ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/eu-commission.png
11/08/2017 15:51

ევროკომისიის გრანტი სამაგისტრო პროგრამების ინოვაციური ინტერდისციპლინარული მოდულებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი ექსპერიმენტული საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია ევროკომისიის გრანტის ფარგლებში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდულის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სწავლება. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფინანსება 1.5 მილიონი ევროს ოდენობით. მოდულის შექმნის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ: ა) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტის საჭირო კომპეტენციების განვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას, იმუშაოს კულტურულ და  შემოქმედებით სექტორში; ბ) ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორებთან კავშირის შედეგად, უნდა გაუმჯობესდეს ხელოვნების სწავლების ხარისხი; გ) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებსა და ლექტორებში მეწარმეობის კულტურის განვითარებას; დ) სასწავლო კურსი მიზნად უნდა ისახავდეს ინოვაციური სასწავლო გარემოს განვითარების სტიმულირებას;   განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 ოქტომბერი 23:00 (CET) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.edu-active.com/grants/2017/jul/15/call-proposals-modules-master-degrees-arts-and-sci.html
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fni_tansparent.png
08/08/2017 17:25

ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (BNSF) დაინტერესებულ პირებს იწვევს ექსპერტთა ბაზაში დასარეგისტრირებლად

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (BNSF) მიერ ექსპერტთა მოძიების შესახებ.  დამოუკიდებელი ექსპერტები შეირცევიან შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე: სამეცნიერო გამოცდილება, პუბლიკაციათა რაოდენობა და მოკლე CV. პროექტთა შეფასებისთვის განკუთვნილი პერიოდია სექტემბერი და ოქტომბერი. თითოეული ექსპერტი უფლებამოსილია შეაფასოს ერთი კონკურსიდან არაუმეტეს 5 პროექტი. შეფასების დასასრულებლად განკუთვნილია 2 კვირა. შევსებული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, პუბლიკაციათა სიას და მოკლე CV-ს, კვლევის მიმართულების მიხედვით , შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: m.stefanova@mon.bg – ბიოლოგიური და სამედიცინო მეცნიერებები; kristina_hristova@mon.bg – სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა; b.hadjieva@mon.bg – ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; dokatanova@mon.bg – სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები; aleksandrova@mon.bg – ტექნიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.   ყველა წერილის ასლი უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: FNI-IS@mon.bg    საჭირო დოკუმენტაცია: სარეგისტრაციო მოწვევა საინფორმაციო ფორმა და აპლიკაცია მოთხოვნები   საკონტაკტო პირი: Mrs. V. Milkova (ტექნიკური ასისტენტი) - v.milkova@mon.bg  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
03/08/2017 15:00

ვებინარი კვლევისა და განვითარების საკითხებზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის -   EaP Plus  ფარგლებში დაგეგმილი ვებინარის თაობაზე. მიმდნარე წლის  7 სექტემბერს, 10:00 – 11:45 საათზე  (ცენტრალური ევროპის დროით) გაიმართება ვებინარი  Innovation strategies and innovation management .  ვებინარზე მონაწილეობა შეუძლიათ ინოვაციურ პროექტებში ჩართულ მკვლევრებს, მენეჯერებს და დაინტერესებულ პირებს  რეგისტრაციის გავლის შემდგომ.     ვებინარის დეტალური აღწერილობა  იხილეთ ბმულზე დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: m.veilletlavallee@inno-group.com s.klessova@inno-group.com ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:  https://www.eap-plus.eu/object/event/98        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/download%2011_1.jpg
03/08/2017 11:27

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 2018 წლის საგრანტო კონკურსებს აცხადებს

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 2018 წლის საგრანტო კონკურსების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1.86 მილიარდ ევროს. 2018 წლის სამუშაო პროგრამა  შეიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყველა საგრანტო სქემას:  Starting ,  Consolidator ,  Advanced Grants ,  Proof of Concept Grants . გამოცხადდება ასევე საგრანტო სქემა  Synergy Grants. დღეს, 3 აგვისტოს გამოცხდდა ორი საგრანტო კონკურსი: ERC Starting Grant ERC Synergy Grant
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/tub.jpg
02/08/2017 14:46

