ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/dunya-uluslararasi_son_.jpg
22/09/2017 13:54

ანონსი: თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ.   კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის ოქტომბრის მიწურულს ან ნოემბერში. კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად; კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები;   ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენა შეუძლია საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენენ TUBITAK- ის ელექტრონულ ბაზაში ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ, პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს  წარმოადგენენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა - 15 000 ლარს გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები და შესაბამისი დანართები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება, პროგრამა და პირობები, საპროექტო განაცხადის ფორმა, პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება) საბოლოო სახით გამოქვეყნდება კონკურსის გამოცხადებისას. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს: - მარიამ ქებურიას +995 322 200 220 (4022); keburia@rustaveli.org.ge - ირაკლი გრძელიშვილს+995 322 200 220 (4022); grdzelishvili@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/swiss%20pic.jpg
20/09/2017 17:35

შვეიცარიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018-2019 აკადემიური წლისათვის შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. სტიპენდიები განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის და სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ.   ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: აკადემიური ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისური ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.   სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია აპლიკანტის მიერ შერჩეულ პროგრამაზე და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. განაცხადები მიიღება საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში, 2017 წლის 20 ნოემბრამდე.   დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/logo_en_23.png
11/09/2017 14:26

„კონკორდი 2017“ - მე-6 ევროპული კონფერენცია კორპორაციულ კვლევებზე, განვითარებასა და ინოვაციებზე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მე-6 ევროპული კონფერენციის „კონკორდი 2017“ შესახებ, რომელიც ჩატარდება 27-29 სექტემბერს, ქალაქ სევილიაში. განსახილველ საკითხებს შეადგენს კორპორაციული კვლევები, განვითარება და ინოვაციები. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში კონფერენცია უმასპინძლებს მკვლევრებს ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 30-მდე უნივერსიტეტიდან და ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. პლენარულ და პარალელურ სხდომებს, აგრეთვე, დაესწრებიან: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კორპორაციები,  აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისის, (US Patent and Trademark Office), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა  (OECD) და ევროკომისიის (European Commission) წარმომადგენლები . კონფერენცია ორგანიზებულია ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრისა (Joint Research Centre of the European Commission) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ. რეგისტრაცია უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/horizon_2020.jpg
11/09/2017 12:13

„ჰორიზონტი 2020“ აცხადებს „ენერგიის საინფორმაციო დღეებს“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში ორგანიზებული “ენერგიის საინფორმაციო დღეების” შესახებ, რომლებიც ჩატარდება მიმდინარე წლის 23, 24 და 25 ოქტომბერს, ქალაქ ბრიუსელში. ღონისძიების მიზანია, სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს დაფინანსების პირობები და მიაწოდოს ინფორმაცია „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამისთვის საინტერესო პროექტების შესახებ. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: კვლევით ინსტიტუტებს, ასოციაციებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, ევროპისა და ეროვნული ენერგიის ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, ევროპულ ინსტიტუციებს, უნივერსიტეტებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვ. რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
05/09/2017 16:56

EaP PLUS-ის საერთაშორისო კონფერენცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS-ის საერთაშორისო კონფერენციის - “From innovative ideas to successful businesses: promoting the national systems of early stage financing of innovative companies in EaP countries” შესახებ, რომელიც   21 სექტემბერს ქალაქ მინსკში გაიმართება. კონფერენციის მიზანია, წვლილი შეიტანოს EaP-ის წევრ ქვეყნებში არსებული SME (მცირე და საშუალო ბიზნესის) პირველადი დაფინანსების ეროვნული სისტემების განვითარებაში. ორგანიზატორები არიან: EaP PLUS project, European Commission, State Committee on Science and Technology of Belarus, Belarusian Institute of System Analysis and Information Support of S&T (BelISA). კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე . დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fd.jpg
30/08/2017 12:07

ჩილეს რესპუბლიკის კვლევისა და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჩილეს რესპუბლიკის კვლევისა და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს - CONICYT მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.    კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს, ასევე, შეზღუდული არ არის სამეცნიერო მიმართულება. იმისთვის რომ მეცნიერმა მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში აუცილებელია:  დოქტორის ხარისხის ქონა, რომელიც მინიჭებულია აპლიკაციების მიღების დასრულებამდე შვიდი წლით ადრე; ჯანდაცვის სფეროში აპლიკაციის წარდგენის შემთხვევაში, არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (მსგავსი თემატიკის საკითხზე მუშაობის შემთხვევაში);  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული ესპანურ ენაზე: http://www.conicyt.cl/pci/2017/08/apoyo-a-la-formacion-de-redes-internacionales-para-investigadoresas-en-etapa-inicial/  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Logo_Volkswagenstiftung.svg_1.png
22/08/2017 13:52

