ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/afis_yenibuyuk.jpg
05/04/2016 14:30

Efficiency Challenge Electric Vehicle

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესახებ - Efficiency Challenge Electric Vehicle , რომელიც გაიმართება 2016 წლის 1- 7 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკაში. გამოწვევა (Efficiency Challenge Electric Vehicle) არის ყოველწლიური კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კონკურსის მიზანია ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტების უნარების გაზრდა თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით. ღონისძიების ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი ტექნოლოგიური ინიციატივების განვითარებას შეუწყობს ხელს.  TÜBİTAK მზად არის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მონაწილეთა ჩართულობას და გამოყოს დაფინანსება. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ღონისძიების ოფიციალურ გვერდს. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/Marie-Sklodowska-Curie.jpg
04/04/2016 16:12

მარია სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები (Individual Fellowships)

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (Individual Fellowships) მიზანია გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, მათთვის ახალი უნარების შეძენა, კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება. აგრეთვე,  საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის წახალისება.   ინდივიდუალური სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების კონკურსში საბუთების მიღება და იწყება – 2016 წლის 12 აპრილს ; საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 სექტემბერი , 17:00:00 ბრიუსელის დროით საკონკურსო პირობები : 1) დაფინანსების მიღების წესები და კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების  სია შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების  A ნაწილში; 2) საბუთების მიღების სტანდარტული წესები და მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების  B ნაწილსა  და  C ნაწილში ;   დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ჰორიზონტი 2020      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Llogo-WMSCI-2016.png
01/04/2016 17:03

საერთაშორისო კონფერენცია: WMSCI 2016

2016 წლის 5-8 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია World Multi-Conference on Systemics, Cybernetics and Informatics: WMSCI 2016.  ღონისძიება წარმოადგენს სისტემების, კიბენეტიკისა და ინფორმატიკის სფროში მოღვაწე მეცნიერების, თეოროტიკოსებისა თუ პრაქტიკოსების,  კონსულტანტებისა და სხვა დაინტერესებული პირების საერთაშორისო ფორუმს. საერთაშორისო კონფერენციის პროგრამის, სამეცნიერო მიმართულებების, მომხსენებლებისა და სხვა დეტალების შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.iiis2016.org/wmsci/website/about.asp?vc=1
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/BE.jpg
30/03/2016 14:12

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა. მოცემული  აქტივობისთვის ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში: 6000 ევრომდე). პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის ,,საშუამავლო ღონისძიებებზე“ დასასწრებად განაცხადის წარდგენა ეზღუდება იმ მეცნიერებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამ სქემით მოპოვებული დაფინანსება 2014-2015 წლებში გამოცხადებულ  რაუნდებში. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა ფონდში უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე (ფორმა მომზადებულია IncoNet EaP-ის ევროპელი პარტნიორების მიერ, იხილეთ დანართი #2 - სააპლიკაციო ფორმა). ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება IncoNet EaP-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების მიერ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში  წარსადგენი დოკუმენტაციის სია: განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე (ამობეჭდილი და ხელმოწერილი, ქართულ ენაზე. იხილეთ დანართი # 7); შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ამობეჭდილი და ხელმოწერილი, ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc. ინგლისურ ენაზე. იხილეთ დანართი # 2 გამარჯვების შემთხვევაში, აპლიკანტმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარმოადგინოს პერსონალური მოწვევა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან (დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ზემოაღნიშნული პირველი ორი დოკუმენტი ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად (ელ.ფოსტის მისამართზე international@rustaveli.org.ge ) PDF ფორმატში (ცალ-ცალკე  ფაილებად). საშუამავლო ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ,  10 დღის განმავლობაში, მეცნიერებმა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ  ანგარიში (ინგლისურ და ქართულ ენებზე, დადგენილი ფორმით, იხილეთ დანართი: №4, №5). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება.      დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 2016 წლის 11 აპრილი, 17:00 საათი (თბილისის დროით) -  25 აპრილიდან - 15 მაისამდე დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად; 2016 წლის 1 მაისი, 17:00 საათი (თბილისის დროით) – 15 მაისიდან - 30 ივნისამდე დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად. საშუამავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ როგორც ელექტრონულად მისამართზე :  international@rustaveli.org.ge , ასევე ფონდის კანცელარიაში დადგენილ ვადებში. მიღებული დოკუმენტაციის განხილვა მოხდება დოკუმენტაციის წარდგენის დადგენილი  ბოლო ვადის გასვლიდან 10 დღის განმავლობაში. შენიშვნა: საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა  შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ რეკომენდებული „ საშუამავლო ღონისძიებების “  ჩამონათვალი კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში. სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტის შევსებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (2005 წლის 5 აპრილის) #220 ბრძანება (დანართი 8). დანართები : მონაწილეობის წესები სააპლიკაციო ფორმა შეფასების ფორმა ანგარიშის ფორმა ინგლისურ ენაზე ანგარიშის ფორმა ქართულ ენაზე რეკომენდებული საშუამავლო ღონისძიებების ჩამონათვალი განცხადება მონაწილეობის სესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #220    საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბაქრაძე დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406) ელფოსტა:  international@rustaveli.org.ge
სრულად