TUBITAK-ის კვლევითი სტიპენდიები მეცნიერთა მობილობის მხარდასაჭერად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (The Scientific and Technological Research Council of Turkey - TUBITAK) მიერ  გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.  სტიპენდია გაიცემა შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებები, სამედიცინო მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. პროგრამის მიზანია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ხელშეწყობა სტიპენდიანტების  წარმომადგენელ ქვეყნებთან. დაფინანსება მოიცავს : ყოველთვიურ სტიპენდიას არაუმეტეს 3000$ ოდენობით მეცნიერთა მობილობისთვის (Visiting Scientists); ყოველთვიურ სტიპენდიას არაუმეტეს 3500$ ოდენობით სასწავლო შვებულების მქონე მეცნიერთა მობილობისთვის (Visiting Scientists on Sabbatical Leave); სამოგზაურო ხარჯებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას; სტიპენდიის ხანგრძლივობა მერყეობს 1 კვირიდან 12 თვემდე; სტიპენდიანტები ვალდებულნი არიან, ისარგებლონ დაფინანსებით შეტყობინებიდან 6 თვის განმავლობაში; პროგრამაში მონაწილეობის პირობები: პროგრამა ღიაა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის; სტიპენდიანტებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის/მასთან გათანაბრებული ხარისხი ან 5 წლიანი გამოცდილება კვლევის სფეროში; სტიპენდიანტები უნდა მოიწვიონ მასპინძელმა ინსტიტუტებმა, რომლებშიც შედის: უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, ინდუსტრიული კომპანიები, რომლებსაც აქვთ კვლევისა და განვითარების ქვედანაყოფი; სასწავლო შვებულების მქონე სტიპენდიანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 3 თვიანი მოწვევა. განაცხადის წარდგენა  შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. ინგლისური ენის ცოდნა:  აპლიკანტები ინგლისურად უნდა საუბრობდნენ თავისუფლად. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად: https://e-bideb.tubitak.gov.tr/giris.htm?language=en განაცხადების მიღების ბოლო ვადა დაწესებული არ არის. დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/news%20photo.png
01/08/2017 13:38

ექსპერტთა შერჩევა პროგრამისთვის Operational Programme Smart Growth 2014-2020

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროგრამა   Operational Programme Smart Growth 2014-2020 ფარგლებში გამოცხადებული ექსპერტთა შერჩევის  შესახებ: პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრი (National Center for Research and Development) იწვევს ექსპერტებს  Smart Growth OperationalProgrtamme-ის ფარგლებში წარდგენილ საგრანტო განაცხადების  შესაფასებლად. აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრის (NCRD) ექსერტთა მონცემთა ბაზაში დარეგისტრირებული პირებისთვის   ელექტრონული პორტალის მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის ეტაპებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ   ინფორმაცია პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.   ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ შერჩევის პირობების ამსახველ დოკუმენტს. ექსპერტთა კონკურსისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორს - ქალბატონ ანიეჟკა ლევანდოვსკას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: agnieszka.lewandowska@ncbr.gov.pl
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/images.jpg
27/07/2017 15:03

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი სამეცნიერო ჟურნალის შესახებ

სამედიცინო რეფერირებადი და მაღალრეიტინგული გამომცემლობა „ლანცეტი“ იწყებს  ახალი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას The Lancet Child & Adolescent Health (ლანცეტის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა). ჟურნალი გამოქვეყნდება ელსევიერის სამეცნიერო ბაზაზე -  ScienceDirect და 2017 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის პუბლიკაციების სრული ვერსია უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. The Lancet Child & Adolescent Health მოიცავს ორიგინალურ სტატიებს კლინიკურ კვლევების შესახებ, საექსპერტო მიმოხილვებს, წერილებს, კომენტარებსა და მოსაზრებებს კლინიკურ პედიატრიის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მიმართულებით. ღნიშნულ  ჟურნალში დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს უახლეს, მკაფიო და მიუკერძოებელ ინფორმაციას კლინიკური განვითარებისა და პრაქტიკული კვლევების ახალი პერსპექტივების შესახებ. იხილეთ ჟურნალის ბმული  http://www.sciencedirect.com/science/journal/aip/23524642?sdc=1  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/jrc-eu-scientist-2016.jpg
26/07/2017 16:07

Joint Research Center (JRC)-ის მიერ გამოცხადებული კვლევითი ვაკანსიები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის შემადგენელი ნაწილის -  Joint Research Center (JRC)-ის მიერ გამოცხადებული კვლევითი ვაკანსიების შესახებ. Joint Research Center (JRC)  სათანამშრომლოდ იწვევს მეცნიერებს შემდეგი მიმართულებიდან: ბიოლოგია, ქიმია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სისოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ბიოქიმია, ოკეანოგრაფია, ნანოტექნოლოგიები, ნანობიოტექნოლოგიები, ვეტერინარია, ინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, სტატისტიკა, მატერიალური მეცნიერებები, ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, გეოგრაფია, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, სოფლის მეურნეობის ინჟინერია, ეკოლოგია, გეოლოგია, ჰიდროლოგია, მედიცინა, ფარმაცია, კვების მეცნიერება და სხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Joint Research Center (JRC)-ის ვებგვერდს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/smart-cities.jpg
25/07/2017 15:12

