ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/e_logo.png
15/12/2016 16:11

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ორგანიზაციის “The Matsumae International Foundation

  იაპონიის  მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი “ The Matsumae International Foundation " იწვევს დოქტორის  ხარისხის მქონე უცხოელ მკლევარებს სტიპედიის მოსაპოვებლად . კონკურსის ფარგლებში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და მედიცინის მეცნიერებების მკვლევარებს მიენიჭებათ უპირატესობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ საკონკურსო განაცხადი და ფოსტით წარადგინონ დოკუმენტები 2017 წლის 31 აგვისტომდე. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
14/12/2016 13:45

კონფერენცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

  2016 წლის 19 დეკემბერს, 9:30-18:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".  კონფერენცია გაიმართება სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”.   კონფერენციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს 2016 წელს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და ერთობლივი, საერთაშორისო კონკურსების შედეგები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქ ტივობები, ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები , ანგარიში საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესახებ. კონფრენციაზე აგრეთვე განხილული იქნება 2017 წლის გეგმები და სამომავლო პერსპექტივები. კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე. ჩატარდება ოთხი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული იხილეთ კონფერენციის პროგრამა კონფერენციაზე დასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/elsevier-logo.jpg
05/12/2016 13:22

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Elsevier-ის ვებინარის შესახებ

Elsevier-ი გეპატიჟებათ  ვებინარზე “Mendeley- ს წარმოდგენა და შესაძლებლობები ”,  რომელიც დაგეგმილია  2016 წლის 14 დეკემბერს დილის 10:30- დან 11:30- მდე .   დასწრება ხდება ონლიან რეჟიმში ( დაგჭირდებათ კომპიუტერი და ყურსასმენი )! ვებინარის დროს მოხდება Mendeley პროგრამული უზრუნველყოფის წარმოდგენა და ონლაინ დემონსტრაცია.  ვებინარის სამუშაო ენა არის  ქართული .   ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და სურვილისამებრ, ონლაინ რეჟიმში პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება. Mendeley- ის შესახებ Mendeley - არის უნიკალური უფასო რესურსი, რომელიც მოიცავს Reference Manager-ს (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე ხელს უწყობს მომხმარებელს მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები /ტენდენციები. ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://attendee.gotowebinar.com/register/3042338058061838083 შემდგომ, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რომ რეგისტრაცია წარმატებულად გაიარეთ. ასევე, შეტყობინებაში მითითებული იქნება ვებ მისამართი, რომელზეც უნდა გადახვიდეთ (ვებინარის დაგეგმილ დროს) ვებინარში ჩასართავად.  გთხოვთ, გაავრცელოთ და მიაწოდოთ ეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს.  ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება  www.elsevier.ge -ს ვებგვერდზე.   შეკითხვების ან ვებინარის დროს სასურველი საკითხების განხილვის შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირდეთ. შეხვედრამდე ონლიან რეჟიმში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/IdEA_logo_400x400.jpg
22/11/2016 10:54

IdEA განცხადება ინტერესის გამოხატვის შესახებ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი International diaspora Engagement Alliance (IdEA)-ს სახელით აქვეყნებს განცხადებას ინტერესის გამოხატვის შესახებ. ინიციატივა მოუწოდებს დიასპორულ ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ,  არამომგებიან ორგანიზაციებს შეიმუშავონ და წარადგინონ მოკლე განაცხადი დიასპორულ პარტნიორობასთან მიმართებაში. ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბერი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
21/11/2016 15:30

Frontier Research and Science Diplomacy - კონფერენციის მასალა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენციის -  Frontier Research and Science Diplomacy      მასალებს: კონფერენციის ბროშურა 27 ოქტომბერი, კონფერენციის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე 28 ოქტომბერი,   ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/USDA-Logo_1.png
21/11/2016 12:22

ნორმან ბორლაუგის სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაცვლითი პროგრამა

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი იწვევს დაინტერესებულ კანდიდატებს 2017 წლის ნორმან ბორლაუგის სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი .   დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ამერიკის საელჩოს ვებ გვერდზე: https://georgia.usembassy.gov/resources/usdaborlaug3.html  
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას V სამეცნიერო კონგრესის -„სოფლის მეურნეობის მანქანები 2017“ შესახებ

17/11/2016 16:10
ბულგარეთის მიწათმოქმედების მექანიზაციის ასოციაციის  ორგანიზებით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ტარდება საერთაშორისო კონგრესი - „სოფლის მეურნეობის მანქანები 2017“. კონგრესი გაიმართება 2017 წლის 21-25 ივნისს. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია შემდეგ ბმულზე http://www.agrimachinery.net
სრულად

ნორმან ბორლაუგის სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაცვლითი პროგრამა

15/11/2016 13:01
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამის შესახებ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი იწვევს დაინტერესებულ კანდიდატებს 2017 წლის ნორმან ბორლაუგის სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.  დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ამერიკის საელჩოს ვებ გვერდზე:  https://georgia.usembassy.gov/resources/usdaborlaug3.html
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/black_1.jpg
15/11/2016 10:07

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ (სამეცნიერო სფეროები: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება; წყლის რესურსები და მათი ეფექტური მართვა; გამოყენებითი ქიმია და მაღალტექნოლოგიური მასალები (smart materials) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: „ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ - Black Sea Horizon.” პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, წყლის რესურსები და მათი ეფექტური მართვა, გამოყენებითი ქიმია და მაღალტექნოლოგიური მასალები (smart materials). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა ( პირველ რიგში , ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება . შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge  წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები: შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc). ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია; დოკუმენტების ელ. ფოსტით წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 7 დეკემბერი, 1 8 :00 სთ. კონკურსანტების მიერ შერჩეული ღონისძიების ვადები განსაზღვრულია 2017 წლის 30 აპრილამდე ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება Black Sea Horizon-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი. მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროს  და ვიზის ხარჯი პირველ ეტაპზე უნდა გაიღოს გრანტის მიმღებმა ან მისმა ორგანიზაციამ. ამასთან, გაწეული ხარჯი ანაზღაურდება RCISD-ს მიერ, მივლინებული  პირის ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ (ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით). დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემისა და შესაბამისი დოკუმენტაციის  შესახებ იხილეთ ბმულზე: https://blacksea-horizon.eu/object/call/640 დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთოებებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარ სპეცლიასტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს (ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge )
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/webinar%20pic.jpg
10/11/2016 13:20

ვებინარი: ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები და წვდომა სამეცნიერო ინფრასტრუქტურასთან პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამენციერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი ვებინარის შესახებ. პროექტის  - Black Sea Horizon  ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ცენტრალური ევროპის დროით 10:00 საათზე  ჩატარდება ვირტუალური, საინფორმაციო შეხვედრა, რომლის დროსაც გამოცდილი ექსპერტები დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მიაწვდიან ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ვებინარის სამუშაო ენაა ინგლისური, ხოლო  ხანგრძლივობა - 1 საათი (პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ჩათვლით). ვებინარის დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Black Sea Horizon  პროექტის ვებ-გვერდზე, შესაბამის ბმულზე. ვებინარზე დასასწრებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: საკონტაქტო პირი: Adam Gluszuk National Contact Point for Research Programmes of the EU E-Mail:  Adam.Gluszuk@kpk.gov.pl
სრულად