პროგრამა „Horizon 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირების ტრეინინგი

29/03/2016 15:41
მიმდინარე წლის 16-17 მარტს ქ. კიევში უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ევროკომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) ეროვნული საკონტაქტო პირების (NCPs) ტრეინინგი. ღონისძიების ფარგლებში, „ჰორიზონტი 2020“-ის ევროპელმა საკონტაქტო პირებმა გაუზიარეს გამოცდილება თავიანთ კოლეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „H2020“-ის 2016-2017 წწ. სამუშაო პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტები, EaP-ის რეგიონის მკვლევარებისთვის არსებული შესაძლებლობები და მათი მონაწილეობის დინამიკა.     ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები: კვლევითი ინფრასტრუქტურა და „ჰორიზონტი 2020“ ინოვაცია „ჰორიზონტ 2020“-ში სამეცნიერო მობილურობის შესაძლებლობები მკვლევართათვის და კვლევით ორგანიზაციებისთვის „ჰორიზონტი 2020“ -ის ვებ-პორტალი EURAXESS -ში მოლდოველ მკვლევართა ჩართულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირების ტრეინინგი, კიევი, 16-17/03/2016 „ჰორიზონტი 2020“: პროექტის შეფასება პროექტის მართვა და განხორციელება ინოვაციები ინფორმაცია InnovFin -ის შესახებ 2016-2017 სამუშაო პროგრამის მიმოხილვა ნანოტექნოლოგიებისა და ახალი მასალების მინმართულებით საპროექტო წინადადების მომზადება: „ჰორიზონტი 2020“   დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.     
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Elsevier/summer%20school%202016.png
17/03/2016 11:33

საზაფხულო სკოლა - IncoNet EaP 2016

საზაფხულო სკოლა ,,ენერგო ეფექტურობა. საერთაშორისო პროექტების მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე“. საზაფხულო სკოლა - IncoNet EaP Summer School 2016  იწვევს დამწყებ მკვლევარებს და კველვითი პროექტების მენეჯერებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პატრნიორობის ქვეყნებიდან, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  ენერგო ეფეტურობის მიმართულებით და  დაინტერესებული არიან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის -,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებით.   საზაფხულო სკოლის პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მართვის ეტაპები, გაეცნონ  ჰორიზონტი 2020-ის თანამშრომლობითი პროექტების სპეციფიკას და Marie Skłodowska-Curie აქტივობების ფარგლებში მობილობის შესაძლებლობებს.   საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია ZSI -  სოციალური ინოვაციების ცენტრი, ავსტრია (Centre for Social Innovation/Austria) და TÜBITAK  - თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო.   საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2016 წლის 13-17 ივნისს  ავსტრიაში, ქ. ვენაში.  მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული აპლიკაცია უნდა შეავსონ შემდეგი ბმულის მეშვეობით:  http://survey20.zsi.at/index.php/815798/lang-en აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა  2016 წლის 21 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://www.inco-eap.net/en/514.php
სრულად