Turkey in Horizon 2020-სა და TUBITAK-ის ერთობლივი ღონისძიება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს, ბრიუსელში,  ჩატარდება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ პროექტი „თურქეთი ჰორიზონტ 2020-ში“ (Turkey in Horizon 2020)  და თურქეთის მეცნიერული და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭო (Scientific and Technological Research Council of Turkey - TUBITAK). ღონისძიება მიმართული იქნება „ჰორიზონტ 2020“-ის ფარგლებში გამოცხადებული შემდეგი საგრანტო კონკურსებისკენ: „Smart, მდგრადი და მოქნილი ქალაქები“ და „ენერგეტიკულად ეფექტიანი შენობები“; „ცირკულარული ეკონომიკა“ (SPIRE, ნედლეული და წყალი); „მობილობა ზრდის ხელშეწყობისთვის“, „ავტომატიზებული საგზაო ტრანსპორტი“ და „ევროპის მწვანე ტრანსპორტის ინიციატივა“; „Smart ენერგოსისტემები და მომხმარებლები“. ღონისძიებაზე შეიკრიბება ევროპისა და თურქეთის ქვეყნების 400-მდე მონაწილე, რომლებიც წარმოადგენენ როგორც კვლევით, ასევე ინდუსტრიულ საზოგადოებებსა და მუნიციპალიტეტებს. თქვენ მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, დაუკავშირდეთ როგორც თურქსა და ევროპელ მონაწილეებს, ასევე, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე ორიენტირებულ SME წარმომადგენლებს და შეიძინოთ ახალი პარტნიორები „ჰორიზონტ 2020“-ის მოახლოებულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. სემინარები: ღონისძიების პარალელურად ჩატარდება 4 თემატური სემინარი, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, მიიღონ ინფორმაცია სპეციფიური კონკურსების შესახებ და წარმოადგინონ საკუთარი იდეები. საერთაშორისო კავშირები: ღონისძიებაზე თავს მოიყრის 400 მონაწილეზე მეტი, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, რაც ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას, იდეების მიმოცვლასა და კონსორციუმის ფორმირებას. ფინანსური მხარდაჭერა: მონაწილეებს, რომლებიც რომელიმე სემინარზე წარადგენენ წინადადებას, აუნაზღაურდებათ სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები. დაფინანსების მოსაპოვებლად, გთხოვთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია და წარმოადგინოთ თქვენი იდეა. ანაზღაურების წესები: ბრუსელში სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო ან კერძო სექტორის (SME) შემდეგ წარმომადგენლებს: მკვლევარებს, აკადემიკოსებს, პროფესიონალებს ინდუსტრიული სფეროებიდან ან პოლიტიკურ ექსპერტებს თურქეთიდან, ევროკავშირის წევრი ან ასოცირებული სახელმწიფოებიდან. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარადგინოთ შინაარსობრივად გამართული „თანამშრომლობის პროფილი“ (Cooperation Profile), რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შეთავაზებები ღონისძიების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით და თქვენთვის სასურველი როლი (კოორდინატორი ან პარტნიორი). აღნიშნული პროფილი არის ღონისძიებაზე დასწრების საფუძველი. ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში (მგზავრობა, სასტუმრო), გთხოვთ, შეავსოთ მარტივი საპრეზენტაციო ფორმა „თანამშრომლობის პროფილი“-ს მიხედვით და ატვირთოთ არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა. გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების მიზანია ახალი კავშირების დამყარება „ჰორიზონტ 2020“-ის მოახლოებული კონკურსებისთვის. იმისათვის, რომ მოიპოვოთ თანხის ანაზღაურების უფლება, საჭიროა, წარადგინოთ მკაფიოდ გამოხატული წინადადება, რომელიც ერგება კონკურსების მიზანს და, ასევე, ასახული უნდა იყოს თქვენს „თანამშრომლობის პროფილში“. სრული ინფორმაცია დეტალებზე ხელმისაწვდომი იქნება ღონისძიების დაწყებამდე მოკლე დროში. შესაბამისად, ანაზღაურებას მიიღებენ მონაწილეები, რომლებიც ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებენ საბოლოო მოთხოვნებს. შეავსეთ თქვენი პროფილი მითითებულ ვებ-გვერდზე; გადმოტვირთეთ და შეავსეთ საპრეზენტაციო ფორმა ; საპრეზენტაციო ფორმა გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: cof2017@turkeyinH2020.eu ; პრეზენტაციის განხილვის შემდეგ ელექტრონულად მიიღებთ ინფორმაციას ანაზღაურების მიღების შესახებ; ანაზღაურების მიღების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი ანგარიშფაქტურები. ინსტრუქციისთვის მიყევით CoF 2017 ანაზღაურების წესებს და CoF ანაზღაურების ფორმას .
სრულად

შეხვედრა კრისტოფ კრატკისთან

25/07/2017 11:46
ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილი პრეზიდენტი, კრისტოფ კრატკი, სტუმრობს საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში კრისტოფ კრატკი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეხვდება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში მოღვაწე მეცნიერების მდგომარეობა და მათი მოსაზრება უნივერსიტეტებისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მმართველობასთან დაკავშირებით და განიხილება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.  ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართება 28 ივლისს 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ხოლო, ღვაწლმოსილ სამეცნიერო საზოგადოებასთან - 28 ივლისს 16:00 საათზე. შეხვედრის სამუშაო ენა - ინგლისური.  კრისტოფ კრატკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუმრობს, როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მეცნიერებასთან დაკავშირებული ექსპერტი, რომელიც საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს გაუწევს განათლებისა და მეცნიერების სისტემის სტრატეგიასთან დაკავშირებით.  შეხვედრაზე დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე .
სრულად