ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/fp9-banner-event-page.jpg
06/07/2016 13:57

ევროპა 2030 და მომდევნო ჩარჩო პროგრამა

სსიპ შოთა რუსთაველის ერვონული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი  კონფერენციის შესახებ კონფერენცია სახელწოდებით ,, Research Strategies: Europe 2030 and the next Framework Programme “ გაიმართება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში. ღონისძიების ორგანიზატორია ქსელი Science|Business ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს საუშაო შეხვედრებს, კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის შესახებ დისკუსიებს, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამის სავარაუდო აქცენტებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე და ასევე საკონტაქტო პირისაგან: Isabel Ortega   isabel.ortega@sciencebusiness.net    tel:  + 32 2 880 3042
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

30/06/2016 14:47
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის  ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი), 2016 წლის 20-21 სექტემბერს ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:  „ ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).  მნიშვნელოვანი თარიღები: მოხსენებების მიღების ბოლო ვადა:  2016 წლის 25 აგვისტო მოხსენებების მიღების შესახებ შეტყობინება:  2016 წლის 1 სექტემბერი მოხსენებების სრული ვერსიის მიღების ბოლო ვადა:  2016 წლის 25 ოქტომბერი    კონფერენციის სამუშაო ენებია:  ქართული, ინგლისური, რუსული და თურქული .    დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს  http://halc.ibsu.edu.ge/index.php ,  სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საჭირო ინფორმაციას, ან მოგვწეროთ კონფერენციის ელ-ფოსტაზე:  halc@ibsu.edu.ge .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/image/icmpd-logo.jpg
21/06/2016 17:12

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICMPD-ის კონკურსის შესახებ

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, პროექტი ENIGMMA იწვევს დამოუკიდებელ მკვლევარებსა და მკვლევართა ჯგუფებს (დოქტორანტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოსტდოქტორებს და ა.შ) საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის განსახორციელებლად. კვლევის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: იმიგრანტების ინტეგრაცია; პოლიტიკის განვითარება ემიგრაციასთან მიმართებაში; სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია; მიგრაცია და განვითარება საქართველოში; განათლების ინტერნაციონალიზაცია; ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში; საზოგადოების დამოკიდებულება იმიგრანტებთან, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით; უცხოელი მუშახელის დაქირავება საქართველოს შრომის ბაზარზე.  განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე:  enigmma@icmpd.org მიმდინარე წლის 15 ივლისამდე.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭროა შემდეგი დოკუმენტაცია: ზემოაღნიშნულ  თემებზე მიმოხილვა /მონახაზი,  ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, ბიბლიოგრაფია, ბიოგრაფიული მონაცემები (CV), პუბლიკაციების ჩამონათვალი, აპლიკანტის მიერ უკვე შესრულებული ნაშრომის ნიმუში ქართულ ან ინგლისურ ენაზე . დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დოკუმენტში. პროექტის ENIGMMA შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს.
სრულად

გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეფასების რეგიონული პლატფორმის შეხვედრა

20/06/2016 18:58
მიმდინარე წლის 27- 28 ივნისს, თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  რეგიონული პლატფორმის შექმნას  მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform).  ორდღიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ღონისძიება იმართება ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ   პარტნიორობის    (EaP)   ქვეყნების    მეცნიერების,    ტექნოლოგიისა   და   ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP)  ფარგლებში. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და IncoNet EaP პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებიდან. ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერება  თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც წარმოდგენილი მხარეები დაადასტურებენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროს საერთო ექსპერტ-შემფასებელთა პლატფორმის შექმნაში, გააძლიერონ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათ ქვეყნებში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებების შეფასების ინსტრუმენტები და პროცედურები. მემორანდუმის დანართის სახით განხილული იქნება ექსპერტ-შემფასებელთა რეგიონული   პლატფორმის   განვითარებისა   და  დანერგვისათვის  საჭირო  სამოქმედო  გეგმა.
სრულად

ოკრიჯთან ასოცირებული უნივერსიტეტებთან (ORAU) თანამშრომლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა

06/06/2016 09:14
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას და ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ბ-ნი ტონი ლესტერის შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან   თარიღი: 7 ივნისი,  16:00 სთ, 2016 ადგილი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მ. ალექსიძის ქ. 1. III სართ. მიმდინარე წლის   7 ივნისს , 16:00  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში    გაიმართება   შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა,   Oak Ridge Associated Universities (ORAU)  - ი ს ვიცე პრეზიდენტი , ბატონ ტონი ლესტერი .   შეხვედრა დაეთმობა   შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას. ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტი ლები ს მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულშესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე მეცნიერების სრულყოფის, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის უზრუნველყოფისთვის. ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია  და სხვ. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.   მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს  შორის თანამშრომლობის გაძლიერება , კვლევების დაფინანსებისათვის ფონდის საკონკურსო პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია.  ORAU - თან ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობა შეფასების ობიექტურობ ი სა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევის გარანტიაა .    7 ივნისის შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო დეპარტამენტების, კვლევითი ცენტრებს წარმომადგენლები და მეცნიერები. საკონტაქტო პირები ფონდიდან: თათია მჟავანაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ( mzhavanadze@rustaveli.org.ge ; 555438107) მარიამ ქებურია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახური ( keburia@rustaveli. org.ge ; 591111215)      
სრულად