,,ლეონარდო და ვინჩის" კონკურსთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა

11/03/2016 15:27
ა.წ. 17 მარტს 15 საათზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  (ალექსიძის ქ.N1 მე-3  სართული) გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის" კონკურსთან დაკავშირებული  საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას დაესწრებიან  ქ.თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და ზუსტ დასაბუნებისმეტყველო სამეცნიერო მიმართულების პედაგოგები. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“ ტარდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N98 დადგენილების შესაბამისად.
სრულად

პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორი საგრანტო პროგრამა

02/03/2016 15:32
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ( The National Science Center of Poland ) ორი საგრანტო პროგრამის შესახებ: POLONEZ - დაფინანსების შესაძლებლობა მეცნიერთათვის, ვისაც თავიანთი კვლევის განხორციელება სურთ პოლონეთში მდებარე მასპინძელ ორგანიზაციაში. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის 15 მარტს, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 ივნისი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს : https://www.ncn.gov.pl/polonez?language=en HARMONIA – დაფინანსების შესაძლებლობა მეცნიერთათვის, ვისაც სურთ კვლევის განხორციელება საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით, საერთაშრისო პროეექტების ფარგლებში. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის 15 ივნისს. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 სექტემბერი.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს :  https://www.ncn.gov.pl/wspolpraca-zagraniczna/projekty-niewspolfinansowane?language=en
სრულად

სასტიპენდიო პროგრამა სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში

15/02/2016 15:01
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში, 2016/2017 აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებიან სტუდენტები, მკვლევარები და ლექტორები. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის მისაღებად საჭიროა „ონლაინ“ რეჟიმში ელექტრონული აპლიკაციის შევსება და გაგზავნა, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 აპრილისა (ცენტრალური ევროპული დროით, 16.00 საათამდე), რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: www.scholarships.sk , სლოვაკურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ამავე გვერდზე შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა შექმნილია სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევარების და ლექტორების მობილურობის მხარდასაჭერად და იგი დამტკიცებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ხოლო სტიპენდიით გათვალისწინებულ ფულად სახსრებს ანაზღაურებს სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევის და სპორტის სამინისტრო. აქვე გაცნობებთ, რომ 2016/2017 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრში სტიპენდიის მიღების მსურველებმა, „ონლაინ“ აპლიკაცია უნდა შეავსონ და გააგზავნონ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სრულად

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოს პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“-ის გზამკვლევი

15/02/2016 15:01
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოს პროგრამის  ,,ჰორიზონტი 2020“ -ის ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ პირებს. ინფორმაცია დაფუძნებული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით ( SME instrument proposals ) გამარჯვებული საპროექტო განაცხადების ანალიზზე.  მასალა დაეხმარება გამოცდილების არმქონე პირებსა და ორგანიზაციებს სწორად შეადგინონ საპროექტო განაცხადი და დოკუმენტაცია  წარადგინონ საკონკურსოდ.   საკონსულტაციო ინფორმაცია მოიცავს შემდეგს: გზამკვლევებს - ახალი საპროექტო განაცხადის წერისა და მიმართულებების ჩამოყალიბების დეტალური აღწერა, პრაქტიკული მაგალითები და საუკეთესო ნიმუშები. მზა საპროექტო განაცხადების ფორმებს - ცხრილები ვიზუალიზაციისთვის, გრაფიკა და დიაგრამები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროექტის შეფასების დროს. თვითშეფასების ინსტრუმენტებს - საშუალებას მისცემს აპლიკანტს,  შეაფასოს საპროექტო იდეის შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან. კონსულტაციის მექანიზმს - საშუალებას მისცემს აპლიკანტს, შეაფასოს პროექტის სუსტი მხარეები და განაცხადის გაუმჯობესების მიზნით მიიღოს პრაქტიკული რჩევები.      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე .
სრულად