ფოლკსვაგენის ფონდის (VoklswagenStiftung) კონფერენცია „სახიფათო ლანდშაფტები“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფოლკსვაგენის ფონდი (VoklswagenStiftung) ორგანიზებას უწევს კონფერენციას „სახიფათო ლანდშაფტები“ (the Herrenhausen Conference "Dangerous Landscapes”), რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს, ჰანოვერში. კონფერენციის მიზანია, გამოიკვლიოს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაში კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო და უახლესი მიღწევები. კონფერენციის ფარგლებში განიხილება პრევენციის ინტეგრაციული და ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც შეიძლება, დაინერგოს საშიშროების პირას მყოფი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ექსპერტები - მკვლევარები და პრაქტიკოსები სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან, მათ შორის: ლანდშაფტისა და ურბანული დაგეგმარებიდან; ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან; საინჟინრო მეცნიერებებიდან; ექსპერტები, რომლებიც ჩართულნი არიან თემებზე მომუშავე ორგანიზაციებში. პროგრამა: პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ, იხილოთ აქ . კლასტერი 1:  Towards a Deeper Understanding of Risk კლასტერი 2:  Community-based Knowledge and Coping Strategies კლასტერი 3:  Landscape-based Disaster Risk Management კლასტერი 4:  Weaving and Wiring კონფერენციაზე დასწრება უფასოა. დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია . კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/banner1.jpg
17/08/2017 14:42

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICPES 2017 მე-7 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICPES 2017 მე-7 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ. IEEE -ს მიერ ორგანიზებული მე-7 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „Power and Energy Systems“ (ICPES) ჩატარდება 2017 წლის 1-3 ნოემბერს ქალაქ ტორონტოში. ICPES 2017-ის მიზანია, ჩაატაროს მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიკოსები, პროფესიონალები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სამრეწველო და საჯარო სააგენტოებიდან, რომლებიც გაცვლიან ინფორმაციას, გაუზიარებენ ერთმანეთს  მიღწევებს და ისაუბრებენ Power and Energy Systems სფეროს პროგრესზე. მიიღეთ მონაწილეობა, როგორც მომხსენებელმა წარმოადგინეთ აბსტრაქტი საბოლოო ვადის ამოწურვამდე. კონფერენციის სამეცნიერო კომისია უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს დაბალი ხარისხისა და საკონფერენციო თემატიკასთან შეუსაბამო აბსტრაქტები კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მიიღეთ მონაწილეობა, როგორც სტატიის ავტორმა წარმოადგინეთ სრული ნაშრომი და მიიღეთ გამოქვეყნების შესაძლებლობა. შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საკონფერენციო მოხსენებების კრებულში. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში. რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2017 წლის 30 აგვისტო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს: https://www.nature.com/natureevents/science/events/52581-ICPES_2017_the_7th_International_Conference_on_Power_and_Energy_Systems_ICPES_2017 http://www.icpes.org/  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/eu-commission.png
11/08/2017 15:51

ევროკომისიის გრანტი სამაგისტრო პროგრამების ინოვაციური ინტერდისციპლინარული მოდულებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი ექსპერიმენტული საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია ევროკომისიის გრანტის ფარგლებში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდულის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სწავლება. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფინანსება 1.5 მილიონი ევროს ოდენობით. მოდულის შექმნის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ: ა) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტის საჭირო კომპეტენციების განვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას, იმუშაოს კულტურულ და  შემოქმედებით სექტორში; ბ) ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორებთან კავშირის შედეგად, უნდა გაუმჯობესდეს ხელოვნების სწავლების ხარისხი; გ) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებსა და ლექტორებში მეწარმეობის კულტურის განვითარებას; დ) სასწავლო კურსი მიზნად უნდა ისახავდეს ინოვაციური სასწავლო გარემოს განვითარების სტიმულირებას;   განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 ოქტომბერი 23:00 (CET) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.edu-active.com/grants/2017/jul/15/call-proposals-modules-master-degrees-arts-and-sci.html
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fni_tansparent.png
08/08/2017 17:25

ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (BNSF) დაინტერესებულ პირებს იწვევს ექსპერტთა ბაზაში დასარეგისტრირებლად

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (BNSF) მიერ ექსპერტთა მოძიების შესახებ.  დამოუკიდებელი ექსპერტები შეირცევიან შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე: სამეცნიერო გამოცდილება, პუბლიკაციათა რაოდენობა და მოკლე CV. პროექტთა შეფასებისთვის განკუთვნილი პერიოდია სექტემბერი და ოქტომბერი. თითოეული ექსპერტი უფლებამოსილია შეაფასოს ერთი კონკურსიდან არაუმეტეს 5 პროექტი. შეფასების დასასრულებლად განკუთვნილია 2 კვირა. შევსებული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, პუბლიკაციათა სიას და მოკლე CV-ს, კვლევის მიმართულების მიხედვით , შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: m.stefanova@mon.bg – ბიოლოგიური და სამედიცინო მეცნიერებები; kristina_hristova@mon.bg – სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა; b.hadjieva@mon.bg – ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; dokatanova@mon.bg – სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები; aleksandrova@mon.bg – ტექნიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.   ყველა წერილის ასლი უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: FNI-IS@mon.bg    საჭირო დოკუმენტაცია: სარეგისტრაციო მოწვევა საინფორმაციო ფორმა და აპლიკაცია მოთხოვნები   საკონტაკტო პირი: Mrs. V. Milkova (ტექნიკური ასისტენტი) - v.milkova@mon.bg  
სრულად