სამეცნიერო კონფერენცია რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში

01/06/2016 14:51
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ.   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი 2016 წლის 21-23 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ თანამედროვე კვლევები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქიმიაში, ქიმიურ ტექნოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში“. კონფერენცია ეძღვნება რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის 60 წლის იუბილეს.   კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ფუნქციონირებს კონფერენციის ვებ-გვერდი.      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/leaflet_preview.jpg
18/05/2016 13:46

ჰორიზონტი 2020-ის ჯანდაცვის საპარტნიორო დღე 2016

2016 წლის 7 ივლისს, ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების: Health-NCP-Net 2.0-სა და Fit for Health 2.0-ის მიერ ორგანიზებული საპარტნიორო ღონისძიება ჯანდაცვის დარგში. ღონისძიების მიზანია მომავალ აპლიკანტებს დაეხმაროს 2017 წლის ჯანდაცვის დარგში გამოცხადებული კონკურსებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში. შეხვედრაში მონაწილეობა არ ითხოვს სარეგისტრაციო თანხას, თუმცა მგზავრობის და ბრიუსელში სასტუმროში განთავსების თანხები მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ. ხაზგასასმელია, რომ 2016-2017 წლის სამუშაო პროგრამა- „ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა“ დაიწყო და განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 29 ივლისს. ღონისძიების ძირითადი ნაწილი საერთო თემით დაინტერესებულ მონაწილეებს შორის ორმხრივ შეხვედრებს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი ნაწილი მონაწილეებს საშუალებას მისცემს თავიანთი საპროექტო იდეები 5 -წუთიანი პრეზენტაციების საშუალებით წარადგინონ. საპარტნიორო ღონისძიება გათვალისწინებულია სხვადასხვა დაინტერესებული/სამიზნე ჯგუფისათვის: კვლევითი ორგანიზაციები, კომპანიები, უნივერსიტეტები და ა.შ. რეგისტრაციის გავლა მსურველებს შეუძლიათ მიმდინარე წლის  2 ივნისამდე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%9B.bmp
18/05/2016 13:30

პირველი ბიოქიმიური კონგრესი - „ბიოქიმიის თანამედროვე პრობლემები“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბელორუსიის  პირველი  ბიოქიმიური კონგრესის შესახებ. პირველი  ბიოქიმიური კონგრესი - „ბიოქიმიის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდება ბელორუსიის  ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ბიოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე  ქ . გროდნოში , 2016 წლის 5-6 ივლისს . დამატებითი ინფორმაცია კონგრესის შესახებ იხილეთ ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_7031.JPG
18/05/2016 13:26

19 მაისის საკონსულტაციო დღე

შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 19 მაისს ატარებს საბოლოო საკონსულტაციო დღეს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით დაინტერესებული მეცნიერებისთვის. საკონსულტაციო დღე დაიწყება 16:00 საათზე, ხოლო 17:00 საათზე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარსდგება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კომერციალიზაციის ექსპერტი დავით ჩეჩელაშვილი. ჩატარების ადგილი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მესამე სართული საკონფერენციო დარბაზი. (მ. ალექსიძის ქ.N1)
სრულად

ჰორიზონტ 2020-ის ვებინარის სერიები

18/05/2016 12:04
როგორ შევიმუშაოთ ჰორიზონტ 2020-ის საპროექტო განაცხადის - 8 საფეხურიანი სტრუქტურა წარმატებისთვის. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ ფასიანი ვებინარების სერიის შესახებ. Science Business Network დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას ,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებისთვის საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის შესახებ. 2016 წლის სასწავლო კურსი სულ 8 სერიისაგან შედგება და თითოეული ეთმობა სხვადასხვა საკითხს. კურსის ერთი სერიის ღირებულება შეადგენს 85 ევროს (საფასურს ემატება დღგ), ხოლო მთლიანი სასწავლო კურსის ღირებულება 295 ევროა. 26 მაისს ვებინარების სერიის მეორე ნაწილი გამოქვეყნდება, რომელიც საპროექტო განაცხადის წარდგენას ეხება და 8 საფეხურიან წარმატების სტრუქტურისგან შედგება. ვებინარის ამ სერიის საშუალებით მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინფორმაცია ევროპული კომისიის მოთხოვნების შესახებ და მიიღონ რჩევები თუ როგორ შეიმუშაონ განსხვავებული და გამორჩეული საპროექტო განაცხადი. ვებინარის სერია მოგაწვდით ინფორმაციას  რითაც უფრო ნათლად გაიგებთ თუ რას ითხოვს ევროპული კომისია. საინფორმაციო სამსახური ახსნის თუ რატომ და როგორ უნდა მოახდინოთ ევროპული კომისიის მოთხოვნების ინტეგრაცია თქვენს საპროექტო განაცხადში. ვებინარების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://www.sciencebusiness.net/Horizon2020/Intelligence/Default.aspx
სრულად