efficiency“    განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისათვის და კვლევითი პროექტების მენეჯერებისთვის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  ენერგო ეფექტურობის მიმართულებით და  დაინტერესებული არიან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის -,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებით. ზამთრის სკოლის პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მართვის ეტაპები, გაეცნონ  ჰორიზონტი 2020-ის თანამშრომლობითი პროექტების სპეციფიკას და მის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობებს. ზამთრის სკოლის საქართველოდან შერჩეული მონაწილეების სასტუმროსა და კვების ხარჯებს  გაიღებს ავსტრიული მხარე (ZSI), ხოლო საერთაშორისო მგზავრობის (ავიაბილეთები)  და ვიზის ხარჯების დაფარვა მოხდება პროექტ IncoNet EaP-ის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:  http://www.inco-eap.net/en/543.php
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/horizon-2020-sme-instrument-deep-dive-1-638.jpg
24/10/2016 15:06

,,ჰორიზონტი 2020“-ის გზამკვლევები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის  ერთ-ერთი ინსტრუმენტის - SME instrument  ფასიანი გზამკვლევების შესახებ. პრაქტიკული გზამკვლევები დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რეკომენდაციებს კონკურსში მონაწილეობის ეტაპების შესახებ. ეს გზამკვლევები მოიცავს: Guidebooks -   სახელმძღვანელო- რჩევები,  როგორ შევადგინოთ კონკურენტუნარიანი საპროექტო  განაცხადი Ready-to-use proposal templates- თვალსაჩინოებები - დიაგრამები, ცხრილები, რომლებიც გავლენას ახდენს შეფასებაზე   Self-assessment tools - პროექტის იდეის შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან,  საპროექტო წინადადების გაუმჯობესების გზები  Proposal clinics -ინდივიდუალური კონსულტაციები პროექტის ხარვეზების იდენტიფიკაციის და  გაუმჯობესებისთვის პრაქტიკული რჩევების მიზნით დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Horizon2020-header.jpg
21/10/2016 10:04

ფონდი ავრცელებს ინფორმაცის ჰორიზონტი 2020-ს ფარგლებში საჯარო კონსულტაციის შესახებ

ევროკომისიამ გადაწყვიტა დაინტერესებულ მხარეებისთვის  საჯარო კონსულტაციების გამართვა, რომელიც შეეხება  ჰორიზონტი 2020-ს შუალედურ შეფასებას. ეს შუალედური შეფასება ხელს  უწყობს ჰორიზონტი 2020-ს ფუნქციონირებას, და ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია  ევროკავშირის მომავალი კვლევისა და ინოვაციების პროგრამის მზადების პროცესისთვის. ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა  77  მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები. საჯარო კონსულტაცია ჰორიზონტი 2020-ს შუალედური შეფასების შესახებ ღიაა 2017 წლის 15 იანვრამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ასევე, იხილეთ ლინკი  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
21/10/2016 10:03

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Consolidator Grant Call 2017

Consolidator Grant Call 2017 გაიცემა  ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის წარმატებული მკვლევარებისთვის, რომელთაც დაცული აქვთ თავიანთი დისერტაცია ბოლო 7-12 წლის განმავლობაში. კონკურსის ფარგლებში, კვლევა უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყნაში მდებარე კვლევით დაწესებულებაში. დაფინანსება გათვალისწინებულია 5 წლამდე კვლევითი პროექტებისთვის. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 575 მლნ ევროს, თითოეული დაფინანსებულ პროექტზე  გათვლილია დაახლოებით 2 მლნ ევრო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 9 თებერვალი .  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ასევე იხილეთ,   ERC Consolidator Grants
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
21/10/2016 10:03

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ERC Starting Grant კონკურსში დარეგისტრირებული განაცხადების შესახებ

2017 Starting Grant კონკურსზე 3081  საპროექტო წინადადებაა წარდგენილი. 2016 წლის კონკურსთან  შედარებით, აპლიკანტების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. განაცხადები შეფასდება და აირჩევა განხილვის პროცესის შემდეგ,  რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერების მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან. საგრანტო კონკურსის -  ERC Starting Grant მიზანია, მხარი დაუჭიროს გამორჩეულ მეცნიერებს თავიანთი კარიერის იმ ეტაპზე, როდესაც ისინი დამოუკიდებელად აყალიბებენ საკუთარი კვლევის გუნდსა თუ პროგრამას.  დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა უნდა წარმოაჩინოს კვლევის ნოვატორული ხასიათი, ამბიციური იდეა და გაწეროს სამეცნიერო პროექტის განხორციელების გეგმა. საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 2017 წლის 31 მაისიდან 6 სექტემბრამდე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
17/10/2016 09:59

გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2017 წლის საგრანტო კონკურსის - ERC Starting Grants შემფასებელი პანელის შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს   (ERC) კონკურსის - ERC  Starting Grants  შემფასებელი პანელის შესახებ: სულ  წარმოდგენილია 2017 წლის კონკურსის შემფასებელ ექსპერტთა 25 პანელი სამი ძირითადი  მიმართულებით: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში (LS),  6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (SH) და 10 პანელი ფიზიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში. ERC ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ვრცელდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით და დაუშვებელია აპლიკანტების, პოტენციური აპლიკანტების ან მიმღები ინსტიტუციების მხრიდან შემფასებელ ექსპერტებთან დაკავშირება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  ERC Helpdesk ეროვნული საკონტაქტო პირების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:   ERC National Contact Points იხილეთ, 2017 წლის ERC Starting grants  საგრანტო პროექტების შემფასებელ ექსპერტთა სია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Nobel%20Prize%20erc.jpg
06/10/2016 16:53

2016 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ქიმიის დარგში 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ: შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განცხადებით, ქიმიის დარგში 2016 წლის ნობელის პრემია მიენიჭა შემდეგ სამ პროფესორს: ხუან პიერ სოვაჟი (Jean-Pierre Sauvage), ფრასერ შტოდარტი (Sir J. Fraser Stoddart) და ბერნანდ ფერინგა (Bernard L. Feringa) პროექტისათვის -  ,,მოლეკულური მექანიზმების დიზაინი და სინთეზი“. სამივე მეცნიერი მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტებში, ხოლო ბერნანდ ფერინგა (Bernard L. Feringa)  არის ევროპული კვლევების საბჭო (ERC) -ს 2 გრანტის (Advanced Grants  2008  და   2015 წლებში)  მიმღები.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდი,   ბმული
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/lancet-lancet.jpg
30/09/2016 16:24

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას The Lancet Gastroenterology & Hepatology ჟურნალის ხელმისაწვდომობის შესახებ

გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ჟურნალი The Lancet ბაზიდან უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ ScienceDirect -ზე, რომელიც წარმოადგენს 3 800-ზე მეტი სამეცნიერო, ტექნიკური და სამკურნალო რეფერირებადი ჟურნალების ბაზას და ფარავს 24 ძირითად სამეცნიერო დისციპლინას.    ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევის გამო 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის სტატიების სრული ტექსტი იქნება ხელმისაწვდომი თანხის გადახდის გარეშე.   The Lancet Gastroenterology & Hepatology   უფრო ნათელი პერსპექტივებისა და კლინიკური მიღწევების ინფორმირების მიზნით ყოველთვიურად აქვეყნებს ორიგინალურ კლინიკურ კვლევებს,  ექსპერტთა მიმოხილვებს, სიახლეებს, პროვოკაციურ კომენტარებსა  და შეხედულებებს გასტროენტეროლოგიასა  და ჰეპატოლოგიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ScienceDirect-ის მომხმარეებლთა მომსახურების ჯგუფს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/germ.jpg
08/09/2016 13:48

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის პროგრამის  ფარგლებში, 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღე“, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს გერმანიიდან  დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და  ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის  თანამდებობის პირები. ღონისძიება ჩატარდება 9.00 სთ-დან 18.30 სთ-მდე. გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ დეტალური პროგრამა   ( ინგლისური ვერსია ) ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური (სინქრონული თარგმანის გარეშე). „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღის“ მეორე ნახევარი - 16:30 – 18:30 სთ-ის, დაეთმობა ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავს ბილატერალურ შეხვედრებს (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა გერმანულ დელეგაციას წარუდგინონ ინფორმაცია მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და იმსჯელონ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებზე. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/energy%20info%20day.jpg
05/09/2016 17:46

პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ვირტუალური საინფორმაციო დღე

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორზონტი 2020“ ვირტუალური ღონისძიების შესახებ. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ჩატარდება ვირტუალური  საინფორმაციო დღე, რომელიც დაეთმობა ენერგეტიკის მიმართულებით პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ საპროექტო განაცხადების წარდგენას.   2016-2017 წლების სამუშაო პროგრამა ‘ Secure, clean and efficient energy’ იხილეთ ბმულზე . ვირტუალურ საინფორმაციო დღეზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. დარეგსტრირებული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ღონისძიების ბმულისა და მონაწილეობის შესახებ. საინფორმაციო ღონისძიების დღის წესრიგი   და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
სრულად